ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან უცხო ჯარების გაყვანას მხარი დაუჭირა
ფოტო: Aljazeera
ერაყის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის ჯარებმა ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვონ. გადაწყვეტილება პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბაღდადის აეროპორტზე საჰაერო შეტევისას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ქუდსის ძალების" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.
ამავე რეზოლუციით პარლამენტი მოითხოვს უცხო ქვეყნებს აეკრძალოთ ერაყის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცის სამხედრო მიზნებით გამოყენება.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. BBC წერს, რომ ამ დროისთვის ამერიკას ერაყის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 000 სამხედრო ჰყავს. 4 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს.
ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე თქვა, რომ "სასტიკი შურისძიება ელით მათ, ვინც ამ კრიმინალის უკან დგას". მან ირანში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. აშშ საპასუხოდ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს.
გენერალი სოლეიმანი ირანის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო. მის "ქუდსის ძალებს" აშშ ტერორისტებად მოიაზრებდა, რომელებიც ასობით ამერიკელის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელნი.
რას ამბობენ შტატებში
დონალდ ტრამპმა მომხდარიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ მოკლე კომენტარი დაწერა ტვიტერზე:
"ირანს ომი არასდროს მოუგია, მაგრამ მოლაპარაკებებში უკან არასდროს დაუხევია".
მანამდე, მან ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფოტო გამოაქვეყნა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამერიკულ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბაღდადში განხორციელებული საჰაერო შეტევა "გარდაუვალი შეტევის" ჩასაშლელად დაიგეგმა. მისი თქმით, დაგეგმილი ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ამერიკელებს უქმნიდა საფრთხეს.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ულოცავს ყველას ვინც სოლეიმანის განადგურების ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. მან ტვიტერზე იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი თეირანის რეჟიმის შესაცვლელად.
აშშ-ს ოპერაციას განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენი. იგი წერს, რომ სოლეიმანი იმსახურებდა პასუხისგებას ამერიკელი ჯარისკაცებისა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილისთვის. მიუხედავად ამისა, ბაიდენი აღნიშნავს, რომ გენერლის წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია "ესკალაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია", რაც კიდევ უფრო წაახალისებს ირანელებს ამერიკაზე თავდასხმისკენ. მისი თქმით, ტრამპმა "ნაღმი ისროლა დაძაბულობის კერაში".
კიდევ ერთი დემოკრატი კანდიდატი, სენატორი ელიზაბედ უორენი "მკვლელს" უწოდებს სულეიმანს, რომელმაც "ათასობით ადამიანი იმსხვერპლა". იგი ამატებს, რომ ტრამპის დაუფიქრებელი ნაბიჯი სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს ირანთან და გაზრდის დაღუპულთა რაოდენობას.
წარმომადგენმლობითი პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამბობს, რომ შეტევა კონგრესთან შეუთანხმებელი იყო. 2019 წლის ივნისში პელოსი ამბობდა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი არცერთი ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს კონგრესის თანხმობის გარეშე.
ევროპის რეაქცია
ევროპული ქვეყნებიდან გენერლის მკვლელობას პირველად საფრანგეთი გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, "ჩვენ უფრო საშიშ მსოფლიოს ვაღვიძებთ და სამხედრო ესკალაცია ყოველთვის საშიშია".
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესსპიკერის განცხადებით, საჭიროა სიტუაციის დეესკალაცია. მისივე თქმით, ამერიკული შეტევა იყო იმ სამხედრო პროვოკაციებზე პასუხი, რასაც ირანი აკეთებდა.
ბრიტანეთის მთავრობა ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სიტუაციის გაუარესება არავის ინტერესშია.
საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა ირანში მყოფი თავიანთი მოქალაქეები გააფრთხილა, მოერიდონ ნებისმიერ თავშეყრის ადგილს უახლოესი სამი დღის განმავლობაში. მათ, ასევე, რეკომენდაცია გასცეს, გონივრულად იმოქმედონ, განსაკუთრებით, მოგზაურობისას.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს მოსალოდნელი ძალადობის თავიდან ასარიდებლად, დაუყოვნებლივ დატოვონ ბაღდადი.
რუსეთის პასუხი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გენერლის მკვლელობა. უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ გენერლის მოკვლით შტატებს რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა უნდა:
"ეს მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს, რაც მილიონობით ადამიანს შეეხება".
რუსმა დეპუტატმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, ლეონიდ სლუცკიმ კი თქვა, რომ "ამერიკელებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს".
BBC-ის ცნობით, გენერალ სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასი. ბარელი ნავთობის ფასი 4 პროცენტზე მეტით გაიზარდა და $69,50 შეადგინა. ეს სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. ირანი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
რა მოხდა ბაღდადის აეროპორტში
ირანელი გენერალი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ქუდსის ძალების" ლიდერი, ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს გამთენიისას ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. საჰაერო დარტყმისას გენერალი სოლეიმანი მანქანით მიჰყავდათ სამხედროებს აეროპორტის ტერიტორიაზე.
გენერალი სოლეიმანი ირანის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო. მის "ქუდსის ძალებს" აშშ ტერორისტებად მოიაზრებდა, რომელბიც ასობით ამერიკელის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელი.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ერაყში და მთელ რეგიონში ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმას.
პენტაგონის წარმომადგენელის განცხადებით, ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით ჩატარებული ოპერაცია.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები