ამირან გამყრელიძე

28 May. 2020, 19:03

ლუგართან დაკავშირებით, რუსების გაღიზიანების ძირითადი საბაბი გახლავთ ის, საქართველოს მთავარი პარტნიორი რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატები და არა რუსეთი.

დიახ, ბატონებო! ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ნომერ პირველი პოლიტიკური, ფინანსური პარტნიორი. დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ: ამერიკის გადასახადების გადამხდელებს, ამერიკის მთავრობას, რომ მათ საქართველოს აუშენეს და გაუკეთეს უზარმაზარი ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემა ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით, თავში ლუგარის ცენტრით. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, ისევე, როგორც სხვა დახმარებისთვის.

ძირითადი გაღიზიანების თემა გახლავთ ეს, რომ რატომ არის ჩვენი ორიენტირი ევროკავშირი და ჩრდილო ატლანტიკური ბლოკი და არა ისევ ჩრდილოეთი.

ეს აირჩია საქართველომ, საქართველოს საზოგადოებამ, ეს გამტკიცებულია კონსტიტუციით, ეს განმტკიცებულია რეფერენდუმით და მოდით ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ.

ასე პასუხობს NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიის წინააღდეგ რუსეთის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და მათ მოთხოვნებს ლაბორატორიის ექსკლუზიურად შემოწმების უფლების შესახებ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია

ავიაკომპანია Flydubai-ს ბოინგ 737 MAX-ი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივში FDB1073 რეისს ასრულებდა, საჰაერო ხომალდზე მომხდარი…