ჰოლივუდის ახალ ფილმში მონაწილეობას ჰუმანოიდი რობოტი მიიღებს
ახალი, 70-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმში, B, მთავარ როლს ჰუმანოიდი რობოტი ერიკა ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ფილმზე მუშაობა ახალი დაწყებულია და მას ჯერ რეჟისორიც კი არ ჰყავს. ამის მიუხედავად, მისადმი უკვე გამორჩეული ინტერესი გაჩნდა, რადგან ტრადიციულად ადამიანურ რესურზე დამოკიდებულ ინდუსტრიაში რობოტისთვის სამსახიობო როლის მინიჭება მართლაც უპრეცედენტო ფაქტია.
თუმცა, რადგან ერიკა ფილმშიც რობოტის როლს შეასრულებს, ალბათ უფრო მართებული იქნება იმის თქმა, რომ ის მსახიობთა გუნდის წევრის ნაცვლად სპეცეფექტების განყოფილების ნაწილი უფროა. მაგრამ მისი შემქმნელების თქმით, რობოტს სახის სხვადასხვა გამომეტყველების მიღება შეუძლია და გარკვეული სამსახიობო უნარებითაცაა აღჭურვილი.
"ხშირად თამაშის დროს მსახიობები როლში საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს დებენ. ამის საპირისპიროდ, ერიკას ცხოვრებისეული გამოცდილება საერთოდ არ აქვს, იგი პირდაპირ როლისთვის შექმნეს. ჩვენ მისი მოძრაობებისა და ემოციების კონტროლი მოგვიწია, მაგალითად, მოძრაობის სიჩქარის, საუბრის და სხეულის ენის", — განაცხადა პროდიუსერმა სემ ხოსემ.
ერიკას სამსახიობო დებიუტი ბევრად ადრე და სხვა ფილმისთვის დაიგეგმა, თუმცა განრიგთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო თანამშრომლობა ვერ შედგა.
ამჯერად კი ერიკას ფილმში, b, მალე ვიხილავთ: პროდიუსერებმა მისი სცენების გარკვეული ნაწილი უკვე გადაიღეს და იმედი აქვთ, რომ გადაღებებს მომდევნო წელს დაასრულებენ, მას შემდეგ, რაც ისეთ ნიუანსურ დეტალებს მოაგვარებენ, როგორიც რეჟისორისა და ადამიანი მსახიობების შერჩევაა.
კომენტარები