მე დავიბადე მთაწმინდაზე, მამაჩემიც და ჩემი შვილებიც პირველსკოლელები არიან — ოდიშარია
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია ფიქრობს, რომ მისი "სამი თაობის მთაწმინდელობა" საქილიკო არ არის და საამაყოა. მისი თქმით, ყველა მაჟორიტარს უნდა ჰქონდეს გარკვეული ბმა იმ ადგილთან, რომელსაც წარმოადგენს. რაც შეეხება მის "ბმას" მთაწმინდასთან, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ის და მამამისი მთაწმინდაზე დაიბადნენ, მისი შვილები კი "პირველსკოლელები არიან".
"მე ვფიქრობ, რომ საქილიკო არ არაფერი არ გახლავთ, ცუდი აქ არაფერი არ არის. ყველა მაჟორიტარს უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია, რაღაც გარკვეული ტიპის ბმა. უკეთესია, შესაძლებელია, სხვაგვარადაც იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის, რომ მე დავიბადე მთაწმინდაზე, მათ შორის მამაჩემიც და შემიძლია გითხრაც, რომ ჩემი შვილებიც პირველ სკოლელები არიან, ამით ვფიქრობ, არაფერი დაგვიშავებია და არაფერი დაუშავდება მთაწმინდას. შესაძლებელია, ამით ხაზი გაესვა იმას, რომ მე მიუხედავად იმისა, რომ კრწანისის მაჟორიტარი ვარ, მთაწმინდას, მის ყოფას, მის პრობლემებს არასდროს არ მოვწყვეტილვარ და ფორმაში შესვლა არ დამჭირდება ნამდვილად მთაწმინდაზე", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.
გარდა ამისა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ მისი წარდგენისას კობახიძემ მოქმედი მაჟორიტარობაც ახსენა და ის "არც თუ ისე ცუდი" მაჟორიტარია.
"მე მოქმედი მაჟორიტარი ვარ და ვფიქრობ, არც თუ ისე ცუდი და ამაზე შეგიძლიათ, კრწანისის მოსახლეობასთან გქონდეთ კომუნიკაცია. ისევე, როგორც ჩემი დამოკიდებულება დიასპორის მიმართ და ის აქტივობები, რომელიც ამ პეროდში იქნა, სწორედ დიასპორის როლის გასააქტიურებლად, ქვეყნის ცხოვრებაში ჩასართველად გაკეთებული ჩვენი კომიტეტის მიერ", — განაცხადა ოდიშარიამ.
"სამი თაობის მთაწმინდელი", — ეს სიტყვები გამოიყენა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი კობახიძემ მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად ბექა ოდიშარიას წარდგენისას.
20 ივლისს ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების სიაში ძირითადად ოცნების ძველი სახეები არიან, მათ შორის ქალი მხოლოდ ერთია. მაჟორიტარად არ წარუდგენიათ იმ დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის მოტივით პროპორციული კანონპროექტი ჩააგდეს.
გაიგეთ მეტი "ოცნების" მაჟორიტარების წარდგენაზე:
- ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა — სია
- დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც მაჟორიტარული სისტემის გამო პროპორციული ჩააგდო, მაჟორიტარობის კანდიდატი არ არის
- სერგეენკო, სუბარი, ოდიშარია, ვოლსკი და სხვა — ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატები თბილისში
- პრემიერმინისტრის სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში მაჟორიტარად წარადგინა
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი, კახი კახიშვილი ქართულმა ოცნებამ ისნის მაჟორიტარად წარადგინა
- ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი "ოცნების" მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს;
- პრემიერმინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი ქართულმა ოცნებამ სამგორში მაჟორიტარად წარადგინა
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები