უხანში გარეული ცხოველების საკვებად გამოყენება აიკრძალა
ფოტო: Dale de la Rey / AFP
ოფიციალური პეკინის განცხადებით, უხანმა, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ეპიცენტრს წარმოადგენს, გარეული ცხოველების საკვებად გამოყენება აკრძალა, ხოლო ფერმერებს თანხა შესთავაზა, რათა უარი თქვან ეგზოტიკური ცხოველების მოშენებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები ქვეყანაში იმის ფონზე მიიღეს, რაც ჩინეთი გარეული ცხოველებით ვაჭრობის გამო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გაკრიტიკდა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების წყარო ჯერ კიდევ დაუდგენელია, ზოგი მიიჩნევს, რომ იმ პანდემიის გამომწვევი მიზეზი, რომელმაც დღეისთვის უკვე 320 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ეგრეთ წოდებული "სველი ბაზრებია".
უხანში მოქმედი ხუანანის ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზარში, სადაც ცოცხალი ცხოველების სექციაც არსებობდა, გავრცელებული ინფორმაციით, 30-ზე მეტი სახეობის გარეული ცხოველი იყიდებოდა — მათ შორის, მგლის ცოცხალი ლეკვები, ციკადები, მორიელები და ცივეტები. ჩინეთმა ბაზარი იანვარში დახურა.
ჩინეთის პროვინციის, ხუბეის ქალაქ უხანში, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები გასული წლის მიწურულს დაფიქსირდა. ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნებისმიერი გარეული ცხოველის საკვებად გამოყენება იკრძალებოდა.
ქალაქში ასევე თითქმის მთლიანად აიკრძალა გარეულ ცხოველებზე ნადირობა, რაც, ხელისუფალთა განცხადებით, უხანს "ველური ბუნების თავშესაფრად" აქცევს. გამონაკლისს წარმოადგენს "სამეცნიერო კვლევის, გარკვეულ სახეობათა პოპულაციის კონტროლის, ეპიდემიური დაავადებების მონიტორინგის და სხვა განსაკუთრებული გარემოებებისთვის" ნადირობის შემთხვევები.
ფოტო: AP Photo / Dake Kang
უხანმა აგრეთვე მიიღო ახალი მკაცრი სანქციები, რომლებიც გარეული ცხოველების საკვების მიზნებისათვის მოშენებას კრძალავს. ქალაქის მესვეურების განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება შეუერთდება ქვეყანაში მოქმედ ფართო გეგმას, რომლის მიზანიც გარეული ცხოველების ფერმერთა ბიზნესის შესყიდვას ისახავს მიზნად.
ახალი კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელების შემდეგ ჩინეთში მალევე აიკრძალა გარეული ცხოველებით საკვები მიზნებით ვაჭრობა, რის მიზეზადაც დაავადების ადამიანზე გადადების რისკი დასახელდა. მიუხედავად ამისა, ვაჭრობა ჯერ კიდევ კანონიერია სხვა ისეთი მიზნებისათვის, როგორიცაა სამეცნიერო კვლევა და ტრადიციული მედიცინა.
ქვეყნის ორმა ცენტრალურმა პროვინციამ უკვე შეიმუშავა ფერმათა შესყიდვის გეგმის მონახაზი, რაც ფერმერებს დაეხმარება, შემოსავლის სხვა წყაროები იპოვონ.
ხუნანის პროვინციაში გასულ პარასკევს წარდგენილი საკომპენსაციო გეგმა მიზნად გარეული ცხოველების მომშენებელი ფერმერების იმაში დარწმუნებას ისახავს, რომ შინაური ცხოველების მოშენებით ან ჩაის თუ მცენარეული მედიკამენტების წარმოებითაც შეძლებენ ფულის გამომუშავებას.
ხელისუფლება შეაფასებს ფერმებსდა და ინვენტარს, რის შემდეგაც ერთჯერადად გადაუხდის შესაბამის თანხას წარმოების მფლობელს. მაგალითად, ერთ კილოგრამ გველის სხვადასხვა სახეობაში ფერმერი მიიღებს 120 იუანს (54 ლარს), ერთ კილოგრამ ბამბუკის ვირთხაში კი 75 იუანს (34 ლარს).
ცივეტა — ცხოველი, რომელიც თითქმის ორი ათწლეულის წინ გამოჩენილი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადების, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS), წყაროდ მიიჩნევა — 600 იუანად (270 ლარად) არის შეფასებული.
მეზობელი ძიანსის პროვინციაში ასევე შეიმუშავეს გეგმები გარეული ცხოველების მოშენების შეწყვეტის სანაცვლოდ ფერმერების ფინანსური კომპენსაციით უზრუნველსაყოფად. ძიანსის ადგილობრივი ყოველდღიური გაზეთი გასულ კვირას იტყობინებოდა, რომ პროვინციაში 2,300-ზე მეტი ლიცენზირებული გარეული ცხოველების მომშენებელია, რომელთა უმეტესობაც ამ ცხოველებს საკვებად ყიდის. სტატიაში ასევე წერია, რომ ფერმერების საქმიანობის მთლიანი ღირებულება შეფასებულია 1,6 მილიარდ იუანად (დაახლოებით, 722 მილიონ ლარად).
ფოტო: STR / AFP / Getty Images
ორივე პროვინცია, ძიანსიც და ხუნანიც, ხუბეის ესაზღვრება — ადგილს, სადაც წინა წლის დეკემბერში ახალი კორონავირუსი პირველად გამოჩნდა.
ცხოველთა უფლებადამცველთა ჯგუფი, Humane Society International (HSI) აცხადებს, რომ ხუნანი და ძიანსი "გარეული ცხოველების მოშენების მხრივ უმსხვილესი პროვინციებია"; განსაკუთრებით კი გამოსაყოფია ძიანსი, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვაჭრობა ძალიან სწრაფად გაფართოვდა. ჯგუფის თქმით, ამ საქმიანობის შემოსავალმა 2018 წელს 10 მილიარდი იუანი (დაახლოებით, 4-ნახევარი მილიარდი ლარი) შეადგინა.
ჩინეთის გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხების სპეციალისტი HIS-იდან, პიტერ ლი, Agence France-Presse-თან აცხადებს, რომ საჭიროა, მსგავსი ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გატარდეს. თუმცა იგი იმასაც აღნიშნავს, რომ ხუნანში დაწესებული სანქციები მაინც უტოვებს შესაძლებლობას ფერმერებს, ეგზოტიკური ცხოველების მოშენება განაგრძონ, თუკი მათ საკვები მიზნებისთვის არ გაყიდიან.
პროვინციის გეგმა ასევე არ კრძალავს გარეული ცხოველებით ვაჭრობას ბეწვეულისთვის, ტრადიციული ჩინური მედიცინისა და გართობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა გარეული ცხოველებით ვაჭრობაზე შეზღუდვები და აკრძალვები ჯერ კიდევ SARS-ის ეპიდემიის დროს დააწესა, ამ რეგულაციებს ვაჭრობა ბოლომდე არ შეუჩერებია.
თუმცა ლი ამბობს, რომ ჩინეთის ხელისუფლება ახლა სწორი მიმართულებით იწყებს სვლას: "ბოლო 20 წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი მოუწოდებდა ჩინეთის მთავრობას, შეესყიდა გარეული ცხოველების მოშენებაზე მომუშავე კონკრეტული ფერმები — მაგალითისთვის, დათვის ფერმები.
"ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინეთის ხელისუფლებამ ამის გაკეთება გადაწყვიტა, რაც შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად კარგ პრეცედენტს ქმნის".
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
კომენტარები