ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი 30 წლის გახდა
დედამიწიდან კოსმოსის დასურათებას თავის სირთულეები ახლავს. ატმოსფეროს საფარის გამო ჩვენი პლანეტისგან ყველაზე დაშორებული ციური სხეულები ხშირად კარგად არ ჩანს. ამიტომ, 30 წლის წინ მეცნიერებმა ტელესკოპი კოსმოსში გაუშვეს.
ჰაბლის ტელესკოპმა ათობით წლის მანძილზე იდუმალი კოსმოსის გასაოცარი ფოტოები და ინფორმაცია მოგვაწოდა. დროთა განმავლობაში, დედამიწის ორბიტაზე მოძრავ ტელესკოპს განახლებები და შეკეთება დასჭირდა.
NASA-მ წლების მანძლზე, ტელესკოპს განახლებები შემატა, რის შედეგადაც ამ გასაოცარმა ტექნოლოგიურმა გარღვევამ მილიონობით ფოტო გადაიღო, რომლებიც 17 000-მდე სამეცნიერო კვლევაში და სტატიაშია გამოყენებული.
30 წლიანი მსახურების მიუხედავად, მეცნიერებმა იციან, რომ დროთა განმავლობაში ჰაბლის დედამიწიდან მართვა არაპრაქტიკული გახდება. 2021 წლის მარტს ჰაბლის მემკვიდრის, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება იგეგმება.
მანამდე კი ჰაბლის ტელესკოპის დაბადების დღის აღსანიშნავად მისი ყველაზე თვალწარმტაცი ფოტოები იხილეთ.
1. სამყაროს წარმოშობის სვეტები
ფოტო: NASA
2. ახალშობილი ვარსკვლავების ნისლეული
ფოტო: NASA
3. სატურნი
ფოტო: NASA
4. ახალგაზრდა ვარსკვლავების ნისლეული Westerlund 2
ფოტო: NASA
5. სპირალის ფორმის გალაქტიკა M51
ფოტო: NASA
6. მტვერში გახვეული ახალშობილი ვარსკვლავი
ფოტო: NASA
7. ვარსკვლავი V838
ფოტო: NASA
8. იუპიტერი
ფოტო: NASA
9. ორი გალაქტიკა ერთმანეთს ერწყმის
ფოტო: NASA
10. ნისლეული მეტსახელად "კატის თვალი"
ფოტო: NASA
კომენტარები