ქებაბ ჰაუსი, 112-ის ოპერატორი და დაკარგული ეკიპაჟი — რატომ ვერ იპოვეს მოწმე
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / პროკურატურა
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე ინციდენტის ღამეს 112-ში რეკავს, უხსნის ადგილმდებარეობას, თუმცა, როგორც ოპერატორი ეუბნება, საპატრულო ეკიპაჟი ვერ პოულობს.
7 ივლისს სამინისტრომ ზარის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ისმის, რომ ოპერატორი მისამართის დაზუსტებას ცდილობს:
"მცხეთაში ვარ, მცხეთა-მთიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მალე რომ მოხვიდეთ, შეიძლება?" — ეუბნება იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს და ამატებს, რომ ადგილზე, სადაც ინციდენტი მოხდა, არის ობიექტი "ქებაბ ჰაუსი". ოპერატორმა უთხრა, რომ მისამართი ეკიპაჟს უკვე გადასცა.
იაკობ ბრეგვაძე პირველი ზარის დასასრულს ოპერატორს მეორედ უმეორებს ლოკაციას:
"ბათუმიდან შემოსასვლელი გზა რომ არის მცხეთისკენ, მანდ არის, "ქებაბ ჰაუსი" აწერია. შეგიძლიათ ტელეფონით იპოვოთ".
დროის გაურკვეველი მონაკვეთის შემდეგ, 112 ისევ უკავშირდება ბრეგვაძეს და ამბობს, რომ "მის მიერ გადაცემული ლოკაცია ვერ იპოვეს".
"ქებად ჰაუსი", სწორად მესმის?" — დაწესებულების სახელს მცირე უზუსტობით ეუბნება ოპერატორი ბრეგვაძეს. ამის შემდეგ, ბიჭი დამატებით მანიშნებლად "არაგვის ხიდს" ახსენებს. ის ოპერატორს უხსნის, რომ მანამდე საპატრულო პოლიცია უკვე დაუკავშირდა პირობა მიიღო, რომ მასთან მივიდოდნენ.
"პოლიციამ დამირეკა და მითხრა რომ კაიო და რავიცი აბა, მოვა რო? არ ვიცი, ტიპები არიან არაგვის ხიდზე, რომლებიც არიან იდეაში დამნაშავეები, იმიტომ, რომ მანქანიდან გადმოვიდნენ და დაგვაყარეს, ასე რომ ვთქვათ".
მას შემდეგ რაც ბრეგვაძე იგებს, რომ საპატრულო ეკიპაჟი ჯერ კიდევ ვერ მივიდა მასთან, ოპერატორს სთხოვს, შეტყობინება გააუქმოს.
აუდიოზარის შინაარსი 7 ივლისს შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბოცვაძემაც მოჰყვა. მან თქვა, რომ იაკობ ბრეგვაძემ ზუსტი ლოკაცია ვერ დაასახელა და ახსენა "მცხეთა-მთიანების ტერიტორია" და "ერთ-ერთი გაუქმებული ობიექტის სახელწოდება", რაშიც, სავარაუდოდ, "ქებაბ ჰაუსი" იგულისხმა.
ამის შემდეგ მინისტრის მოადგილე ჩამოთვლის ოპერატორისა და საპატრულო ეკიპაჟის რეაგირების დეტალებს:
- "ოპერატორი ცდილობს, დააზუსტოს ინფორმაცია და ავტომატურ რეჟიმში აგზავნის საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის სამორიგეოში;
- ამავდროულად, პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ იაკობ ბრეგვაძის ადგილმდებარეობის დადგენას;
- [პატრულის თანამშრომლები] გადიან სავარაუდო მიმართულებაზე და ამავდროულად, უკავშირდებიან იაკობ ბრეგვაძეს ადგილის დაზუსტების მიზნით;
- ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და იძულებული ხდება ოპერატორი, ხელმეორედ დაუკავშირდეს ბრეგვაძეს და დააზუსტოს ლოკაცია".
უცნობია, რა დრო დასჭირდა ყველა ამ მოქმედებას და შეიძლებოდა თუ არა ამ პერიოდში კონფლიქტის დასრულება. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მეორე დამაზუსტებელი ზარი 112-ის ოპერატორის ინიციატივით განხორციელდა, რან დროსაც ბრეგვაძემ მას უთხრა, რომ ჩხუბი დასრულდა, ყველა წავიდა და შეტყობინება გააუქმოს.
მინისტრის მოადგილე ამატებს, რომ ამის მიუხედავად, 112 აზუსტებინებს ლოკაციას და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აგრძელებს იაკობ ბრეგვაძის ძებნას.
სად არის ქებაბ ჰაუსი?
Kebab house, იგივე ქაბაბის სახლი ღია ტიპის კაფეა, რომელიც იმ სამრეცხაოს გვერდით მდებარეობს, სადაც ხიდიდან გადმოსულ 6 ახალგაზრდას მანქანიდან გადმოსული პირები დაედევნენ. ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ამბობს, რომ სწორედ ამ ინციდენტს გაექცა და იქვე, კაფის სიახლოვეს მდებარე მიტოვებულ "მწვანესახურავიან" შენობას შეაფარა თავი.
ფოტოზე ზედხედით ჩანს მდინარე არაგვი, ხიდი, რომელიც ექვსმა ახალგაზრდამ ინციდენტამდე გაიარა, წითელსახურავიანი კაფე "ქებაბ ჰაუსი" და მწვანესახურავიანი მიტოვებული შენობა, რომელსაც ფოტოგრაფი, მისი თქმით, თავს აფარებდა.
კაფე "Kebab house" მარტივად იძებნება Google Maps-ის მეშვეობით, თუკი საძიებო ველში მივუთითებთ სიტყვებს "Kebab house Mtskheta", თუმცა უცნობია, 112-ის ოპერატორმა ან პატრულის ეკიპაჟის წევრმა, რამდენად სწორად გაიგეს ობიექტის ზუსტი დასახელება და რა მეთოდებით სცადეს მისი მოძებნა.
Google-ის რუკაზევე მიმაგრებულია კაფისა და მიმდებარე ტერიტორიის ფოტოები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს მიტოვებული შენობაც, სადაც, იაკობ ბრეგვაძის თქმით, იმალებოდა.
კაფის ტერიტორიაზე დგას ხე, სადაც დამაგრებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები. მიუხედავად მინისტრის მოადგილის მტკიცებისა, რომ მოწმემ 112-ის ოპერატორს "გაუქმებული ობიექტი" დაუსახელა, სწორედ ამ კაფის ვიდეოკამერამ დააფიქსირა ღამით მერსედესისა და შემდეგ უკვე ტოიოტა კამრის მარკის ავტომანქანიდან რამდენიმე ადამიანის გადმოსვლისა და ჩხუბის ამსახველი კადრები. ეს ვიდეომასალა პროკურატურამ გაასაჯაროვა.
On.ge ღიად დარჩენილ კითხვებზე პასუხისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში არ პასუხობენ კითხვებს, რა დრო გავიდა იაკობ ბრეგვაძესა და 112-ის ოპერატორის სატელეფონო კავშირებს შორის, საბოლოოდ, როგორ იპოვეს საქმის მნიშვნელოვანი მოწმე და იპოვეს თუ არა საერთოდ, რადგან ამ დრომდე არ ვიცით არც ის, ბრეგვაძე მცხეთიდან თბილისში წამოიყვანა მის მიერ გამოძახებულმა ეკიპაჟმა თუ შემთხვევით გაჩერებულმა. სამინისტროში ამ თემაზე დამატებით კომენტარზე უარი გვითხრეს. დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თქვა მხოლოდ ის, რომ საპატრულო ეკიპაჟმა შემთხვევის ადგილიდან ბრეგვაძე მას შემდეგ წამოიყვანა, რაც გამოძახება გაუქმებული იყო:
"ეკიპაჟი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე პოულობს ბრეგვაძეს, იგი განუმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაპირისპირებას, მონაწილე პირები უკვე წავიდნენ და ეკიპაჟს სთხოვს, თბილისამდე წაყვანას. საპატრულო ეკიპაჟის წევრები გარკვეულ კითხვებს უსვამენ და ეს ცალსახად გენერალური ინსპექციის გასარკვევია, რის შემდეგაც სვამენ იაკობ ბრეგვაძეს და მიჰყავთ თბილისში".
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ გიორგი იმალებოდა და ოჯახს მალე დაუბრუნდებოდა.
შსს აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ დადგინდება, ამით კი, შესაძლოა, საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალოს.
- რა ეტაპზეა შაქარაშვილის საქმის გამოძიება — შსს-ს განმარტება
- შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
- ჩვენებებს შორის სხვაობები არის, ეს საგამოძიებო მოქმედებებით უნდა შეფასდეს — ბორცვაძე შაქარაშვილის საქმეზე
- შაქარაშვილის საქმეს, შესაძლოა, კვალიფიკაცია შეეცვალოს და ბრალდება დამძიმდეს — შსს
-
Nike-ის პირველი გარბენი თბილისში — მორბენალთა ახალი საზოგადოების ისტორიის დასაწყისი Nike-ის პირველი გარბენი თბილისში — მორბენალთა ახალი საზოგადოების ისტორიის დასაწყისი
-
რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ
გადახედვა
-
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს
გადახედვა
-
სევდის გადადების ხელოვნება, ანუ როგორ ვკარგავთ ბედნიერების უნარს მოჩვენებითი სიმშვიდის სანაცვლოდ სევდის გადადების ხელოვნება, ანუ როგორ ვკარგავთ ბედნიერების უნარს მოჩვენებითი სიმშვიდის სანაცვლოდ
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია? ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია?
-
ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო" ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო"
გადახედვა
-
ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა
გადახედვა
-
რას ცვლის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების და ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა? რას ცვლის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების და ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა?
გადახედვა
-
ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს
გადახედვა
-
გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი
-
"ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს "ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება 100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება
გადახედვა
-
მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის
გადახედვა
-
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია
-
2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა 2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა
გადახედვა
-
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
-
რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა? რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
გადახედვა
-
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს 4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს



კომენტარები