ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ საქართველოს რამდენიმე რეგიონში სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად 1,16 მილიონი ევრო გამოყო
ფოტო: Embassy of Sweden in Tbilisi / Facebook
პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, ორგანულ სოფლის მეურნეობის სექტორში, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა. მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ ფერმერებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს.
ინიციატივა გამიზნულია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის, საოჯახო სასოფლო-მეურნეობებისთვის, ოფიციალური / არაფორმალური ფერმერის ჯგუფებისთვის, და ასევე ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტებს გარეთ დაფუძნებული სუბიექტები/ობიექტებისთვის ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორიდან, რომლებიც ორგანული პროდუქციის შეძენას ახორციელებენ ჩამოთვლილი რეგიონებიდან.
ადგილობრივი განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 150 000 ლარამდე. აპლიკანტის მხრიდან, თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა: "საქართველოში ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად მიმართული ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყანას ორგანული სოფლის მეურნეობის დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ აუთვისებელია სასოფლო-სამეურნეო საშუალებებზე, კრედიტებზე, ბაზრებზე და ინფორმაციაზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობის გამო. ახალი შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის და მცირე მასშტაბის სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, სოფლის განვითარების მთავარი კომპონენტია. ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა არის დროული ნაბიჯი გამოწვევების დასაძლევად".
"ჩვენ გვჯერა, რომ ძალების გაერთიანება უკეთეს შედეგს იძლევა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ გააერთიანა რესურსები პროექტ GRETA-ს სახით, მაღალმთიან რეგიონებში მცირე მეწარმეებისა და მცირე მასშტაბის გადამამუშავებელი საწარმოების მხარდასაჭერად. ამ რთულ დროს მსგავსი ტიპის მხარდაჭერის საჭიროება ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ასებული ვითარებისა, პროექტი GRETA წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას და ხელს უწყობს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, დასაქმებას და სხვა შესაძლებლობების შექმნას", — აღნიშნა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა.
ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: "სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული სექტორია ავსტრია-საქართველოს თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარე კრიზისულ პერიოდში სოფლის მეურნეობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დღესდღეობით, თანადაფინანსების შესაძლებლობების შექმნა, გამოცდილების გაზიარება, მცირე მეწარმეებისთვის და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, ეკონომიკური აღმშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებაა."
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი პროექტი/იდეა უნდა ეხმიანებოდეს შემდეგი პრიორიტეტული სფეროებიდან მინიმუმ ერთ-ერთს:
- მცირე ფერმერების წახალისება, რომ გადაერთონ კონვენციური/სტანდარტული მეურნეობიდან ორგანულ მეურნეობაზე;
- უკვე არსებული ორგანული მეურნეობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქტიულობის ამაღლება და ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
პროდუქტის ხარისხისა და მასზე მოთხოვნის ზრდის გაუმჯობესება მარკეტინგული ინიციატივების საშუალებით; - ორგანული სოფლის მეურნეობისა და ბიოლოგიურად სუფთა საკვების პოპულარიზაცია და ზოგადად ორგანულ/ბიო წარმოებაზე ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა როგორც პროექტის სამიზნე რეგიონებში, ასევე ეროვნულ დონეზე;
- ორგანული პროდუქტების მწარმოებლებისა და შემსყიდველი კომპანიების დაკავშირება, ბიოწარმოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ზოგადი კოორდინაცია, საზოგადოების ინფორმირება ორგანული პროდუქტების უპირატესობაზე და ზოგადად ორგანული სოფლის მეურნეობის პოპულარიზაცია;
- ბიოწარმოებაში დაშვებული და აუცილებელი საჭიროებების/რესურსების მიწოდება ფერმერებისთვის.
ქვეყანაში არსებული პანდემიური ვითარების გამო, COVID-19 ის გავრცელების პრევენციის მიზნით, განაცხადის პირველადი სააპლიკაციო (ინტერესის გამოხატვის) ფორმის მიღება ან მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ონლაინ.
სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე;
ან გააგზავნოთ მოთხოვნა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 25 მაისი 2020 წ. (16:00 თბილისის დროით).
განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე, სრულად შევსებული განაცხადის ფორმა, რომელიც მიღებული იქნება [email protected]
ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ
GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის — ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
კომენტარები