თინა ბოკუჩავა

29 May. 2020, 15:31

მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერმინისტრად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, ამ დროშის მიმართ კი არ არის, ამ გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა. შემდეგ კი ამის გაპროტესტებისთვის თქვენი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი.

ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. ამას არ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ, კარგ მომავალს. თქვენ არ გიმსახურებენ ბატონო გახარია ჩვენი ახალგაზრდები. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებთ.

ეს კარგად დაიმახსოვრეთ. თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ