სამსუნგი Galaxy S11-ს ოფიციალურად 11 თებერვალს წარადგენს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
სამსუნგის ახალი ფლაგმანი მომდევნო თვეში წარდგება მომხმარებლების წინაშე. ინფორმაცია ამის შესახებ არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ამჯერად Galaxy S11-ის გამოსვლის თარიღი სამსუნგმა ოფიციალურად დაადასტურა. ღონისძიება Unpacked სან-ფრანცისკოში 11 თებერვალს გაიმართება.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ Galaxy S11-თან ერთად შეიძლება ახალი კეცვადი სმარტფონიც ვიხილოთ, ეჭვებს ამის შესახებ სამსუნგის მიერ გავრცელებული თიზერიც აღრმავებს.
ასევე, თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ ახალი ფლაგმანი 120Hz ეკრანით გამოვა. სხვა ჭორებსაც თუ დავუჯერებთ, კამერას 8K ვიდეოს გადაღების ფუნქციაც ექნება. თუმცა ამ ყველაფერს დაზუსტებით მომდევნო თვის დასაწყისში შევიტყობთ.
კომენტარები