"ერთ-ერთი" ისევ დეფისით იწერება — გაიგეთ მეტი
ფეისბუქის მომხმარებლები რამდენიმე დღეა მსჯელობენ, უნდა იწერებოდეს თუ არა "ერთ-ერთი" დეფისით. პოპულარული მოსაზრების მიხედვით, სიტყვა ერთად უნდა იწერებოდეს, რადგან ორ-ორისა და სამ-სამისგან განსხვავებით, წყვილს არ გამოხატავს.
თავდაპირველად ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, რუსიკო კობახიძემ დაწერა, რომ "ერთ-ერთის" მართლწერა იცვლებოდა და სიტყვა ამიერიდან ერთად დაიწერებოდა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საჯარო მოხელის ორთოგრაფიული ლექსიკონის ელექტრონულ ვერსიაში ტექნიკური შეცდომა გაიპარა და სინამდვილეში, "ერთ-ერთი" კვლავ დეფისით იწერება. ინფორმაცია ამის შესახებ სულაკაურის გამომცემლობის რედაქტორმა და ფილოლოგმა, ანა ჭაბაშვილმა გაავრცელა.
როგორც საჯარო მოხელის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონის რედაქტორმა, თამარ ვაშაკიძემ გვითხრა, ბეჭდურ ვერსიაში სწორი, დეფისიანი ვერსიაა აღნიშნული:
"ერთ-ერთი ყოველთვის იწერებოდა დეფისით, გაორკეცებული სახელია და არც დამდგარა ჩემ წინაშე ეგ საკითხი, რომ გამეერთიანებინა. ტრადიციულად, სწორი ფორმა არის დეფისიანი, ამიტომ არ დგას ეს საკითხი".
ლექსიკონის ერთ-ერთმა შემდგენელმა, თიკო ბურჭულაძემ ფეისბუქზე წიგნიდან სურათი გამოაქვეყნა იმის საილუსტრაციოდ, რომ ლექსიკონის ბეჭდური ვერსიის მიხედვით, "ერთ-ერთი" დეფისით იწერება. თუმცა მან დასძინა, რომ საკითხი აუცილებლად გადაიხედება:
"წელს ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება მუშაობს კომპოზიტთა ნორმებზე და, ცხადია, ეს საკითხი გადაიხედება და განიხილება. ვნახოთ, ახალი ნორმის შემუშავების შემდეგ რას დაამტკიცებს სამეცნიერო საბჭო და შემდეგ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. ასე რომ, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა".
ბურჭულაძე დასძენს, რომ საჯარო მოხელის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონის საიტზე ხარვეზი მალე გასწორდება.
ჩვენთან საუბრისას, თამარ ვაშაკიძემ ის პროცედურები განმარტა, რომელიც ენაში მართლწერის ცვლილებას უძღვის წინ. მისი სიტყვებით, თავდაპირველად გადაწყვეტილებას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო იღებს, ხოლო ამის შემდეგ კი ცვლილება ექსპერტთა საბჭოს კომისიაზე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტში განიხილება.
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

კომენტარები