დასრულებული კარანტინი ვირუსის ეპიცენტრ უხანში და 200-ზე მეტი ინფიცირებული საქართველოში — 8 აპრილის შეჯამება
ფოტო: Hector Retamal/AFP via Getty Images
8 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 1 495 051;
- გარდაცვლილი — 87 469;
- გამოჯანმრთელებული — 317 640.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 211;
- გამოჯანმრთელებული — 50;
- გარდაცვლილი — 3;
- კარანტინის რეჟიმში — 4 559;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 353.
დღის ფაქტი
ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, 76-დღიანი კარანტინი დასრულდა. 23 იანვრის შემდეგ პირველად ყველას, ვისაც ჯანმრთელობის აპლიკაციაში "მწვანე" კოდი აქვს, შეუძლია სახლი დატოვოს.
დღის ფოტო: ექიმები ტიანეს აეროპორტში ერთმანეთს ემშვიდობებიან
ნახეთ მეტი ფოტო: უხანში კარანტინი დასრულდა — ქალაქი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება
რა ხდება მსოფლიოში
- აშშ-ში ერთ დღეში, 7 მარტს კორონავირუსით 1 736 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 13 800-ზე მეტია. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავს. გლობალურად ამ რიცხვმა 1,4 მილიონს გადააჭარბა;
- COVID-19-ის შედეგებთან გასამკლავებლად ტვიტერის დამფუძნებელი და დირექტორი ჯეკ დორსი მსოფლიოს მილიარდი დოლარით დაეხმარება. თანხა მან Square Inc.-ის კაპიტალიდან მოიძია და შესაბამის ორგანიზაციაში უკვე გადარიცხა;
- ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 121 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 4 003 გახდა;
-
ევროპარლამენტის ბრიუსელის შენობის ნაწილი უსახლკაროებს დაეთმობათ. მათ სამზარეულოში ყოველდღიურად 1 000 ადამიანისთვის სადილი მომზადდება, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვისაც;
-
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების საკითხს გადახედავს. ტრამპის თქმით, ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა და მათ ადანაშაულებს, რომ კორონავირუსის მიმართ საკმარისად "აგრესიულები" არ იყვნენ. კიდევ ერთი საკითხი, რამაც ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია, მისი აზრით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ჩინეთისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას გამოჩენაა;
- ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა თქვა, რომ კარანტინი კიდევ გაგრძელდება;
- დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი რეანიმაციაში რჩება.
რა ხდება საქართველოში
- საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში — 48
- რატიანი: დაავადების გამოსავალში დიდი მნიშვნელობა აქვს უზნაძის თეორიას, ვიყოთ კარგ განწყობაზე
- ქართული პირბადეები აფთიაქში 50 თეთრად გაიყიდება, ერთ ადამიანზე მაქსიმუმ 3 ცალი — თურნავა
- ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან
- ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ვირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული
- ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე მისვლას არ ვაპირებ — თეა წულუკიანი
- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
- სემეკმა კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა შექმნა
დღის ფრაზა: ეკლესიაში შეჭრა და მრევლის ქეჩოთი გამოყვანა არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება — თეა წულუკიანი
დღის დამაიმედებელი ამბავი
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰელი ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ჯამში 962 მილიონ ევროს გამოყოფს.
დღის სასარგებლო ინფორმაცია
აშშ-ს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი-ინფექციონისტი, მამუკა მაჩაიძე ამბობს, რომ ერთი ინფიცირებულის მიერს რეკომენდაციის არდაცვა, ჯაჭვური რეაქციით რამდენიმე ასეულ ადამიანს დააინფიცირებს.
"1 დაინფიცირებული ადამიანი 30 დღეში, თვის ბოლოს, თუ არ ასრულებს სოციალური დისტანცირების წესს და აგრძელებს ცხოვრებას ისე, როგორც მანამდე აგრძელებდა, დააინფიცირებს, დაახლოებით, 380-დან 400-მდე ადამიანს ჯაჭვური რეაქციით. 1 დაინფიცირებული ადამიანი, რომელიც სრულად ასრულებს სოციალური დისტანცირების რეკომენდაციას და რჩება სახლში, მაინც დააინფიცირებს საშუალოდ 2-დან 3-მდე ადამიანს. აი, ამხელა განსხვავება შეიძლება მოგვცეს ერთი ადამიანის მიერ შესრულებულმა ქცევამ", — განმარტა მამუკა მაჩაიძემ.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
კორონავირუსის გამო დაკეტილ ჰონგ-კონგის ზოოპარკში პანდები პირველად დაწყვილდნენ. როგორც ზოოპარკის წარმომადგენლები ამბობენ, პანდები, სახელად ინგ-ინგი და ლი-ლი 2010 წლიდან ცდილობენ დაწყვილებას, თუმცა — უშედეგოდ. ზოოპარკის დირექტორის თქმით, იგი გახარებულია, რადგან შეიძლება ტერიტორიაზე პატარა პანდა დაიბადოს.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- ჯანმრთელობის მსოფლიო დღე კორონავირუსის პანდემიისას — 7 აპრილის შეჯამება
- 10 000-ზე მეტი გარდაცვლილი ამერიკაში და შემთხვევების ზრდა საქართველოში — 6 აპრილის შეჯამება
- ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება ევროპაში და სააღდგომო მზადება საქართველოში — 5 აპრილის შეჯამება
- პირველი გარდაცვლილი საქართველოში და 60 000-ზე მეტი მსოფლიოში — 4 აპრილის შეჯამება;
- აპრილის შეჯამება;
- 155 ინფიცირებული საქართველოში და მოახლოებული კრიზისული ფაზა — 3 აპრილის შეჯამება;
- მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში და შეზღუდული ბიზნესი საქართველოში — 2 აპრილის შეჯამება.
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?




კომენტარები