ილონ მასკი Cybertruck-ზე: დიახ, ის გაცურავს
ტესლას გენერალური დირექტორის, ილონ მასკის თქმით,ახალი ელექტომობილი, Cybertruck გარკვეული დროის მანძილზე ცურვასაც შეძლებს.
"დიახ, ის წყალში გაცურავს", — წერს მასკი საკუთარ ტვიტერზე
როგორც გამოცემა Electrek წერს, მასკი ჯერ კიდევ 2016 წელს საუბრობდა Tesla Model S-ის ცურვის შესაძლებლობებზე. "ჩვენ ამას არ გირჩევთ, თუმცა Model S საკმარისად გამძლეა იმისთვის, რომ ის მოკლე დროით ერთგვარ ნავად აქციოთ",— წერდა მასკი.
გენდირექტორის თქმით ეს ჰერმეტულად დაცული ელემენტით გახდა შესაძლებელი.
საოცნებო ამფიბია
მასკის ამფიბიის შექმნის ოცნება ყველასთვის ცნობილია. მაგალითისთვის, ჩვენ ვიცით მასკის სიყვარულის შესახებ 1967 წლის Lotus Esprit-ის მიმართ, რომელიც ჯეიმს ბონდის ფილმ The Spy Who Loved Me-ში ნავად გადაიქცა. მას იმდენად შეუყვარდა აღნიშნული ავტომობილი, რომ 2013 წელს მასკმა ის რამდენიმე მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.
Cybertruck საკუთარი სპეციფიკაციებიდან გამომდინარე შესანიშნავი ყველგანმავალიც იქნება — არ აქვს მნიშვნელობა მთაში მიდიხართ თუ ტბას გადაცურავთ.
წარმოების დაწყების დრო
ამჟამად კომპანია ახალი Cybertruck-ის წარმოებისთვის შესაბამის საწარმოს ეძებს. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმაზე, აპირებს თუ არა კომპანია ახალი ელექტრომობილის წარმოების გადადებას. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, მისი მასობრივი წარმოების დაწყება 2021 წლის ბოლოს იგეგმება.
კომენტარები