უიშვიათესი გამჭვირვალე ბაყაყი 18 წლის შემდეგ პირველად იპოვეს
18 წლის შემდეგ პირველად ბაყაყის ეს უიშვიათესი სახეობა ბოლივიაში დააფიქსირეს — მას გამჭვირვალე კანი აქვს. ბაყაყი თვის დასაწყისში ეროვნულ პარკში შენიშნეს. მინიატურული ამფიბია სულ რაღაც 70-80 გრამს იწონის და 19-24 მმ სიგრძისაა.
გამჭვირვალე ბაყაყები (Centrolenidae) ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობენ, მათი კანი იმდენად გამჭვირვალეა, რომ გარედან შინაგანი ორგანოები გარკვევით ჩანს. ბაყაყი კაჩაბამბაში, კარასკოს ეროვნულ პარკში იპოვეს. მისიის მიზანი გადაშენების პირას მყოფი ამფიბიებისა და რეპტილიების გადარჩენას წარმოადგენდა.
"სახეობის ხელახალმა აღმოჩენამ იმედი მოგვცა, რომ გამჭვირვალე ბაყაყებს მომავალი აქვთ. ისინი მსოფლიოში ყველაზე ქარიზმატული ამფიბიები არიან", — განაცხადეს მისიის გუნდის წევრებმა.
სამი ბაყაყი ამფიბიების კონსერვაციის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მეცნიერები მათ გამრავლებაში დაეხმარებიან.
კომენტარები