წინანდალში, რადისონის სასტუმროში ხანძარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება და ხანძარს უკვე აქრობენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, სასტუმროდან დამსვენებლები ევაკუირებულები არიან და დაშავებულების შესახებ ამ ეტაპისთვის ინფორმაცია არ აქვთ. უწყებაში ამბობენ, რომ სასტუმროში ძლიერი დაკვამლიანებაა.

On.ge-ს ინფორმაციით, ხანძრის დროს დაიწვა საუნა და მიმდებარე ტერიტორია.

ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია.