საქართველოს მეზობელი ქვეყნების პირველი პირები მედიის მტრების სიაში
ფოტო: MURAD SEZER / REUTERS
საქართველოს მოსაზღვრე ოთხი სახელმწიფოს ლიდერებიდან, ჟურნალისტთა უფლებადამცველი ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) სამს მედიის მტრად მიიჩნევს.
2001 წლიდან, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, აქვეყნებს და ანახლებს მედიის მტრების სიას. ერთად თავმოყრილ ამ ჯგუფში მოიაზრებიან მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების ის ლიდერები, დიქტატორები, სააგენტოები, ორგანიზაციები და დაჯგუფებები, რომლებიც ჟურნალისტებს მუშაობის უფლებას ყველაზე სასტიკი ფორმებით უზღუდავენ.
28 ოქტომბერს, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს, RSF-მ განაახლა "გალერეა", რომელიც მოიცავს 35 სუბიექტს, მათ შორის მოძალადე პრეზიდენტებს, პოლიტიკოსებს, რელიგიურ ლიდერებს, სამხედრო დაჯგუფებებსა და კრიმინალურ ორგანიზაციებს. მედიაზე მოძალადეთა რიგებში აღმოაჩენთ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, თალიბანს და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს, კიმ ჩენ ინს.
მედიის მტრების სიის წარმომადგენლები კლავენ, აწამებენ, აპატიმრებენ და ცენზურას უწესებენ ჟურნალისტებს.
28 ოქტომბერს სიას დაემატა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. უკვე წლებია, რაც ამ სიაში არიან საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნების ლიდერებიც - აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და რუსეთის პირველი პირი ვლადიმერ პუტინი.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
სიაში დამატებულ ერდოღანზე წერია, რომ ის მედიის მტრად 2009 წლიდან მოიაზრება, თუმცა მისი დანაშაულებრივი ქმედებები მედიის მიმართ უფრო თვალსაჩინო გახდა 2016 წლის ივლისში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ.
15 ივლისის შემდეგ, თურქეთში გააუვნებელყვეს მედიის 124-ზე მეტი წარმომადგენელი, დააპატიმრეს 200 ჟურნალისტი და უამრავს ქვეყნის დატოვება მოუხდა.
RSF წერს, რომ ერდოღანისთვის საუკეთესო სამიზნეს წარმოადგენენ კრიტიკული მედიაგამომცემლები და ჟურნალისტები, მემარცხენეები, პრო-ქურთები, გიულენის მომხრეები, სეკულარისტები და ნაციონალისტები.
2016 წელს გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში თურქეთი, 180 ქვეყნიდან, 151-ე ადგილზეა.
ფოტო: RSF
ვლადიმერ პუტინი
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე რუსეთის პრეზიდენტს მედიის მტრად 2000 წლიდან მიიჩნევს.
პუტინი პრეზიდენტად პირველად სწორედ 2000 წელს აირჩიეს და მან უმალვე გამოავლინა, რომ მედიის გასაკონტროლებლად ნებისმიერ გზას აირჩევდა. ყველა ეროვნული ტელეარხი უმალ მოექცა ვლადიმერ პუტინის მმართველობის ქვეშ.
ავტორიტარიზმი კიდევ უფრო თვალნათელი გახდა, როდესაც პუტინი პრეზიდენტის სავარძელს დაუბრუნდა 2012 წელს, რამაც ქვეყანაში მოულოდნელი პროტესტის ტალღა გამოიწვია.
პუტინის რეჟიმმა ცივილიზებული სამყაროს ნაწილს თავის ქვეყანაში "დრაკონული კანონებით" უპასუხა, რომელიც კრძალავდა პროტესტსა და შეზღუდვებს უწესებდა თავისუფალ სიტყვას.
რუსეთში იბლოკებოდა საიტები, იდევნებოდნენ ბლოგერები, ადამიანებს ციხეში სვამდნენ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მოსაზრებების გამო. ამის პარალელურად, წამყვანი ტელეარხები კრემლის პროპაგანდას ატარებდნენ.
თანამდებობიდან გადააყენეს დამოუკიდებელი მედიის, Lenta.ru-სა და RBK-ს რედაქტორები, მათ ჩამოერთვათ ქონებაც. არასამთავრობოები, რომლებიც მედიას იცავდნენ, უცხოეთის აგენტებად გამოცხადდნენ. ამ დროისთვის, რუსეთის ციხეში 4 ჟურნალისტი იმყოფება.
2016 წელს გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში რუსეთი, 180 ქვეყნიდან, 148-ე ადგილზეა.
ფოტო: RSF
ილჰამ ალიევი
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ალიევს უწოდებს მეგალომანიით შეპყრობილ დიქტატორს, რომელიც ანგრევს ნებისმიერი სახის პლურალიზმს ქვეყანაში. ის მედიის მტრად 2003 წლიდან მოიაზრება.
ალიევს გამოცხადებული აქვს სასტიკი ომი კრიტიკის მიმართ 2004 წლიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სისტემა აკეთებს ყველაფერს ჟურნალისტების გასაჩუმებლად და დისკრედიტაციისთვის, მათ შორის ახორციელებს მათ შანტაჟს სექსუალური სახის ფარული ჩანაწერებით, ჭორებითა და ბინძური კამპანიით.
ამჟამად, ხელისუფლების კრიტიკისთვის აზერბაიჯანში 8 ჟურნალისტი ციხეში იმყოფება, მედიის წარმომადგენლების ნაწილმა დევნის გამო ქვეყანა დატოვა.
ხელისუფლების ზეწოლის პირობებში, ეკონომიკურად გაკოტრდნენ ისეთი მედიაგამომცემლები, როგორებიცაა Zerkalo და Azadlig.
2016 წელს გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში აზერბაიჯანი, 180 ქვეყნიდან, 163-ე ადგილზეა.
ფოტო: RSF
რეგიონში, 2016 წელს გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს და 180 ქვეყნიდან 64-ე ადგილზეა. 74-ე ადგილით მას სომხეთი მოჰყვება.
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში


კომენტარები