კრიზისი ნაციონალურ მოძრაობაშია — ქართული ოცნების მესიჯბოქსი ქუჩაში აქციების დროს
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა და 40-მა დეპუტატმა პოროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ხმა არ მისცა პარლამენტის წინ აქციების ახალი ტალღა დაიწყო. ამ პროტესტმა ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება გააერთიანა და დღემდე აერთინებს. დაპირების შეუსრულებლობის შემდეგ ქართული ოცნება 12-მა დეპუტატმა დატოვა.
ბოლო 10 დღეში აქცია ორჯერ დაშალეს. ორჯერვე ერთი მიზეზით. ქართული ოცნების დეპუტატების სპეცრაზმმა გზა გაუხსნა. აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა და ჯამში 65 ადამიანი დააკავა.
სწორედ ამ დროს მედიასთან ქართული ოცნების სახეები ამბობენ, რომ კრიზისი ნაციონალურ მოძრაობაშია. სწორედ ამ პარტიის წევრად მოიხსენებიენ ყველას, ვინც მათ აკრიტიკებს, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებსა და ნაციონალური მოძრაობის ოპონენტებსაც კი.
მამუკა მდინარაძე — ვიცე-სპიკერი
"კრიზისი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, კუთხეში არიან, თვითონ ჩადგნენ ამ კუთხეში, ვერ გამოდიან ამ კუთხიდან და დილემიდან. იმიტომ, რომ აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც პრაქტიკულადაც, თეორიულადაც, ფორმალურადაც, კანონითაც და კონსტიტუციითაც არის შეუსრულებელი და ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ მათ სურთ პროცესის ქუჩაში გადატანა, რაც არ გამოუდით, იმიტომ რომ ხალხი არ უჭერს მხარს. სამწუხაროდ, ქუჩაში ვითარდება ძალიან ცუდი პროცესი, თუმცა ეს პროცესი არის მილევადი, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობა".
კახა კალაძე — ქართული ოცნების გენერალური მდივანი
"პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას, იმ კონკრეტულ პარტიებს, რომელიც დღეს ეწევა დესტრუქციულ ქმედებებს, მათ ნამდვილად აქვთ პოლიტიკური კრიზისი. ჩემთვის არ არის მიღებული დესტრუქციული ქმედებები. მე ვფიქრობ, რომ კონსტრუქციულობა არის მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყნის განვითარებისთვის, ქვეყნის წინსვლისთვის, კონსტრუქციულობა, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი და დღესაც, ხვალაც, ზეგაც, მაზეგ მექნება ეს დამოკიდებულება", — თქვა კახი კალაძემ.
ირაკლი კობახიძე — პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე
"პოლიტიკური კრიზისი არის ნაციონალურ მოძრაობაში, ისინი ებრძვიან საკუთარ კრიზისს, საკუთარ რიგებში კრიზისიდან გამოსავალი ნაციონალურმა მოძრაობამ თვითონ უნდა იპოვოს. არ ვიცი მოძებნიან თუ არა ამ კრიზისიდან გამოსავალს, თუმცა მემგონი ძალისხმევა სჭირდებათ ამისათვის".
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა




კომენტარები