Google-ის მონაცემები: როგორ შეიცვალა ადამიანთა გადაადგილება საქართველოში
Google სმარტფონებით შეგროვებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომელშიც ვხედავთ, თუ როგორ შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა ადამიანთა გადაადგილება მსოფლიოს გარშემო.
ანალიზში იმ ადამიანთა მონაცემებია გამოყენებული, რომლებსაც ადგილმდებარეობის ისტორიის ფუნქცია აქვთ გააქტიურებული. ამის საშუალებით გუგლი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომელ ქვეყნებში ემორჩილებიან ადამიანები დაწესებულ შეზღუდვებს უფრო მეტად და სად — უფრო ნაკლებად.
ანალიზი საჯაროდაა ხელმისაწვდომი და ის 131 ქვეყანას მოიცავს, მათ შორისაა საქართველოც. მონაცემები 6 კატეგორიადაა დაყოფილი.
როგორც ხედავთ, საცალო ვაჭრობისა და გართობის კატეგორიაში ადამიანების გადაადგილება 67%-ით შემცირდა, 36%-იანი კლებაა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების კუთხით, სარეკრეაციო სივრცეებსა და პარკებში გადაადგილება 24%-ით შემცირდა, სატრანსპორტო სადგურებში 53%-ით, სამუშაო სივრცეებში 38%-იანი კლებაა, საცხოვრებელ სივრცეებში კი გადაადგილებამ 12%-ით მოიმატა.
ანალიზში ბოლო რამდენიმე კვირის მონაცემებია, ყველაზე ახალი ინფორმაცია კი 2-3 დღის წინანდელია. გუგლის თქმით, მონაცემები მუდმივად განახლდება და გაუმჯობესდება. გუგლი ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია პირადი მონაცემების სრული დაცვითაა გამოყენებული და მასში ყველა მომხამრებლის მონაცემი ანონიმიზირებულია.
კომენტარები