10 ამბავი ქალების შესახებ, რომელთაც საქართველოს ისტორია შეცვალეს
ყოველწლიურად მსოფლიო მარტში ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს. სხვადასხვა ადგილებში იხსენებენ ქალების ისტორიულ მიღწევებს, წარმოაჩენენ მათი მნიშვნელობებს და საზოგადოებას იმ ფაქტებს ახსენებენ, რომლებიც ბევრისთვის უცნობია.
საქართველოს ისტორიაში ქალის როლი ყოველთვის იმაზე დიდი იყო, ვიდრე ამას აღიარებდნენ. ცნობები, ძლიერი ქალების შესახებ, შეიძლება არც ისე სიზუსტით იყოს ჩვენამდე მოტანილი, მაგრამ ისტორიკოსებზე და არსებულ ამბებზე დაყრდნობით იმ ქალებზე მოგიყვებით, რომლებმაც სხვადასხვა დროში დაამტკიცეს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
1. თამარ მეფე
თამარის მმართველობის დასაწყისში ურჩი ფეოდალები პრივილეგიების აღდგენას ცდილობდნენ, იყო საფრთხე ქვეყნის გარეთაც, რასაც შამქორისა და ბასიანის ბრძოლები მოჰყვა. თამარის სიძლიერე გვიჩვენებს, რომ ამ სირთულეების მიუხედავად, საქართველო ერთიანი და ძლიერი იყო. მან ყველაზე რთულ პირობებშიც კი შეძლო დაემტკიცებინა ქალების უსაზღვრო შესაძლებლობები. საუკუნეების შემდეგაც კი, თამარ მეფე წარმატებული ქალი მმართველის მაგალითია. მისი მეფობის წლები ოქროს ხანადაა აღიარებული.
2. კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი
ცოტამ თუ იცის მე-12 საუკუნის ქართველ პოლიტიკოსებზე და წარმატებულ დიპლომატებზე, რომლებიც თამარ მეფემ ამბოხებულ ფეოდალებთან მოსალაპარაკებლად მიავლინა. სწორედ ამ ქალების სიბრძნისა და გამჭრიახობის დამსახურებაა, რომ იმ ხანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აჯანყება მშვიდობიანად დასრულდა.
3. ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე
ბარბარე ერისთავი ერთ-ერთი პირველი ქართველი ფემინისტი იყო. ობლობა, სიღარიბე და ვალები მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე მწერლის ცხოვრების ნაწილი იყო, თუმცა ის ამის პარალელურად ცდილობდა ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა და საჯაროდ ლაპარაკობდა ქალთა მდგომარეობასა და მათ უფლებებზე.
"პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ: შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ, სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო", — ასე იწყება 1893 წელს გაზეთ კვალში გამოქვეყნებული მისი წერილი, სათაურით ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ.
4. მარო მაყაშვილი
მარო მაყაშვილი 19 წლის იყო, როდესაც თბილისს რუსეთის მე-11 არმია მოადგა. მაშინ ქართველი ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელასკენ ჯართან დასაპირისპირებლად წავიდნენ, სტუდენტი გოგო კი წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა. ორი დღის შემდეგ ის ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. მარო მაყაშვილი თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. საქართველოს ეროვნული გმირი 1918 წლის 12 ივნისს დღიურში წერდა:
"იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება. მაშინ იქნება აუწერელი ბედნიერება. ყოველი ადამიანი მას აღტაცებით მიეგებება, როგორც მშობელს. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის".
იმდროინდელმა პრესამ მაროს "ქართველი ჟანა დარკი" უწოდა.
5. პარლამენტარი ქალები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში სულ 130 დეპუტატი იყო, მათგან კი 5 ქალი გახლდათ.
საქართველოში ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1918 წელს მოიპოვეს და ეს ქალები 1919 წელს არჩევნებში აირჩიეს:
- მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე;
- ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე;
- ქრისტინე შარაშიძე;
- ანა სოლოღაშვილი;
- ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე.
ამ ქალებმა ხელი მოაწერეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს.
6. კატო მიქელაძე
კატო მიქელაძემ განათლება ევროპაში, ბრიუსელის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა. ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და საქართველოში დაბრუნდა. 1916 წელს მან თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის და ემანსიპაციისთვის ბრძოლა დაიწყო, 1917-1918 წლებში კი რეგიონალური ქსელი ქალთა ლიგა ჩამოაყალიბა.
ის ასევე გაზეთის ხმა ქართველი ქალისა დამფუძნებელია. ნაწყვეტი კატო მიქელაძის სიტყვიდან, რომლის წარმოთქმის უფლება მას აკაკი ჩხენკელმა ეროვნულ ყრილობაზე არ მისცა:
"ისტორიამ არ იცის უფრო სამარცხვინო მოვლენა, როგორიც არის თავისი უცნაური შედეგით მონობა დედაკაცისა. უდიდესი უბედურება ერისა და კაცობრიობისა არის დავიწყება და უყურადღებობა დედრობითი სქესის ბუნებრივი და მოქალაქური უფლებისა..."
2013 წლიდან დღემდე, ყოველ 29 ნოემბერს, ქალი უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, ქალთა ფონდი კატო მიქელაძის სახელობის პრემიას გადასცემს ერთ ქალ უფლებადამცველს საქართველოში.
7. ფარიხან სოფიევა
ფოტო: Wikipedia
"ოჰ ფარიხანი... ისეთი ქალი იყო! სოფელში ვინმეს რამე კითხვა თუ ჰქონდა, ყველა ფარიხანთან მიდიოდა რჩევის საკითხად. მისი სიტყვა კანონი იყო და ურჩობას ვერავინ უბედავდა", — ასე იხსენებს მას რძალი და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ის ცოცხალი უნახავს.
არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან იყო. აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე პატარა სოფელ ყარაჯლარში 1918 წელს ფარიხან სოფიევა დეპუტატის თანამდებობაზე აირჩიეს.
მისი ავტორიტეტი განსაკუთრებით გასაოცარია დღეს, როდესაც მუსლიმ ქალებს უფლებებს ართმევენ, არასრულწლოვნებს აქორწინებენ, განათლების მიღების შესაძლებლობას უზღუდავენ და მათზე რელიგიის სახელით ძალადობენ.
8. ელენე დარიანი
ელენე დარიანი-ბაქრაძე
ელენე დარიანი-ბაქრაძის პიროვნება ყველაზე იდუმალია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც "დარიანული ციკლის" სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული — მათში პოეტი იშვიათი სიზუსტით აღწერს ქალის ეროტიკულ გრძნობებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო, რომ მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, პაოლო იაშვილისა და ცისფერყანწელთა ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა.
ელენე დარიანს ეკუთვნის 1916 წელს გამოქვეყნებული ცნობილი ლექსი პირამიდები:
იქ, სადაც დუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე…
იქ, სადაც დუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თველებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი როგორც დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს,
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
9. ნინუცა (ნინო) ღოღობერიძე
ნინო ღოღობერიძე 1902 წელს დაიბადა. პირველი ფილმი მათი სამეფო 1928 წელს, მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად გადაიღო, შემდეგი კი უკვე დამოუკიდებლად, 28 წლის ასაკში — დოკუმენტურ ფილმს ბუბა ჰქვია. მან ასევე გადაიღო ფილმი უჟმური და ბოლო ორივე ფილმის სცენარისტი თავად იყო.
ნუცა ღოღობერიძე პირველი რეჟისორი ქალია საქართველოში და პირველი ქალი რეჟისორი საბჭოთა კავშირში, რომელმაც მხატვრული ფილმი გადაიღო.
10. მედეა ღამბაშიძე
ცოტამ თუ იცის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სტუდენტი ქალი იყო. მან 19 წლის ასაკში, 1918 წელს შეიტანა განცხადება თსუ-ში და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
"მახსოვს, მინდოდა ყველა ლექციის მოსმენა, აკაკი შანიძის ლექციით დავიწყე. მისივე რჩევით დავიწყე სომხური ენის სწავლა. 3 გაკვეთილის შემდეგ გადავედი არაბულზე. გ.ახვლედიანთან დავიწყე სანსკრიტის სწავლა. ძალიან მომწონდა ლურსმული წერა. მახსოვს კიდევ შალვა ნუცუბიძის სიცოცხლით სავსე ლექციები ფილოსოფიაზე და დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები ფსიქოლოგიაზე. ვისმენდი აგრეთვე ბატონ ივანე ჯავახიშვილის ლექციებს საქართველოს ისტორიის შესახებ", — წერდა მედეა ღამბაშიძე მოგვიანებით დღიურში.
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა







კომენტარები