Microsoft Defender ხელმისაწვდომი მალე ანდროიდსა და iOS-ზეც გახდება
მაიკროსოფტი Defender-ის გამოშვებას ანდროიდისა და iOS-ისთვისაც გეგმავს. როგორც ცნობილი ხდება, პროგრამა წლის ბოლოსათვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.
ჯერ უცნობია თუ რა ფუნქციას იკისრებს დეფენდერი თითოეულ ოპერაციულ სისტემაზე, თუმცა ამასაც სულ მალე, RSA კონფერენციაზე, ამ კვირის განმავლობაში გავიგებთ.
Microsoft-მა დეფენდერის სხვა პლატფორმებზე გამოცდა ერთი წლის წინ დაიწყო. ის პირველად macOS-ზე გამოჩნდა. მაიკროსოფტმა პროგრამას სახელიც გადაარქვა და მას Windows Defender Advanced Threat Protection (ATP)-ის მაგივრად უკვე Microsoft Defender Advanced Threat Protection (ATP) ქვია.
სმარტფონებისათვის აპლიკაციას შეცვლილი სახე ექნება და დესკტოპ ვერსიისაგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. ასევე საინტერესოა ისიც, თუ როგორ იმუშავებს პროგრამა iOS-ზე, ვინაიდან და რადგანაც პლატფორმა აპლიკაციებს ვირუსების სკანირების საშუალებას საერთოდ არ აძლევს.
მაიკროსოფტის გამოწვევა ფიშინგის პრევენცია იქნება. ხშირია ფაქტები, როდესაც გარკვეული კომპანიების თანამშრომლები უნებლიედ გასცემენ თავიანთ მომხმარებლის სახელებსა და პაროლებს.
უახლოეს მომავალში ვიხილავთ ზუსტად როგორ და რამდენად წარმატებულად მიაღწევს ამ მიზანს მაიკროსოფტი
კომენტარები