High Fidelity-ის გაუქმების გამო ზოი კრავიცი უკმაყოფილოა
ფოტო: Hulu
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სერიალი High Fidelity ერთი სეზონის შემდეგ გაუქმდა, რამაც ფანების ნაწილს გული დასწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება შოუს ვარსკვლავი ზოი კრავიციც.
ამ სამწუხარო ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ზოი კრავიცმა ინსტაგრამის პირად გვერდზე სერიალის გადასაღები მოედნიდან უცნობი კადრების გამოქვეყნებასთან ერთად გამოსამშვიდობებელი ტექსტი გაავრცელა:
"მინდა პატივი მივაგო ჩემს High Fidelity-ის ოჯახს. მადლობა იმ სიყვარულისა და ენთუზიაზმისთვის, რაც ამ შოუში ჩადეთ. ამის გამო თითოეულ თქვენგანს დიდ პატივს ვცემ. ასევე დიდ მადლობა მათ, ვინც გვიყურებდა, ვუყვარდით და მხარს გვიჭერდა. #განშორებაუსიამოვნოა".
როგორც Variety წერს, ამ ემოციურ გამოსამშვიდობებელ ტექსტს მრავალ ფანთან ერთად ისეთი ცნობილი სახეებიც გამოეხმაურნენ, როგორებიც არიან რიზ უიზერსპუნი, ჰალი ბერი და ტესა ტომპსონი.
"ძალიან მომენატრებით", — დაუკომენტარა ტესა ტოპსონმა ზოი კრავიცს, რაზეც ამ შოუს მთავარი როლის შემსრულებელმა ირონიულად უპასუხა:
"იმით მაინც შეგვიძლია დავიმშვიდოთ თავი, რომ Hulu-ს კიდევ ათასობით შოუ აქვს, სადაც არათეთრკანიანი ქალები თამაშობენ. ოჰ, არა, რაღაც ნამდვილად მეშლება".
ზოი კრავიცმა ამ კომენტარით შოუს დახურვის შემდეგ სტრიმინგ სერვისი Hulu ირიბად გააკრიტიკა გენდერული თუ რასობრივი ნიშნით მრავალფეროვანი პროექტების ნაკლებობის გამო.
High Fidelity-ის პრემიერა 2020 წლის თებერვალში შედგა და მან მალევე მრავალი მაყურებლის გული მოიგო. სერიალი ინგლისელი მწერლის ნიკ ჰორნბის 1995 წელს გამოქვეყნებულ ამავე სახელწოდების ცნობილ რომანს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც 2000 წელს სრულმეტრაჟიანი ფილმიც გადაიღეს, სადაც მთავარ როლს ჯონ კიუსაკი ასრულებს.
ახალი სატელევიზიო ეკრანიზაციის ძირითადი სიუჟეტური ხაზი მთავარი გმირის, ვინილების მაღაზიის მფლობელი რობის ირგვლივ ვითარდება, რომელიც პოპ კულტურის დიდი ფანია. სწორედ მის როლს ასრულებს 31 წლის ამერიკელი მსახიობი ზოი კრავიცი.
სტრიმინგ სერვისმა Hulu-მ სერიალის გაუქმების შესახებ ინფორმაცია ემის წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტების გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში გაავრცელა: High Fidelity-მა ვერც ერთი ნომინაცია ვერ მიიღო.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები