მუხლებზე დაჩოქილს ვერც კადიროვი და ვერც ვერავინ მნახავს — გაბუნია
მთავარი არხის ტელეწამყვანი, გიორგი გაბუანია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვის მუქარას გამოეხმაურა და აცხადებს, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს და მისი პოზიცია უცვლელია. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"კადიროვს შემიძლია ვუთხრა ერთი რამ, რომ ჩემი პოზიცია არ იცვლება. ვფიქრობ ზუსტად იმას, რასაც ვფიქრობდი აქამდე მის ძვირფას პუტინზე. უარესსაც ვფიქრობ. არ მეშინია, ბოდიშის მოხდაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, მუხლებზე დაჩოქება და ა.შ, ხო სასაცილოა. მუხლებზე დაჩოქილს ვერც კადიროვი და ვერც ვერავინ ვერასდროს ვერ მნახავს. მოუწევს ამისთვის ჩემი მოკვლა და მერე შეუძლია ჩემი გვამი მართლა დააჩოქოს. ცოცხალს მუხლებზე დაჩოქილს ვერ მნახავს ვერც კადიროვი და ვერც პუტინი", — განაცხადა გაბუნიამ.
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე
15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო. გვარამია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქმე საქართველოს გადმოსცეს, ქართულმა მხარემ ეს "დიდი ლობის" პროვოკაციად ჩათვალა.
"ჩვენი ინფორმაციით, იყო რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აკონტროლებდა მარშრუტს პირველ საფეხურზე. მოძრაობის დადგენის შემდეგ, მეორე საფეხურზე იყო შემოსული ქილერი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა, ასე ვთქვათ... ის, რასაც ქილერები ახორციელებენ ზოგადად და ის, რაც იყო დაგეგმილი", — თქვა გვარამიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე ეხება თუ არა მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციას.
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეს გამოეხმაურა რამზან კადიროვიც. როგორც მან განაცხადა, თუ ვინმე მისი დავალებით იმოქმედებს, "მას შეასრულებს". განცხადება მან ტელეგრამის მეშვეობით გაავრცელა. ამასთან ის გაბუანის კიდევ ერთხელ დაემუქრა და პუტინის გინებისთვის "მუხლებზე დაჩოქება" და "ბოდიშის მოხდა" მოითხოვა.
გაბუნიას გინება პირდაპირ ეთერში — რა მოხდა
2019 წლის ივლისში, გიორგი გაბუნიამ, რომელიც მაშინ რუსთავი 2-ზე მუშაობდა, პირდაპირ ეთერში წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. ამ ყველაფერს ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე". რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს "ამ ქცევის" შეფასება სთხოვა.
პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ გაბუნიას დაპატიმრება მოითხოვა და ამისთვის მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართა.
გინებას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაშიც. ოკუპანტ ქვეყანაში წამყვანის ქცევა პროვოკაციად შეაფასეს. დუმის დეპუტატები ჟურნალისტის სამართლებრივ დასჯას და მის რუსეთში ექსტრადირებას ითხოვდნენ. განცხადება გააკეთა პუტინმაც და თქვა, რომ "ასეთი ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დიდი პატივია".
"ვიღაც გამოვიდა, რაღაც წამოროშა, საკუთარი თავის რაღაცად წარმოსაჩენად. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა ყველა მასზე ლაპარაკობს", — თქვა პუტინმა გაბუნიაზე.
ბოდიშის მოხდა და დევნის დაწყება კი ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მოითხოვა. მან გაბუნიას გადამალვა ურჩია, "რადგან მსოფლიოში არის მილიონობით ახალგაზრდა, რომელთაც უყვართ პუტინი" და "პირველივე შემხვედრი გაუკეთებს მას იმას, რაც დაიმსახურა".
-
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
-
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones?
-
ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს? ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს?
გადახედვა
-
ფერედალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ახალი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო ფერედალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ახალი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო
გადახედვა
-
"მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს "მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს
გადახედვა
-
ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს? ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს?
გადახედვა
-
საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება" ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება"
გადახედვა
-
გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა
გადახედვა
-
ჰანტავირუსს საკრუიზო გემზე 3 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით ახალ ვირუსზე? ჰანტავირუსს საკრუიზო გემზე 3 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით ახალ ვირუსზე?
გადახედვა
-
ერევანში ზელენსკისთვის ტრიბუნის დათმობის შემდეგ, სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს ერევანში ზელენსკისთვის ტრიბუნის დათმობის შემდეგ, სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
გადახედვა
-
IOC-მა ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა IOC-მა ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების. ...არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს შალვა პაპუაშვილი: იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების. ...არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება "ცარიელი ფურცლიდან" არ იწყება ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება "ცარიელი ფურცლიდან" არ იწყება
გადახედვა
-
ოქროს გლობუსმა AI-ის გამოყენების წესები დაადგინა ოქროს გლობუსმა AI-ის გამოყენების წესები დაადგინა
გადახედვა
-
რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დატოვა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ
გადახედვა
-
"მე ჩავჯდები, თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ" — ხარება სპეცრაზმელების დაკავებაზე "მე ჩავჯდები, თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ" — ხარება სპეცრაზმელების დაკავებაზე
გადახედვა
-
ქართველი ოპოზიციონერი ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს, სონეტა კოლტერს შეხვდნენ ქართველი ოპოზიციონერი ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს, სონეტა კოლტერს შეხვდნენ
გადახედვა
კომენტარები