OnePlus-ის Concept One, შესაძლოა, დასაკეცი სმარტფონი იყოს
ამ წლის CES 2020 საკმაოდ საინტერესო იქნება, რადგანა ტექნიკის ყოველწლიურ ყველაზე დიდ გამოფენაზე უამრავი გიგანტი კომპანია წარადგენს საკუთარ თავს, შესაბამისად ბევრ ახალ სმარტფონსაც ვიხილავთ.
ტექნიკის ისეთი გიგანტების გვერდით, როგორიცაა LG და Samsung, იდგება OnePlus-იც. ჯერ-ჯერობით არავინ იცის რის შესახებ იქნება OnePlus-ის ივენთი, თუმცა, თუ ვენდობით ისეთი რეპუტაციის მქონე წყაროს, როგორიცაა The Korea Herald, კომპანია ახალი, დასაკეცი სმარტფონის დაანონსებას აპირებს.
სამწუხაროდ დეტალები საიდუმლოდ რჩება — ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სმარტფონი იქნება Samsung Galaxy Fold-ის და Huawei Mate X-ის მსგავსი, ან შეიძლება იყოს გადასაშლელი სმარტფონი, როგორიც Motorola Razr 2019-ია.
ჯერ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციებია და, რა თქმა უნდა, მოგვიწევს 7 იანვარს დაველოდოთ, თუმცა, საბედნიეროდ, ამ თარიღამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა.
კომენტარები