ტესლამ 2019 წელს უფრო მეტი მანქანა გაყიდა, ვიდრე წინა ორ წელში ერთად
2019 წელი ტესლასთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, კომპანიამ 367 500 ავტომობილის გაყიდვა მოახერხა, ინფრომაცია ამის შესახებ ტესლას საიტზე გამოჩნდა.
გასულ წელს ტესლამ გაყიდვების ახალ რეკორდს მიაღწია, რაც ძირითადად Model 3-ის დამსახურება იყო. თავის ხმრივ, ეს ყველაფერი კომპანიას ახალი მოდელების შესაქმნელადაც წაადგა და ილონ მასკმა ორი ახალი პროტოტიპი, Model Y — კომპაქტური SUV და ალბათ უკვე ყველასათვის ცნობილი, ფუტურისტული Cybertruck წარადგინა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამდენი ავტომობილი ტესლას 2017 და 2018 წლებში ჯამურადაც არ გაუყიდია.
2019 წლის ჯამური მიწოდება წინა წელთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი. ეს ყველაფერი კომპანიის აქციების ფასზეც აისახა და მიუხედავად 2019 წლის ცუდი დასაწყისისა, როცა კომპანიამ 702 მილიონი დაკარგა, 2020 წელს ტესლა ახალი რეკორდით იწყებს.
დღეისათვის ტესლას აქციების ფასი $438$-ს შეადგენს.
კომენტარები