საქართველოს ბანკის მობილბანკი განახლდა — ნახეთ, რა შესაძლებლობები აქვს ფილიალს თქვენს მობილურში
ფოტო: საქართველოს ბანკი
ციფრული სერვისები იმდენად დაიხვეწა, რომ უკვე წარმოდგენაც გვიჭირს, როგორ შეგვიძლია მათ გარეშე ცხოვრება. ციფრულ სივრცეში ვმუშაობთ, ვაწყობთ შეხვედრებს, ვყიდულობთ პროდუქტებს და ვირტუალურად "ვსტუმრობთ" ბანკს.
დისტანციური საბანკო სერვისებით სარგებლობის უპირატესობებსა და საქართველოს ბანკის ციფრულ პროდუქტებზე ადრე უკვე მოგიყევით, ამჯერად კი თქვენს ყურადღებას მობილურში მდებარე "საქართველოს ბანკის ფილიალზე" მივაპრყობთ. ეს "ფილიალი" სინამდვილეში დახვეწილი და მოხერხებული მობილბანკია, რომელიც ახლახანს განახლდა და ყველა საბანკო პროდუქტსა თუ პროცედურას იტევს. ამ სტატიაში მოგითხრობთ, რა ფუნქციები აქვს ახალ მობილბანკს, როგორ შეგიძლიათ გაააქტიუროთ ანგარიში ონლაინ და ისარგებლოთ ციფრული ბარათით.
რა შესაძლებლობები აქვს განახლებულ მობილბანკს?
მობილბანკის შესაძლებლობები უსაზღვროა. მისი მეშვეობით შეძლებ, შეასრულო უამრავი საბანკო ოპერაცია სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ შენი ტელეფონის დახმარებით. გაინტერესებს რისი გაკეთება შეგიძლია მობილბანკით? გადარიცხავთ სადაც გინდათ, გადაიხდით რასაც გინდათ, მიიღებთ გზავნილს და საერთოდ, გააკეთებთ იმ ყველაფერს, რასაც ფილიალში აკეთებდით.
მისი შესაძლებლობები აქ არ სრულდება — მობილბანკს ისეთი უხერხული სიტუაციის შემსუბუქებაც შეუძლია, როგორიც ბარათის დაკარგვაა. მისი მეშვეობით შეგიძლიათ ბარათი მომენტალურად დაბლოკოთ ან განბლოკოთ და ამისთვის სატელეფონო კონსულტაცია ან ფილიალში მისვლა აღარ დაგჭირდებათ. აქვეა ბარათის დაზღვევაც, რომლის მეშვეობით მსგავს სიტუაციებს უფრო მშვიდად და მომზადებულად შეხვდებით.
მობილბანკში თავმოყრილია ყველანაირი ინფორმაცია საბანკო პროდუქტებზე. ანგარიშის სწრაფად სამართავად კი ძიების ფუნქციაცაა ჩაშენებული. "აქვეა" პერსონალური ფინანსური მენეჯერიც — ფუნქციონალი, რომელიც თქვენი ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვაში დაგეხმარებათ.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ Apple Pay-ში მობილბანკიდან საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათი, მათ შორის ამექსის ბარათები დაამატოთ. მობილბანკი ფინანსების სწორად მართვის შესაძლებლობასაც გაძლევთ. აქ ნახავთ ანაბრების სექციას, რომელიც თქვენი მიზნის განსაზღვრასა და მის მიღწევაში დაგეხმარებათ. რაც მთავარია, მომავალზე ზრუნვაც არ გამოგრჩებათ და მობილბანკში თქვენს საპენსიო დანაზოგს ყოველთვის თვალყურს ადევნებთ.
იმისათვის, რომ ჩამოთვლილი ფუნქციებით სრულად ისარგებლოთ, საქართველოს ბანკის ფიზიკური ან ციფრული ბარათი დაგჭირდებათ. ციფრული ბარათი კიდევ ერთი სიახლეა საქართველოს ბანკისგან, რომლის გააქტიურება მობილბანკიდან მომენტალურად შეგიძლიათ. თუმცა, მის შესახებ ცოტა მოგვიანებით... მანამდე კი ანგარიშის ონლაინ აქტივაციის ფუნქციას გაგაცნობთ.
ანგარიშის ონლაინ აქტივაცია
მობილბანკისა და ინტერნეტბანკის გააქტიურება ახლა უკვე ონლაინაა შესაძლებელი. ეს სიახლე მომხმარებლებს დაეხმარებათ, მარტივად, სწრაფად და რაც მთავარია უსაფრთხოდ, ფილიალში სტუმრობის გარეშე, გაიარონ რეგისტრაცია და ისარგებლონ ყველა საბანკო პროდუქტით. ეს სიახლე ყველა იმ ადამიანს ეხება, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია საქართველოს ბანკის პროდუქტებით.
კიდევ ერთი სიახლე, რომლის დახმარებით ბანკის ფილიალში ვიზიტის თავიდან აცილება შეგვიძლია ისაა, რომ ამიერიდან საკონტაქტო ინფორმაცია — ძველი მეილის ან მობილურის ნომრის შეცვლაც ონლაინ, მობილბანკის დახმარებითაა შესაძლებელი. ამით თავიდან აირიდებთ გარეთ გასვლის დისკომფორტს, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებული წესების დაცვას, დეზინფექციას თუ უსაფრთხოების ზომების გატარებას გულისხმობს.
მობილბანკის ონლაინ აქტივაციისთვის მხოლოდ რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო. არჩევანი მომხმარებელზეა — სურვილის მიხედვით ამ პროცესს პირადობის მოწმობით ან პასპორტის საშუალებით გაივლით. გარდა ამისა, სრული საბანკო მომსახურების მისაღებად "სელფის" მობილბანკშივე გადაღებაც საკმარისია. რაც მთავარია, სახის ამოცნობის ფუნქცია საერთაშორისო/ევროპული სტანდარტების მიხედვითაა დანერგილი.
ანგარიშის ონლაინ აქტივაციისთვის ბანკში უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღეს. ეს ფუნქციონალი სრულიად დაცულია და ამას ვერიფიცირებული და სერტიფიცირებული უსაფრთხოების სისტემა უზრუნველყოფს. აღნიშნული სიახლე ესპანურ ვენდორთან EID-ისთან თანამშრომლობით დაინერგა. ამ სისტემას იყენებენ ისეთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიც არიან: Santander, Caixa Bank, ING, Orange Bank და ა.შ.
ანგარიშის ონლაინ აქტივაციით საქართველოს ის მოქალაქეებიც ისარგებლებენ, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
ციფრული ბარათი — სიახლე საქართველოს ბანკისგან
ფოტო: საქართველოს ბანკი
ციფრულ ბარათს ისეთივე შესაძლებლობები აქვს, როგორიც მის ფიზიკურ ალტერნატივას. მის მისაღებად და გასააქტიურებლად ინტერნეტბანკში რამდენიმე "კლიკი" საკმარისია. ციფრული ბარათით სარგებლობას მობილბანკითაც შეძლებთ. თანაც, როგორც ფიზიკური ბარათის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ თუ რომელი ბარათის შეკვეთა გსურთ, ასევეა შესაძლებელი, მობილბანკიდანვე აირჩიოთ სასურველი ციფრული ბარათი.
ციფრული ბარათით გადაიხდი ყველა სავაჭრო ობიექტსა თუ ინტერნეტ მაღაზიაში და გაანაღდებ თანხას ბანკომატებიდან Apple Pay ან TSKAPP აპლიკაციებით. ციფრული ბარათით, ასევე, შესაძლებელია ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა. თანხის აგარიშზე შეტანა, გამოტანა, გადარიცხვა ან კონვერტაცია კი კიდევ უფრო მოსახერხებელია. ამ ბარათის მეშვეობით PLUS ქულების დაგროვებაც შესაძლებელია.
ის მულტისავალუტო ბარათია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე შეგიძლიათ მიაბათ ლარის, დოლარის და ევროს ანგარიში. ის ხელმისაწვდომია როგორც VISA, ისე MasterCard ფორმატში.
ასე რომ, ამიერიდან საბანკო სერვისებით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხოა. ამისათვის კი საკმარისია, გადმოწეროთ მობილბანკი iOS-თვის ან Android-სთვის, დანარჩენზე კი აპლიკაცია იზრუნებს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები