Twitter-ზე საეჭვო ქართული ანგარიშები გამოჩნდა
ანტიდასავლურმა ქართველმა აქტორებმა ტვიტერზე გადაინაცვლეს და უამრავი საეჭვო ანგარიში უკვე შექმნეს.
მას შემდეგ, რაც აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ადამ კინზინგერმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული ღირებულებების დაუცველობისთვის გააკრიტიკა, ტვიტერის საეჭვო ანგარიშებმა კონგრესმენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი ანგარიში დიდი ალბათობით დაკავშირებულია ფეისბუქ გვერდთან, ანტილიბერალური დოქტრინა, რომელიც თავის მხრივ ანტი დასავლურ, ანტი ოპოზიციურ და პრორუსულ ნარატივს ავრცელებს.
DFRLab-მა აქამდე უკვე განიხილა საქართველოში არსებული რადიკალური მემარჯვენე და პროსახელისუფლებო აქტორების გავლენა ფეისბუქზე, რომელიც ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. როგორც ჩანს, აღნიშნული აქტორები სტრატეგიას აფართოებენ და ტვიტერზეც გადადიან. იმის მიუხედავად, რომ პლატფორმა საქართველოში მომხმარებლების ნაკლებობას განიცდის, ტვიტერს ქვეყნის საჯარო დისკურსში რელევანტურობა ეზრდება. საერთაშორისო საზოგადოება სწორედ მისი საშუალებით აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას მოუწოდებს. აღნიშნული ანტიდასავლური აქტორების სამიზნეს საქართველოს ნაცვლად საერთაშორისო აუდიტორია წარმოადგენს, რათა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოში მიმდინარე პროცესები დადებითად წარმოაჩინონ და შექმნან წარმოდგენა, თითქოს ოპოზიცია სიტუაციას ხელოვნურად აზვიადებს.
აღნიშნული ანგარიშების გამოჩენა, რომელთა ნაწილი აშკარად ყალბია, წინ უძღვის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 2020 წლის ოქტომბერშია ჩანიშნული. მაშინ, როცა ქვეყანა უკვე ისედაც საკმარისად პოლარიზებულია, რადიკალური მემარჯვენეების გამოჩენა დაპირისპირების რისკს ზრდის.
ქართული ანგარიშების გააქტიურება ტვიტერზე
StatCounter-ის მიხედვით, საქართველოში ტვიტერს მოსახლეობის 10% იყენებს. ფეისბუქის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 50%-ს სცდება. DFRLab-მა დეზინფორმაციის კამპანიის სხვადასხვა შემთხვევები, როცა სამიზნე ფეისბუქზე საქართველოს მოსახლეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ იყო, უკვე მიმოიხილა.
იმის მიუხედავად, რომ ქართველები ტვიტერს ფეისბუქზე უფრო ხშირად იყენებენ, ამერიკელი პოლიტიკოსები და ევროპელი ოფიციალური პირები საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს სწორედ ტვიტერის პლატფორმით ეხმიანებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ. მათ გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა დაპირებული დემოკრატიული რეფორმების შეუსრულებლობაში, აქედან მიმართავენ ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიასა და საერთაშორისო თანამეგობრობებს. ტვიტერზე გაჟღერდა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე, პლატფორმაზე განიხილავდნენ Facebook-ის გადაწყვეტილებას ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების წაშლაზე.
21 იანვარს, აშშ-ს კონგრესმენმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა ტვიტერზე შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მთავრობის "პოლიტიკურ მიზნებსა" და "ეკონომიკური განვითარების ტენდენციის დაცემის" შესახებ. მან აღნიშნა, რომ კონგრესის დეპუტატთა ორმხრივმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა.
ტვიტის გამოქვეყნებიდან მალევე, ანგარიშებმა, რომლებსაც ქართული სახელები ჰქონდა, კონგრესმენი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და საქართველოს ოპოზიციურ პარტიებთან კავშირში დაადანაშაულა.
ერთ-ერთი ანგარიში, რომელიც ამ შინაარსის ტვიტებს ავრცელებდა, წარმოდგენილი იყო, როგორც ბაქარი (ბექა) ვარდოსანიძე, რომელიც MDF-ის მიხედვით ასევე არის ანტილიბერალური დაჯგუფების, ქართული მარშის წევრი და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, რადიკალური მემარჯვენე აქტივისტი. ის საკმაოდ აქტიურია ფეისბუქზე და ცნობილია თავისი ანტილიბერალური განცხადებებითა და სიძულვილის ენის გამოყენებით.
კინზინგერის ტვიტთან ინტერაქციის შემდეგ, ვარდოსანიძის ანგარიშზე დაიწერა, რომ ის პლატფორმაზე კიდევ უფრო აქტიური გახდება. მისი ანგარიში 2010 წელსაა შექმნილი, მაგრამ იგი 2020 წლის დასაწყისამდე მას აქტივობები არ ჰქონია. ვარდოსანიძის ფეისბუქის პირადი პროფილი ასევე დაკავშირებულია აღნიშნულ ტვიტერის ანგარიშთან.
დანარჩენი ორი ანგარიში, რომლითაც კინზინგერი გააკრიტიკეს, ქალებად იდენტიფიცირდება და 8-ნიშნა რიცხვი მოჰყვება. ისინი 2020 წლის იანვარშია შექმნილი და ძალიან ცოტა გამომწერი ჰყავს.
ერთ-ერთმა ანგარიშმა, @Pikria99437631, შექმნიდან მხოლოდ სამჯერ დატვიტა, სამივე ტვიტი კინზინგერის კრიტიკას ეხმაურებოდა.
ხოლო მეორე, @ninonin56919210, უმეტესად ანტიოპოზიციურ და პროსახელისუფლებო კონტენტს ავრცელებს.
ასევე საინტერესოა ტვიტერზე 2020 წელს დარეგისტრირებული ანგარიში @IRAKLI22414771, რომელსაც ე.წ. ქავერ ფოტოზე მწვანე ასოებით ქართულად აწერია ანტილიბერალური დოქტრინა.
ანტილიბერალური დოქტრინა ტვიტერზე გადადის
@IRAKLI22414771-ის ტვიტები ორ სხვა ტვიტერის ანგარიშს აქტიურად გადააქვს თავის ტვიტერზე. ერთი ინგლისურენოვანია, ხოლო მეორე — ქართული. ორივეს სახელი ანტილიბერალური დოქტრინაა და ორივე მათგანი 2020 წლის იანვარშია შექმნილი.
ტვიტერის ეს ანგარიშები, როგორც ჩანს, უკავშირდება ფეისბუქის იმავე სახელწოდების გვერდს, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდებოდა @IRAKLI22414771-ს. ფეისბუქგვერდი ანტილიბერალური დოქტრინა ჩვეულებრივ ანტიდასავლური შინაარსის განცხადებებს ავრცელებს და არც ქართული ოპოზიციური პარტიების "გაშავებას" ერიდება. ისევე როგორც შინაარსს, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში. ფეისბუქგვერდის გარეკანი და @IRAKLI22414771-ის ტვიტერის ე.წ. ქავერ ფოტო ერთმანეთის ანალოგიურია, წარწერით ანტილიბერალური დოქტრინა და ფონზე ფოტოთი, რომელშიც მერკელი და პუტინი ერთმანეთს ხელებს ართმევენ.
ფეისბუქგვერდმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოქალაქე ირაკლი ჯანყარაშვილი საკუთარ თავს გვერდის ავტორად ასახელებს.
როგორც ტვიტერზე გამოქვეყნებული პროფილის ფოტოდან ირკვევა, იგივე ადამიანია @IRAKLI22414771-ც.
როგორც ჩანს, ფეისბუქის მომხმარებელი, რომელიც აქტიურად ავრცელებდა ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ ნარატივს, ტვიტერზე მინიმუმ სამი განსხვავებული ანგარიშით გადავიდა.
უმოქმედო ანგარიშები
როგორც ტვიტერის ანალიტიკის ხელსაწყო Tweetbeaver-მა აჩვენა, @IRAKLI22414771 დაახლოებით 70 საეჭვო ანგარიშის გამომწერია. ანგარიში ასევე მიჰყვება რამდენიმე პოლიტიკოსსა და ახალი ამბების გამოცემებს.
ამ ანგარიშების დიდი ნაწილი 2020 წლის იანვარსა და თებერვალშია შექმნილი. მათ იუზერნეიმებს რვანიშნა რიცხვები მოჰყვებათ, რაც ბოტებისთვის დამახასიათებელი ქცევაა. უფრო მეტიც, ტვიტერზე მათი აქტივობის მაჩვენებელი თითქმის ნულს უტოლდება, ასევე ნულთან მიახლოებულია მათი გამომწერების რაოდენობაც.
იმის გამო, რომ ამ ანგარიშებს უკიდურესად მინიმალური აქტივობები აქვთ, რთულია იმის განსჯა, თუ რა იყო მათი შექმნის მიზანი. თუმცა, შექმნის თარიღების ანალოგია, არააქტიურობა და ტვიტერის სახელების პატერნი ვარაუდის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ისინი ბოტების ახალი ქსელის "წარმომადგენლები" არიან.
გავლენის სურვილის მქონე ანგარიშების მიმდევრებად ბოტების ყოლა ტვიტერზე ჩვეულებრივი ამბავია, რომლებიც შემდეგ თავადაც ხდებიან მათი გამომწერები. ქმედება ცნობილია, როგორც ე.წ. followback. თეორიულად, ეს შეიძლება ხსნიდეს, თუ რატომ არის @IRAKLI22414771 ამ საეჭვო და უმოქმედო ანგარიშების გამომწერი. ამ დროისთვის, აღნიშნული ანგარიშები @IRAKLI22414771-ის ტვიტერის ანგარიშს არ იწერენ, რაც კიდევ უფრო აჩენს კითხვას, თუ რატომაა თავად @IRAKLI22414771 მათი გამომწერი.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სტატია მოამზადა DFRLab-მა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თარგმანი ეკუთვნის On.ge-ს. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან DFRLab და On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
გადახედვატრამპის ადმინისტრაცია ჰააგის სასამართლოს დასანქცირებას გეგმავს ტრამპის ადმინისტრაცია ჰააგის სასამართლოს დასანქცირებას გეგმავს
-
გადახედვასაქსტატი: მოსახლეობის აღწერის თვითრეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა საქსტატი: მოსახლეობის აღწერის თვითრეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა
-
გადახედვარიკარდ იოზვიაკი: ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს რიკარდ იოზვიაკი: ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს
-
-
გადახედვათინა ბოკუაჩავა: პაპუაშვილი ცრუობს, რომ დიპლომატიური კორპუსი არ მიიწვიეს, დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე თინა ბოკუაჩავა: პაპუაშვილი ცრუობს, რომ დიპლომატიური კორპუსი არ მიიწვიეს, დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე
-
გადახედვა100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ედვინ ჰაბლმა სხვა გალაქტიკების არსებობა დაამტკიცა 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ედვინ ჰაბლმა სხვა გალაქტიკების არსებობა დაამტკიცა
-
გადახედვააქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვამიხეილ სააკაშვილი: ხალხო, შევწყვიტოთ "ბალერინკობის" თამაში, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! მიხეილ სააკაშვილი: ხალხო, შევწყვიტოთ "ბალერინკობის" თამაში, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
-
-
გადახედვაპირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
-
გადახედვაპროკურორი: კადრებში მკაფიოდ ჩანს სამ პოლიციელზე თავდასხმა, ვითხოვთ პატიმრობას პროკურორი: კადრებში მკაფიოდ ჩანს სამ პოლიციელზე თავდასხმა, ვითხოვთ პატიმრობას
-
გადახედვაიოსელიანის ხელფასი 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა — შემდეგი წლიდან კი 13 000 ლარს გადააჭარბებს იოსელიანის ხელფასი 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა — შემდეგი წლიდან კი 13 000 ლარს გადააჭარბებს
-
გადახედვა"გაოცებული ვარ" — ლეონარდო დიკაპრიომ ქეით ვინსლეტი კომპლიმენტებით აავსო "გაოცებული ვარ" — ლეონარდო დიკაპრიომ ქეით ვინსლეტი კომპლიმენტებით აავსო
-
გადახედვაფაშინიანი: დამოუკიდებლობის დეკლარაცია გულისხმობს, რომ სომხეთს "არ შეუძლია არსებობა" ფაშინიანი: დამოუკიდებლობის დეკლარაცია გულისხმობს, რომ სომხეთს "არ შეუძლია არსებობა"
-
გადახედვაპაპუაშვილი განმარტავს, როგორ აირჩევა ახალი პრეზიდენტი პაპუაშვილი განმარტავს, როგორ აირჩევა ახალი პრეზიდენტი
-
გადახედვაიტალია და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლო განაჩენს, ნეთანიაჰუს დაკავებაზე, აღასრულებენ იტალია და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლო განაჩენს, ნეთანიაჰუს დაკავებაზე, აღასრულებენ
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი შალვა პაპუაშვილი: მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი
-
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: EU-ს რეზოლუციები აჩვენებს რამდენად არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე შალვა პაპუაშვილი: EU-ს რეზოლუციები აჩვენებს რამდენად არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე
-
გადახედვავოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა
კომენტარები