ფორდი პოპულარული მიკროავტობუსის, Transit-ის ელექტრო ვერსიას გამოუშვებს
Ford თავის პოპულარულ ხაზს, Transit-ს აახლებს და პოპულარული მოდელის ელექტრო ვერსიას აანონსებს, რომელიც ამერიკისა და კანადის ბაზარზე 2021 წლისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.
კომპანიას მანქანის წარმადობის, ელემენტის ზომისა თუ სავარაუდოდ განვლილი მანძილის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ფორდს ელექტრო ტრანზიტი ევროპის ბაზრისთვის ჯერ კიდევ 2019 წელს ჰქონდა დაანონსებული.
ახალ მოდელს ინტერნეტისთვის 4G LTE Hotspot ფუნქცია ექნება ჩაშენებული. ელექტრული Transit ასევე აღჭურვილი იქნება ფორდის უსაფრთხოების ისეთი სისტემებით, როგორიცაა "შეჯახების წინასწარი გაფრთხილება," ავტომატური მუხრუჭი, ქვეითების ამოცნობა და ზოლში დარჩენის ფუნქცია.
აღსანიშნავია, რომ ფორდი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ელექტრო მიკრო ავტობუსის გამოშვებაზე მუშაობს. მაგალითად, მერსედეს-ბენცმა ელექტრო Sprinter უკვე წარადგინა, რომელსაც ერთი დატენვით 168 კილომეტრის გავლა შეუძლია.
კომენტარები