დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ მიზანში მისი 52 ობიექტი აქვთ ამოღებული
ფოტო: Charlie Riedel / AP
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე ირანის განცხადებებს ეხმაურება. ის ტვიტერზე წერს, რომ ამერიკელებზე თავდასხმის შემთხვევაში მათ ირანის 52 ობიექტი აქვთ მიზანში ამოღებული.
"ირანი მრავალი წლის განმავლობაში პრობლემის გარდა არაფერი ყოფილა. მოდი, ეს იყოს გაფრთხილება, რომ თუ ირანი შეტევას განახორციელებს ნებისმიერ ამერიკელზე ან ამერიკულ ობიექტზე, ჩვენ მიზანში გვყავს ამოღებული 52 ირანული ობიექტი (მრავალი წლის წინ ირანის მიერ მძევლად აყვანილი 52 ამერიკელის სიმბოლოდ), ზოგიერთი მათ შორის ძალიან მაღალი დონის, ძალიან მნიშვნელოვანი ირანისთვის და ირანული კულტურისთვის. ამ ობიექტებზე და თავად ირანზე იერიში იქნება ძალიან სწრაფი და ძლიერი. აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს !" — წერს ტრამპი ტვიტერზე.
აშშ-ს პრეზიდენტი ამავე განცხადებაში ტერორისტს უწოდებს ბაღდადის აეროპორტში მოკლულ ირანელ ლიდერს, ყასემ სოლეიმანს. ტრამპი წერს, რომ ამერიკამ მისი სახით მსოფლიოს "მოაშორა" ადამიანი, რომელმაც უამრავი სხვა ამერიკელის თუ ირანელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მომხდარზე თქვა, რომ "სასტიკი შურისძიება ელით მათ, ვინც ამ კრიმინალის უკან დგას". მან ირანში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. აშშ საპასუხოდ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს.
გენერალი სოლეიმანი ირანის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო. მის "ქუდსის ძალებს" აშშ ტერორისტებად მოიაზრებდა, რომელებიც ასობით ამერიკელის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელნი.
რას ამბობენ შტატებში
დონალდ ტრამპმა მომხდარიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ მოკლე კომენტარი დაწერა ტვიტერზე:
"ირანს ომი არასდროს მოუგია, მაგრამ მოლაპარაკებებში უკან არასდროს დაუხევია".
მანამდე, მან ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფოტო გამოაქვეყნა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამერიკულ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბაღდადში განხორციელებული საჰაერო შეტევა "გარდაუვალი შეტევის" ჩასაშლელად დაიგეგმა. მისი თქმით, დაგეგმილი ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ამერიკელებს უქმნიდა საფრთხეს.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ულოცავს ყველას ვინც სოლეიმანის განადგურების ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. მან ტვიტერზე იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი თეირანის რეჟიმის შესაცვლელად.
აშშ-ს ოპერაციას განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენი. იგი წერს, რომ სოლეიმანი იმსახურებდა პასუხისგებას ამერიკელი ჯარისკაცებისა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილისთვის. მიუხედავად ამისა, ბაიდენი აღნიშნავს, რომ გენერლის წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია "ესკალაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია", რაც კიდევ უფრო წაახალისებს ირანელებს ამერიკაზე თავდასხმისკენ. მისი თქმით, ტრამპმა "ნაღმი ისროლა დაძაბულობის კერაში".
კიდევ ერთი დემოკრატი კანდიდატი, სენატორი ელიზაბედ უორენი "მკვლელს" უწოდებს სოლეიმანს, რომელმაც "ათასობით ადამიანი იმსხვერპლა". იგი ამატებს, რომ ტრამპის დაუფიქრებელი ნაბიჯი სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს ირანთან და გაზრდის დაღუპულთა რაოდენობას.
წარმომადგენმლობითი პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამბობს, რომ შეტევა კონგრესთან შეუთანხმებელი იყო. 2019 წლის ივნისში პელოსი ამბობდა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი არცერთი ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს კონგრესის თანხმობის გარეშე.
ევროპის რეაქცია
ევროპული ქვეყნებიდან გენერლის მკვლელობას პირველად საფრანგეთი გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, "ჩვენ უფრო საშიშ მსოფლიოს ვაღვიძებთ და სამხედრო ესკალაცია ყოველთვის საშიშია".
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესსპიკერის განცხადებით, საჭიროა სიტუაციის დეესკალაცია. მისივე თქმით, ამერიკული შეტევა იყო იმ სამხედრო პროვოკაციებზე პასუხი, რასაც ირანი აკეთებდა.
ბრიტანეთის მთავრობა ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სიტუაციის გაუარესება არავის ინტერესშია.
საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა ირანში მყოფი თავიანთი მოქალაქეები გააფრთხილა, მოერიდონ ნებისმიერ თავშეყრის ადგილს უახლოესი სამი დღის განმავლობაში. მათ, ასევე, რეკომენდაცია გასცეს, გონივრულად იმოქმედონ, განსაკუთრებით, მოგზაურობისას.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს მოსალოდნელი ძალადობის თავიდან ასარიდებლად, დაუყოვნებლივ დატოვონ ბაღდადი.
რუსეთის პასუხი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გენერლის მკვლელობა. უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ გენერლის მოკვლით შტატებს რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა უნდა:
"ეს მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს, რაც მილიონობით ადამიანს შეეხება".
რუსმა დეპუტატმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, ლეონიდ სლუცკიმ კი თქვა, რომ "ამერიკელებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს".
BBC-ის ცნობით, გენერალ სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასი. ბარელი ნავთობის ფასი 4 პროცენტზე მეტით გაიზარდა და $69,50 შეადგინა. ეს სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. ირანი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
რა მოხდა ბაღდადის აეროპორტში
ირანელი გენერალი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ქუდსის ძალების" ლიდერი, ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს გამთენიისას ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. საჰაერო დარტყმისას გენერალი სოლეიმანი მანქანით მიჰყავდათ სამხედროებს აეროპორტის ტერიტორიაზე.
გენერალი სოლეიმანი ირანის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო. მის "ქუდსის ძალებს" აშშ ტერორისტებად მოიაზრებდა, რომელბიც ასობით ამერიკელის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელი.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ერაყში და მთელ რეგიონში ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმას.
პენტაგონის წარმომადგენელის განცხადებით, ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით ჩატარებული ოპერაცია.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები