ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე
დღეს 19:00 საათზე თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი გერმანელი რეჟისორის, მარგარეტე ფონ ტროტას ფილმით, "როზა ლუქსემბურგით" გაიხსნება. მარგარეტე ფონ ტროტა სექციის "რეჟისორი ფოკუსში" სტუმარია. კინოფესტივალის მთავარი თემა წელს პოლიტიკა იქნება. სექცია Bios Politikos (პოლიტიკური ცხოვრება) მაყურებელს ზოგად წარმოდგენას შეუქმნის "პოლიტიკურის" თანამედროვე შინაარსის შესახებ. სექციაში გაერთიანებულია როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. შერჩეული 10 ფილმი არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ დაძაბულობას, ყოველდღიურ ცხოვრებას, პოლიტიკის სხვა სფეროებთან გადაკვეთასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება.
ფესტივალზე საერთო ჯამში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასზე მეტი ფილმი იქნება წარმოდგენილი, თუმცა, ცხადია, რომ ყველა მათგანზე მოხვედრას ვერ მოახერხებთ, ამიტომ კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი პროგრამას და ძალიან ბევრი საინტერესო ფილმიდან ყველაზე საინტერესოები ამოვარჩიე.
ბებო ცეკვავს მაგიდაზე
ეინი 13 წლისაა. ის საზოგადოებისგან გარიყულად იზრდება თავის სასტიკ მამასთან ერთად, რომელიც შვილს გვერდიდან არ იშორებს. ის ყველა ხერხით არწმუნებს შვილს, რომ ადამიანები ბოროტები არიან და ყველაფერი, რაც სექსუალობასთან და ზრდასრულობასთანაა დაკავშირებული, სახიფათოა. ულმობელი დამოკიდებულება, რომლის მსხვერპლიც ეინი ხდება, მას ეგოს ნაწილს აკარგვინებს, მაგრამ ბუნების ძალებთან ურთიერთობისა და უშრეტი წარმოსახვის წყალობით მოზარდი საკუთარ სამყაროს ქმნის. ეინის ბებიის ისტორია ანიმაციური გაგრძელების საშუალებითაა მოთხრობილი და მასში სინამდვილე და წარმოსახვა, წარსული და აწმყო ერთმანეთს უკავშირდება.
გარიჟრაჟის წინ: შტეფან ცვაიგი ამერიკაში
ფილმი მოგვითხრობს სახელგანთქმული გერმანულენოვანი მწერლის, შტეფან ცვაიგის გადასახლების ისტორიას. ეს არის ამბავი მეორე მსოფლიო ომის ხანის გერმანიის, მწერლის შინაგანი ბრძოლასა და ახალ მსოფლიოში საკუთარი ადგილის ძიების შესახებ.
ჰანა არენდტი
ფილმში აღწერილია ჰანა არენდტის ცხოვრების ოთხი წელი (1960-64), რომლის განმავლობაშიც ის ნაცისტი სამხედრო კრიმინალის, ადოლფ აიჰმანის სასამართლო პროცესს აკვირდებოდა. ჰანა ცდილობს საკუთარი ნაშრომი და იდეები მოწინააღმდეგეებისგან დაიცვას. რთული მორალური განხილვების ფონზე მაყურებელი თვალს ადევნებს ებრაელი ქალის ცხოვრებას, რომელიც ნაცისტური გერმანიიდან 1933 წელს გაიქცა.
უკანასკნელი ოჯახი
ბექსინსკი არაქნოფობიით შეპყრობილი ჯენტლმენია. მძაფრი სექსუალური ფანტაზიებისა და თავზარდამცემი დისტოპიური ნამუშევრების მიუხედავად, ის ოჯახის კაცია, რომელსაც შვილის, ცოლისა და მოხუცი მშობლებისთვის ყოველივე საუკეთესო უნდა. ბექსინსკი ყოველდღე ხატავს და ნელ-ნელა თანამედროვე ხელოვანის ტიტულს იმკვიდრებს. მისი მორწმუნე ცოლი ზოფია ცდილობს, ოჯახის ერთიანობა შეინარჩუნოს, მაგრამ მოუსვენარი შვილი თომაში მშობლებს ნამდვილ განსაცდელად მოევლინება - სასტიკი ახირებებითა და თვითმკვლელობის მუქარით. მას მუდმივად სჭირდება ზედამხედველობა, რომ თავს რაიმე არ დაუშავოს. ფილმი ოჯახური ურთიერთობების სირთულეზეა.
ტონი ერდმანი
მამა საზღვარგარეთ წასულ შვილს გაუფრთხილებლად ესტუმრება. მას სჯერა, რომ შვილმა იუმორის გრძნობა დაკარგა და ამიტომაც, ხუმრობების კასკადით ცდილობს მის გაოცებას.
მე, დენიელ ბლეიკი
59 წლის დენიელ ბლეიკი მთელი ცხოვრება დურგლად მუშაობდა ნიუკასლში. ტრავმის შემდეგ მას ცხოვრებაში პირველად სჭირდება დახმარება სახელმწიფოსგან. ბიუროკრატიასთან ბრძოლის პროცესში დენიელი მარტოხელა დედასა და მის შვილებს გაიცნობს. ქეითს, რომელიც მანამდე ლონდონის უსახლკაროთათვის განკუთვნილ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, ძალიან უჭირს შვილებზე მატერიალური ზრუნვა. ადამიანური მეგობრობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ეს ისტორია მაყურებელზე შოკისმომგვრელად მოქმედებს.
ლუი მეთოთხმეტის სიკვდილი
ნადირობიდან დაბრუნებული ლუი XIV გაუსაძლის ტკივილს გრძნობს ფეხში. ორი კვირის შემდეგ ის ვერსალში ლოგინად ჩავარდება. ამით იწყება ხანგრძლივი ტანჯვის პროცესი სიკვდილამდე. მეფემ მემკვიდრის შერჩევაზეც უნდა იზრუნოს, რასაც მისი გარემოცვა ართულებს. ავადმყოფს გარს ახვევიან ერთგული მიმდევრები: ექიმი, მისი საყვარელი მარკიზ დე მონტენონი, ქირურგი და მსახურთუხუცესი.
მერწყული
65 წლის ქვრივი, პენსიაზე გასული მუსიკალური კრიტიკოსი კლარა შეძლებულ და ტრადიციულ ოჯახში დაიბადა. ის 1940-იან წლებში აშენებული ორსართულიანი შენობის უკანასკნელი მცხოვრებია ზღვისპირა დაბაში, რომელიც ერთ დროს მაღალი წრის ადამიანებით იყო დასახლებული. ირგვლივ ყველა ბინა უკვე შეისყიდა კომპანიამ, რომელსაც განვითარების საკუთარი ხედვა აქვს. კლარა პირობას დებს, რომ სახლს არ დატოვებს და მზად არის, ცივი ომი გამოუცხადოს კომპანიას - ეს არის დაპირისპირება, რომელსაც მასში ჩართული მხარეების ენერგია და ნერვები მიაქვს.
ანას ცხოვრება
"ანას ცხოვრება" ახალგაზრდა მარტოხელა დედაზე მოგვითხრობს, რომელსაც აუტიზმით დაავადებული შვილის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების იმედი აქვს. ის გადაწყვეტს, რომ სამუშაოს საძებნელად შეერთებულ შტატებში წავიდეს, თუმცა საელჩო ვიზას არ აძლევს. ანა რისკზე მიდის და სახლს ყიდის. ის ფულს უცხო პირს აძლევს, რომელიც პირდება, რომ ფულის სანაცვლოდ ვიზის მიღებაში დაეხმარება. როგორც მოსალოდნელი იყო, მამაკაცი ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდება და ანას ცხოვრება თავდაყირა დგება.
სხვისი სახლი
ორი ოჯახი ფიზიკურად გადაურჩა ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ სამოქალაქო ომს. ისინი გამარჯვებულების მხარეს არიან და დამარცხებულების მიერ ნაჩქარევად დატოვებულ სახლებს ისაკუთრებენ. თუმცა, ახალი ცხოვრების დაწყება არც ისე მარტივია. ომი ყოველდღიურობაშიც გრძელდება.
მასწავლებელი
1980-იანი წლების დასაწყისი, ჩეხოსლოვაკია. დაწყებითი სკოლის დირექტორი საგანგებო მშობელთა კრებას იწვევს. ბრალდებული ერთი შეხედვით გულთბილი, კეთილი და სანდომიანი მასწავლებელი, ქალბატონი დრაზდეჰოვაა. მას ბრალად ედება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება საკუთარი კეთილდღეობისთვის, რაშიც სხვადასხვა ნივთების შეკეთება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და სასიყვარულო ურთიერთობები იგულისხმება.
საფარი
აფრიკა. ველურ სივრცეებში, სადაც ტყის ანტილოპები, იმპალები, ზებრები, გნუები და ათასობით სხვა არსებები სარჩოს ძიებაში არიან, გერმანელი და ავსტრიელი მონადირე ტურისტები შვებულებას ატარებენ. ისინი ფრთხილად გადაადგილდებიან, იცდიან, მისდევენ თავიანთ მსხვერპლს, მღელვარებისგან ქვითინებენ და ნანადირევის ფონზე პოზირებენ. ფილმი ცხოველებზე ნადირობისა და ადამიანთა ბუნების შესახებ მოგვითხრობს.
უცნობი გოგონა
ახალგაზრდა პრაქტიკოსი ექიმი ჟენი თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ პრაქტიკის დროს კარი არ გაუღო გოგონას, რომელიც მოგვიანებით მკვდარი იპოვეს. როდესაც პოლიციისგან შეიტყობს, რომ გოგონას ამოცნობას ვერ ახერხებენ, ჟენი მიზანს დაისახავს: მან უნდა დაადგინოს გოგონას სახელი, რომ ის ანონიმურად არ დაკრძალონ და ისე არ გაქრეს, თითქოს ამქვეყნად არასოდეს უცხოვრია.
პირადი მყიდველი
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ამერიკელ ქალზე, მორინზე, რომელიც პარიზში ცხოვრობს და ცნობილი ადამიანისთვის, კირასთვის ყიდულობს მოდურ ტანსაცმელს. მორინს სულებთან კავშირის უნარიც აქვს, თავისი ტყუპისცალი ძმის, ლუისის მსგავსად, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ცოტა ხანში, მორინი ორაზროვან შეტყობინებებს იღებს უცნობი წყაროდან.
24 კვირა
ბერაჰედის ახალი ფილმი მოგვითხრობს იმ დილემის შესახებ, რომლის წინაშეც ექვსი თვის ფეხმძიმე ქალი აღმოჩნდება. ის შეიტყობს, რომ მისი ჯერ კიდევ მუცელში მყოფი შვილი დაუნის სინდრომითაა დაავადებული და გულის სერიოზული დეფექტი აქვს. აირჩევს თუ არა ის დაგვიანებულ აბორტს? როგორ უნდა მიხვდნენ ის და მისი მეუღლე, მათ შვილს ნორმალური ცხოვრება ექნება თუ დაიტანჯება? ქალი ხვდება, რომ მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებას უნდა დაეყრდნოს.
ბოლო ზარი
49 წლის ექიმი რომეო ალდეა, რომელიც ტრანსილვანიის მთებში ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს, ქალიშვილს იმ იდეით ზრდის, რომ მან სრულწლოვანების შემდეგ უცხოეთში უნდა ისწავლოს. გეგმა ასრულებასთან ახლოსაა - ელიზა სტიპენდიას იღებს ბრიტანეთში ფსიქოლოგიის დასაუფლებლად. მიზნის მისაღწევად ბოლო გამოცდებიღაა ჩასაბარებელი. პირველ წერით გამოცდამდე ერთი დღით ადრე ერთი ინციდენტი ელიზას წასვლაში ხელს უშლის. რომეომ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოძებნოს.
ბრძოლა ალჟირისთვის
საფრანგეთის უცხოური ლეგიონი ვიეტნამში დამარცხდა და თავისი ძალაუფლების დამტკიცების სურვილი გაუჩნდა. ალჟირელები თავისუფლებისთვის იბრძვიან. ეს ორი ძალა ერთმანეთს ეჯახება. ფრანგები აწამებენ ადამიანებს, ალჟირელები კი მაღაზიებს აფეთქებენ. ფილმში ომის მთელი სიბინძურეა ნაჩვენები, რომელიც მონაწილე მხარეებს ღირსებას აკარგვინებს.
მომავალი
ნატალი ფილოსოფიას ასწავლის პარიზის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში. ის ცდილობს დრო ყველაფრისთვის იპოვოს: ოჯახისთვის, მესაკუთრე დედისთვის, საყვარელი საქმისთვის და ყოფილ სტუდენტებთან ურთიერთობისთვის. ერთ დღეს მას ქმარი გამოუცხადებს, რომ სხვა ქალი შეუყვარდა. ნატალიმ თავისთვის ახალი ცხოვრება უნდა გამოიგონოს.
ამერიკული ღამე
ფრანსუა ტრიუფოს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი საოჯახო დრამის გადაღების პროცესზე მოგვითხრობს. ნამუშევარს „გაიცანით პამელა“ ჰქვია და ერთგვარი თვითორინიაა ტრიუფოს ფილმებზე, რომელთაც არანაკლებ ჩახლართული სიუჟეტები აქვთ. მძაფრი მოვლენები არა მხოლოდ კადრში, არამედ კადრს მიღმაც ვითარდება. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი ოჯახური პრობლემების გამო ხშირად სვამს. მეორე მსახიობი ემოციურად გაუსწონასწორებელია. მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი სიმშვიდეს კარგავს, როცა ასისტენტ გოგოსთან მისი ხანმოკლე რომანი დასასრულს უახლოვდება. ამ ყველაფერს ფილმის გადაღებასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემებიც ემატება.
ქალი, რომელიც წავიდა
ჰორასია სომოროსტრო, რომელიც სასჯელს ჩაუდენელი დანაშაულის გამო იხდიდა, ციხიდან გამოდის. ის შეიტყობს, რომ ამ ხნის განმავლობაში მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა: ქმარი გარდაიცვალა, ხოლო ერთ-ერთი შვილი დაკარგულია. მისთვის სამართლიანობა სულაც არაა აღდგენილი, რადგან მაღალი წრე ისევ ბოროტად სარგებლობს საკუთარი პრივილეგიებით. ეს შეხედულება ჰორასიას კიდევ უფრო უმყარდება მას შემდეგ, რაც აღმოაჩენს, რომ მისი დაპატიმრება მდიდარი ყოფილი საყვარლის, როდრიგო ტრინიდადის მოწყობილია. ქალი შურისძიების დაგეგმვას იწყებს.
თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ასე რომ, აუცილებლად გამონახეთ დრო და არ გამოაკლდეთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენას საქართველოში.
-
თბილისის აეროპორტი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს თბილისის აეროპორტი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები
გადახედვა
-
მარინ ლე პენს თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შეუმცირეს — ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს მარინ ლე პენს თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შეუმცირეს — ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს
გადახედვა
-
POG: ფაშისტური იდეოლოგიური დაჯგუფების ორგანიზატორ არასრულწლოვანს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა POG: ფაშისტური იდეოლოგიური დაჯგუფების ორგანიზატორ არასრულწლოვანს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ალექსანდრ ვუჩიჩი: ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე პრემიერმინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან ალექსანდრ ვუჩიჩი: ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე პრემიერმინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა
გადახედვა
-
რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა
გადახედვა
-
პოლ მაკარტნიმ Beatles-ის სიმღერა 60 წლის შემდეგ პირველად, ტეილორ სვიფტის ქორწილში შეასრულა პოლ მაკარტნიმ Beatles-ის სიმღერა 60 წლის შემდეგ პირველად, ტეილორ სვიფტის ქორწილში შეასრულა
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, დედამიწის "კვაზი-თანამგზავრი" ახლოდან გადაიღეს ისტორიაში პირველად, დედამიწის "კვაზი-თანამგზავრი" ახლოდან გადაიღეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტი სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია თეგეტა გრინ პლანეტი სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
-
ტერაბანკში ახალი და არსებული მომხმარებლებისთვის USD და GBP ვალუტებში საერთაშორისო გადარიცხვებზე სპეციალური პირობები მოქმედებს ტერაბანკში ახალი და არსებული მომხმარებლებისთვის USD და GBP ვალუტებში საერთაშორისო გადარიცხვებზე სპეციალური პირობები მოქმედებს
-
ლითიუმის დაბალი დოზა ალცჰაიმერის პროგრესირების შენელებაში შეიძლება დაგვეხმაროს ლითიუმის დაბალი დოზა ალცჰაიმერის პროგრესირების შენელებაში შეიძლება დაგვეხმაროს
გადახედვა
-
საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება: დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის [NATO-ს] პოლიტიკური დღის წესრიგიდან საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება: დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის [NATO-ს] პოლიტიკური დღის წესრიგიდან
გადახედვა
-
გორში ველოსიპედით დაშავებულ 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა — ოჯახი პასუხისმგებლობას კლინიკას აკისრებს გორში ველოსიპედით დაშავებულ 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა — ოჯახი პასუხისმგებლობას კლინიკას აკისრებს
გადახედვა
-
დამასკოში, ემანუელ მაკრონის ვიზიტისას, აფეთქება მოხდა — დაშავდა 18 ადამიანი დამასკოში, ემანუელ მაკრონის ვიზიტისას, აფეთქება მოხდა — დაშავდა 18 ადამიანი
გადახედვა
-
20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი წარედგინა 20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი კიევთან მოკლული იპოვეს მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი კიევთან მოკლული იპოვეს
გადახედვა
-
სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს
გადახედვა
-
ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი
გადახედვა
-
შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე გააძევეს შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა

კომენტარები