ბოკერიას ვერ გამოიყვან კომკავშირული მენტალიტეტიდან, ვერ ვასწავლით მათ რა არის სამართლებრივი სახელმწიფო — კობახიძე
ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge
უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებმა კომკავშირული მენტალიტეტის გამო ვერ ისწავლეს რა არის სამართლებრივი სახემწიფო.
მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმების განცხადებაში წერია, რომ მხარეები უნდა მოერიდონ მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირებას. თუმცა, როგოროც კობახიძე ამბობს, ოპოზიციამ ხელმოწერის მომენტიდან შეთანხმების დარღვევა დაიწყო.
"ჩვენ ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, მივესალმეთ და ვასრულებთ დღემდე. ისინი იმ დღიდან ახდენდნენ მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზებას. მათ დღემდე ვერ ისწავლეს, გავიდა 20 წელი, შევარდნაძის დროს იყვნენ ხელისუფლებაში, მერე ბოლომდე თვითონ იყვნენ, მერე ოპოზიციაში დარჩნენ. 20 წელიწადში თუ ვერ ისწავლი რა არის სამართლებრივი სახელმწიფო, მერე ბუნებრივია არავითარი შანსი არ გაქვს. ეს არის მათი მენტალიტეტი, ბოკერიას ვერ გამოიყვან კომკავშირული მენტალიტეტიდან. ვერ ვასწავლით მათ რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო", — განაცხადა დღის კურიერში კობახიძემ.
ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ შეთანხმებაში არ ეწერა არცერთი პოლიტიკოსის გათავისუფლების საკითხი და ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულების გარეშე საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. პასუხად მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციას ცვლილებების ჩაგდება სურს.
ამავე თემაზე:
- ბაქრაძე: ჩვენ გვინდა, ამ შეთანხმებას მივცეთ ხმა; მაგრამ ნახევარი შეთანხმება შეთანხმება არ არის
- თალაკვაძე: ვთხოვთ ელჩებს, დაადასტურონ, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება არ აგვიღია
- პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია — თალაკვაძე
- მოლაპარაკებების დროს პატიმრების საკითხზე ოპოზიციამ 4-ჯერ მიიღო ხისტი პასუხი და არ გაუპროტესტებიათ — კობახიძე
8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.
"ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით", — წერია განცხადებაში.
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
კომენტარები