ფეისბუქი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რეკლამებს უფასოდ განათავსებინებს
ფეისბუქი WHO-ს სოციალურ ქსელში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უანგაროდ დაეხმარება. მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ისინი WHO-ს იმდენ უფასო რეკლამას განათავსებინებენ, რამდენიც დასჭირდებათ.
WHO-ს გარდა ფეისბუქი ხელსაყრელ პირობებს სხვა ორგანიზაციებსაც შეუქმნის, მაგალითად UNICEF-სა და CDC-ს (Centers for Disease Control and Prevention). განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ სარეკლამო კრედიტს ჯანდაცვის სამინისტროებიც მიიღებენ.
პროგრამა უკვე ამუშავებულია, თუკი ფეისბუქზე კორონავირუსს ან COVID-19-ს მოძებნით, პირველ რეზულტატად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბმულს მიიღებთ.
ცუკერბერგის თქმით, ფეისბუქი ინტენსიურად მუშაობს ცრუ ინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასარიდებლადაც. ასევე იბლოკება ისეთი რეკლამები, რომელიც ვირუსისგან განსაკურნებელ ყალბ პროდუქტს გვთავაზობენ.
კომენტარები