ახალი კვლევის მიხედვით, იურული პარკი რაპტორებთან დაკავშირებით ცდებოდა
ახალმა კვლევამ, სადაც მეცნიერებმა რაპტორების კბილები გააანალიზეს, დაადგინა, რომ ველოცირაპტორები ძაღლების მსგავსად გუნდურად და კოორდინირებულად არ ნადირობდნენ.
რაპტორები 1993 წელს გადაღებულ ფილმში, იურულ პარკში საკმაოდ პოპულარულები იყვნენ. ფილმში ისინი მაღალგანვითარებულ მტაცებლებად არიან წარმოდგენილნი, რომლებიც დიდი ნადავლის მოსაპოვებლად გუნდურად ნადირობენ.
"მტაცებელი დინოზავრები ხშირად წარმოდგენილები არიან, როგორც გუნდურად მონადირეები, ისევე როგორც მგლები. თუმცა ამ ქცევის დამამტკიცებელი საბუთი დიდად დამაჯერებელი არ არის", — განაცხადა პალეონტოლოგმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჯოსეფ ფრედერიკსონმა.
მისი თქმით, ფართოდ გავრცელებული მოსაზრება დინოზავრების გუნდურად ნადირობის შესახებ საკმაოდ სუსტია.
"ამ იდეის პრობლემა იმაშია, რომ ამჟამად ცოცხალი დინოზავრები (ჩიტები) და მათი ნათესავები (რეპტილიები), როგორც წესი, არც გუნდურად ნადირობენ და არც მათზე დიდ ნადავლს ეტანებიან", — აღნიშნა მან. "ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად იმის თქმა, ნადირობდნენ თუ არა ისინი გუნდურად".
ახლახან კი მეცნიერებმა რაპტორების ქცევის განსხვავებული მოდელი შემოგვთავაზეს, რომლის მიხედვითაც, ინდივიდები, შესაძლოა, ერთსა და იმავე ცხოველს ესხმოდნენ თავს, თუმცა კოოპერაცია შეზღუდული იყო.
"ამ კვლევაში დავადგინეთ, რომ გუნდურ ნადირობასა და ცხოველების ზრდასთან ერთად მათი კვების რაციონის ცვლილებას შორის კორელაცია არსებობს", — ამბობს ფრედერიკსონი.
კომოდოს ვარანებში პატარები ზრდასრულებისგან შეჭმის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, ამიტომ ისინი თავშესაფარს ხეებზე იკეთებენ, სადაც არსებობს საკვები, რომელიც მათი მიწაზე დარჩენილი მშობლებისთვის ხელმიუწვდომელია. ხოლო ცხოველები, რომლებიც გუნდურად ნადირობენ, როგორც წესი, რაციონში მსგავს სხვაობას არ გამოხატავენ.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ცარცულ პერიოდში მცხოვრები რაპტორის კბილები გააანალიზეს. მათ აღმოაჩინეს რომ ამ პერიოდის რეპტილიებს თანამედროვეების მსგავსად, სხვადასხვა ასაკში განსხვავებული კვების რაციონი ჰქონდათ.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ პატარა და დიდი რაპტორები განსხვავებულ საკვებს იღებდნენ, ეს კი ნიშნავს, რომ პატარებს ზრდასრულები არ კვებავდნენ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ იურული პარკი რაპტორების ქცევს შესახებ ცდება", — აცახდებს ფრედერიკსონი.
კომენტარები