ხერხემლიანთა 500-ზე მეტ სახეობას გადაშენება ემუქრება
როგორც ირკვევა, 500-ზე მეტი ხერხემლიანი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გადაშენებათა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
მკვლევრებმა 515 ხერხემლიანის იდენტიფიცირება მოახერხეს, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან. უახლოეს წლებში კი, გადაშენების საფრთხე მილიონ სახეობას დაემუქრება.
თითოეული მათგანის გაქრობამ კი, შესაძლოა, დომინოს ეფექტი იქონიოს და უფრო მეტი სახეობის გადაშენებას დაუდოს საფუძველი.
"ჩვენ უკვე დიდი ხანია, რაც ცალკეული სახეობების გადაშენების საფრთხის წინაშე აღარ ვდგავართ, რომელიც ადამიანთა უმეტესობას არც კი აინტერესებს, ჩვენ ახლა სახეობათა მასიური განადგურების მომსწრენი ვართ", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა ტიერა ქერიმ.
მკვლევართა თქმით, ყოველი ცოხველის გადაშენების დროს საფრთხე ადამიანებსაც ემუქრებათ.
"ამჟამინდელი მასიური გადაშენებით გამოწვეული კრიზისი ერთ-ერთი ისეთი პრობლემაა, რომელიც გარდაუვალია. როდესაც სახეობა გადაშენდება, მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია", — განაცხადა კვლევის ავტორმა ჟერარდო სებალოსმა.
კვლევა პირველ ივნისს, ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები