აჭარელი ეკომიგრანტი წალკაში ბროკოლის წარმოებას აფართოებს — გიორგი აბულაძის ისტორია
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
გიორგი აბულაძე ეკომიგრანტია. მთიანი აჭარის ზვავსაშიში ზონიდან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი წალკაში 2001 წელს გადმოსახლდა. ოჯახს თავდაპირველად სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავდა, მათ შორის: კარტოფილი, კომბოსტო, კიტრი, პომიდორი. 2017 წელს გიორგიმ და მისმა ოჯახმა ბროკოლის წარმოებას მიჰყო ხელი. სხვა ბოსტნეულთან შედარებით, ბროკოლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე მაღალია და მასზე მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში არსებობს, თუმცა დიდწილად საზღვარგარეთიდან შემოდის. შესაბამისად, გიორგიმ გადაწყვიტა ევროკავშირისა და FAO-ს დახმარებით ბროკოლი უფრო დიდ ნაკვეთზე დაეთესა და ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოება გაეფართოებინა.
ყველაფერი განაცხადის შევსებით დაიწყო, რომლის შემდეგ ევროკავშირის და FAO-ს ექსპერტები აბულაძეების ოჯახს დაუკავშირდნენ, შეისწავლეს მათი საჭიროებები და სამომავლო პერსპექტივები. შედეგად, აგრონომებმა ზრუნველჰყვეს სადემონსტრაციო ნაკვეთის სწორად დაგეგმარება, რაშიც თავად გიორგის გამოცდილებაც გამოიყენეს. საბოლოოდ, გაზიარებული ცოდნითა და გამოცდილებით, 0.35 ჰექტარ მიწაზე ბროკოლის მაღალი სტანდარტებით წარმოება დაიწყო.
როგორც გიორგი ამბობს, ამ ეტაპზე მისთვის შეუძლებელი იქნებოდა დამოუკიდებლად შეექმნა ბროკოლის წარმოებისთვის საჭირო ყველა პირობა:
აგრონომების წყალობით შევძელი, რომ ამ კულტურის მოყვანისთვის საჭირო ყველა რესურსი ხელთ მქონოდა, თანაც გამეზარდა ნაკვეთი და შესაბამისად მოვიყვანე უფრო მეტი ბროკოლი. ევროკავშირი და FAO დამეხმარა არამხოლოდ მატერიალურად, არამედ მომცა შესაძლებლობა გავცნობოდი სიახლეებს და პრაქტიკაში დამენერგა უახლესი მეთოდები
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
FAO-ს აგრონომი, დემნა მარცვალაძე გვიყვება, რომ ამ ეტაპზე აბულაძეების ოჯახი გუნდისგან თითქმის ყოველდღიურად იღებს ტექნიკურ დახმარებას:
ევროკავშირისა და FAO-ს ფინანსებით 3,500 კვადრატულ მეტრ ნაკვეთზე დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, შევიძინეთ ბროკოლის სათესლე მასალა, საჩითილე კასეტები, სპეციალური პოლიეთილენი მულჩისათვის, პირადი დაცვის საშუალებები, სასუქები, პესტიციდები, სარგავი. ასევე, ფერმერს გადავეცით მწერების საწინააღმდეგო ბადე სათბურისთვის, რომელიც მას სახლის ეზოში აქვს გაკეთებული
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
გიორგის ბროკოლის მოსავლის აღება ახალი დაწყებული აქვს და მოსავლის ზრდას ელის. რაც შეეხება ხარჯებს, ფერმერმა ამ კუთხით დიდი შეღავათი მიიღო, რადგან მისი ნაკვეთის მოსაწყობად თითქმის ყველა ხარჯი ევროკავშირმა და FAO-მ დააფინანსა. გარდა ამისა, გიორგი გადამზადდა ჩითილების წარმოებასა და მათ მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებში. ექსპერტებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია მთლიანი ციკლის განმავლობაში მცენარის მოვლის სხვადასხვა ინოვაციური მეთოდების შესახებ.
უნდა ითქვას, რომ ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, ქართველი ფერმერები იღებენ არამხოლოდ მატერიალურ დახმარებას, არამედ ეცნობიან და ნერგავენ სიახლეებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.
როგორც მოგეხსენებათ მსოფლიოში გამუდმებით მიმდინარეობს გლობალური ცვლილებები. აქედან გამომდინარე აუცილებელია სიახლეების გათვალისწინება და ამ ყველაფრის მორგება თანამედროვე სოფლის მეურნეობასთან. პირობითად, სხვადასხვა მავნებლებსა და დაავადებებს რეზისტენტულობა აქვთ გამომუშავებული კონსერვატიული მცენარეთა დაცვის მეთოდებზე. ახლა კი, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიურ განვითარებას, რათა გავაუმჯობესოთ სოფლის მეურნეობა საქართველოში, მაგალითად, დავნერგოთ წვეთოვანი სარწყავი სისტემა, მულჩირება, ბაზოებზე თესვა და სხვა
როგორც ფერმერი გიორგი აბულაძე ამბობს, ეს მხოლოდ დიდი თანამშრომლობის საწყისი ეტაპია. იგი ფიქრობს, რომ მოსავალი მალე მკვეთრად გაეზრდება და საკუთარი პროდუქციის ქსელურ მარკეტებში რეალიზებასაც შეძლებს. ასევე გეგმავს თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკით სხვა კულტურების მოყვანას, რაშიც აგრონომთა მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.
სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და ფერმერთა საველე სკოლების მოწყობა პროექტ „ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დღემდე საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონში 19 სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო, ხოლო 11 სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურები საერთო ჯამში 18 ჰექტარამდე ფართობზე დაითესა.
გასულ წელს, ENPARD–ის პროგრამის ახალი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს.
ინიციატივა კარგი მოსავალი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხოლოდ ერთი ნაწილია. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 179,5 მილიონი ევროა. მხარდაჭერა გულისხმობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და შესაბამის პოლიტიკასთან და კანონმდებლობასთან დაახლოებას, რათა სოფლის მეურნეობა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული შესაძლებლობები გაძლიერდეს.
საკომუნიკაციო კამპანიის და წარმატების ისტორიების შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ კამპანიის ვებგვერდზე და Facebook გვერდზე.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები