OnePlus 8 Pro-ს ფილტრი პლასტმასისა და ტანსაცმლის მიღმა ხედავს
როგორც აღმოჩნდა, ახალ OnePlus 8 Pro-ს რენტგენული ხედვის ფუნქცია აქვს — ის თხელი, შავი ნივთიერების გავლით ხედავს.
ამის შესახებ Unbox Therapy-ის მიერ YouTube-ზე განთავსებული ვიდეოც არსებობს, რომელიც ამ ფუნქციის დემონსტრირებას ახდენს. ფილტრთან დაკავშირებული ვიდეოები ასევე ტვიტერზეც გავრცელდა.
ეს პროცესი ტელეფონის ინფრაწითელ სენსორებს ეფუძნება, რომელიც ადამიანის თვალისთვის უხილავ გამოსხივებას აღიქვამს. სხვადასხვა აღჭურვილობას, ღამის ხედვის სათვალეებისა და თერმული კამერების ჩათვლით, ინფრაწითელი გამოსხივების დაფიქსირება შეუძლია.
ისინი გარკვეული ნივთიერებების გავლით დანახვის საშუალებას გვაძლევენ. მაგალითად, მეხანძრეები ინფრაწითელ კამერებს კვამლის გავლით დასანახად იყენებენ. ხოლო მას შემდეგ, რაც თანამედროვე ტელეფონებმა ინფრაწითელი სენსორების მოხმარება დაიწყეს, როგორც ჩანს, მათი იმავე მიზნით გამოყენებაც შესაძლებელია.
Unbox Therapy-ის ვიდეოში ასევე ნაჩვენებია, რომ ფილტრს ტანსამცლის გავლით დანახვაც შეუძლია, თუმცა ძალიან შეზღუდულად. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ფაქტის გამო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები წარმოიქმნა — შესაძლებელია თუ არა მისი ბოროტად გამოყენება.
ხოლო თუკი ეს პრობლემა გამძაფრდება, სმარტფონს, შესაძლოა, ფუნქცია პროგრამული განახლების დროს შეეზღუდოს.
კომენტარები