როგორ იმუშავებს ონლაინ ბაღი, რომელიც საქართველოს ბანკმა ფელიქსთან ერთად შექმნა
უკვე რამდენიმე თვეა, მთელი მსოფლიო ერთ დიდ ექსპერიმენტში ცხოვრობს, კერძო სექტორი კი გამოწვევებთან გასამკლავებლად ახალ-ახალ გზებს ეძებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბავშვების აღზრდა და მათ განვითარებაზე ზრუნვა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოა მსოფლიოში, რომლის შესრულებაც მშობლებს არსებული სამსახურის პარალელურად უწევთ.
პანდემიამ დასაქმებული მშობლები დააფიქრა, ერთ მხარეს საქმეები და მეორე მხარეს კი — შვილები, რომელთაც ყურადღება, გართობა და განვითარება სჭირდებათ. ბაღების გარეშე კი პატარებს მხოლოდ ეკრანები რჩებათ თავის შესაქცევად. სწორედ ამ მიზეზის გამო, რათა თანამშრომელთა ბავშვებისთვის გასართობი აქტივობები შეეთავაზებინა, საქართველოს ბანკმა ახალი ინიციატივის განხორციელება დაიწყო, რაც ბანკის თანამშრომლების შვილებისთვის ონლაინ ბაღის შეეთავაზებას გულისხმობს.
ბაღი ონლაინ, შიდა საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace-ზე იფუნქციონირებს, რომელიც საქართველოს ბანკმა 2019 წელს გამჭვირვალობის, ღიაობის, ნაკლები ბიუროკრატისა და მეტი ეფექტურობის მიზნით დანერგა.
როგორ იმუშავებს ონლაინ ბაღი?
ფოტო: TushiT
იდეის გაჩენის შემდეგ ბანკმა პირველ რიგში, საქმიანი პარტნიორის მოძებნა დაიწყო. ამ პროექტისთვის ბაღი ფელიქსი შეარჩიეს, რომელიც 15-მდე კვალიფიციურ აღმზრდელს აერთიანებს.
ფელიქსის მშობლებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანიკო გვიყვება, რომ პანდემიამ ფელიქსის გუნდს ახალი გამოწვევები გაუჩინა, თუმცა ბაღი ონლაინ ფორმატზე მალევე გადაეწყო, რაშიც მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.
"ჩვენ უმეტესად თამაშით ვასწავლით; ჩვენი აღსაზრდელები 3-დან 6 წლამდე ბავშვები არიან და ყველა აქტივობა, რაც მათთვის არის გაწერილი, თამაშის ელემენტს მოიცავს. ონლაინ ფორმატი ბავშვებისთვისაც ახალი იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ არ დაგვეკარგა მათთან კავშირი და არ ჩამორჩენილიყვნენ გარკვეულ აქტივობებში, რადგან ამ ასაკში მუდმივი კომუნიკაცია და თამაში უმნიშვნელოვანესია".
სალომე ყუფარაძე საქართველოს ბანკის თანამშრომელია და ბაღის ასაკის ბავშვი ჰყავს. სხვა მშობლებივით, მასაც უნდა, რომ მისი შვილი მეტად იყოს ჩართული საინტერესო აქტივობებში:
"მოხარული ვარ, რომ ბანკმა თანამშრომლებისთვის ასეთი ინიციატივის განხორციელება დაიწყო. მაშინ, როდესაც პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობთ და სახლში ყოფნის მიუხედავად ვერ ვატარებთ ბავშვებთან საკმარის დროს, ონლაინ ბაღი დაგვეხმარება ჩვენი შვილების განვითარებაში, მათთვის საინტერესო აქტივოებში ჩართვაში. პროგრამას გადავხედე და საკმაოდ საინტერესო, დატვირთული და ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულია. სასიამოვნოა, როცა დამსაქმებელი ზრუნავს თანამშრომლის კომფორტზე და პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევების გადაწყვეტას გთავაზობს", — ამბობს სალომე.
ფელიქსი ინდივიდზე ორიენტირებული მიდგომით ასწავლის, რაც გულისხმობს ბავშვის შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებას სწავლების პროცესში. ბაღი ბავშვებს საგანმანათლებლო, გასართობ და გამაჯანსაღებელ აქტივობებს ონლაინ რეჟიმში, ყოველ სამუშაო დღეს შესთავაზებს.
- 3-დან 6 წლამდე ბავშვები ყოველდღე, დღეში 1,5 საათით ჩაერთვებიან ზუმში;
- ჩართვები დატვირთული იქნება როგორც ფიზიკური, ასევე სახალისო-საგანმანათლებლო აქტივობებით;
- ცხრილსა და ზუმის ბმულებს მშობლები წინასწარ მიიღებენ, სპეციალურად ამ ონლაინ ჩართვებისთვის შექმნილ ჯგუფში.
ასე რომ, ონლაინ ბაღის მეშვეობით მშობლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ — სანამ ისინი მუშაობენ, მათ პატარებზე პროფესიონალი აღმზრდელები იზრუნებენ.
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები