ერთ-ერთი დაკავებული ყვება, ვინ გაეკიდა შაქარაშვილს ხიდის ქვეშ — ფორმულა
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი ყვება, თუ ტოიოტა ქამრიდან ვინ გაეკიდა ფეხბურთელს ხიდის ქვეშ. როგორც ტელეკომპანია შაბათის ფორმულას მიერ გასაჯაროებულ ჩვენებაშია აღნიშნული, შაქარაშვილს ხიდის ქვეშ გაეკიდნენ არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი და არასრულწლოვანი ა.ქ.
"მდინარე არაგვის პირას გზაზე დავინახეთ ოთხი პირი, ვახო ჩიქოვანმა დაიძახა ესენი არიან, ვინც მცემესო და ვასოს [მახარაძეს] მანქანა გააჩერებინა. ყველანი გადმოვედით, ჩვენს დანახვაზე ბიჭები გაიქცნენ, გავეკიდეთ. ჩემი მეგობრებო ეძახდნენ, რომ გაჩერებულიყვნენ და აგინებდნენ. წინ გავრბოდით მე და ა.ქ. უკან მოგვყვებოდნენ დანარჩენები. ოთხივემ გადაჭრა გზა, დავინახე უკვე როგორ გარბოდა სამი პირი. ერთი საით წავიდა, ვერ დავინახე. სამივეს გავყევით მე და ა.ქ. სამივემ, ვისაც მივსდევდით, მაგისტრალიდან ხიდის ბოლოში გაუხვიეს, მარჯვნივ ვიწროასფალტიან გზაზე, სადაც ერთი გზის პირას მდებარე ჯიხურთან გაუჩინარდა, მეორე ოდნავ მის ქვემოთ არსებულ ბუჩქებში დაიმალა, ხოლო მესამემ, რომელსაც "შორტი" ეცვა, ვიწროსაავტომობილო გზაზე ჩაირბინა, რომელიც ხიდის ქვეშ გადიოდა. რამდენიმე წამში მოირბინა ვახო ჩიქოვანმა, ვასომ, ნიკუშამ [რეხვიაშვილმა] და აჩიკომ [გაგნიძემ]. ვახომ იკითხა თუ საით ისინი, ვისაც მივსდევდით, ვუთხარი საითაც. ამის მერე გვითხრა, მოგვეყვანა მანქანა. ამის მერე მანქანის მოსაყვანად წავედით მე, ვასო და ნიკუშა. ხოლო ადგილზე დარჩნენ ა.ქ. ვახტანგ ჩიქოვანი და აჩიკო, რომლებმაც ჩაირბინეს ხიდის ქვეშ, რა მიმართულებითაც გაიქცა ის ერთ-ერტი ბიჭი", — ნათქვამია ჩვენებაში.
ფორმულას ინფორმაციით, სწორედ ამ სამმა პირმა სცემა გიორგი შაქარაშვილი შემდეგ კი წყალში გადააგდო. თუმცა ჩვენებაში არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ მათ ფეხბურთელი ვერ იპოვეს. ამასთან, დაკავებული არასრულწლოვანი გურამ ამირხანაშვილთან შეხვედრაზეც საუბრობს.
"მივედით იმ ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ მივსდევდით ზემოთ ხსენებულ სამ პირს. აღნიშნულ ადგილას დამხვდნენ ვახო ჩიქოვანი, ა.ქ., აჩიკო და მათთან ერთად იყო უკვე ვიღაც ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელიც, როგორც გავიგე იყო იმ ოთხიდან, ვისაც ჩვენ გავეკიდეთ და დაიმალა ბუჩქებში. ის ყოფილა გურამ ამირხანაშვილი, რომელსაც ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და ტყუილად მივსდევდით. ხოლო ის პიროვნება, რომელიც გარბოდა ხიდის ქვეშ, ჩიქოვანისგან გავიგე ასფალტიან ვიწრო გზაზე ხიდის ქვეშ ბოლომდე იყო ჩასული და ვერსად ვერ ნახა. ამის შემდეგ ამირხანაშვილს შევთავაზეთ ტბილისში წაყვანა, რაზეც დაგვთანხმდა. გურამმა მითხრა, რომ მასთან ერთად, ვინც გარბოდა ერთ-ერთი იყო მისი მეგობარი გიორგი, მაგრამ გვარი არ უთქვამს. ჩვენ შევთავაზეთ მოეძებნა თავისი მეგობარი და მასთან ერთად წავიყვანდით თბილისში, რაზეც გვითხრა, რომ არ მოძებნიდა და გამოგვყვებოდა თბილისში".
- პირველი კონფლიქტი დიჯეის გამო დაიწყო, მეორეს მიზეზი არ ვიცი — რას ამბობს ანი გაბეჩავა
- პროკურატურა ადასტურებს, რომ სოცქსელებიდან შესაძლო წაშლილ მასალებზე დახმარება აშშ-ს სთხოვეს
გიორგი შაქარაშვილის საქმე
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.
სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
კომენტარები