მე გიას ხაჭაპური მიყვარს, საქართველოში მზარეულების 75% კაცები არიან, ხორციც შემიწვავს — ხაზარაძის არგუმენტები
ფოტო: მამუკა ხაზარაძე / Facebook
თიბისი ჯგუფისა და საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მისი განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრის მიმართ სექსისტური არ იყო. ამის დასამტკიცებლად პალიტრანიუსის ეთერში მან სხვადასხვა არგუმენტები და მაგალითები მოიყვანა.
მათ შორის ის, რომ თავადაც აცხობს ხაჭაპურს და ხორცსაც კი. აღნიშნა ისიც, რომ მისი საყვარელი ხაჭაპურის მცხობელი კაცია და ზოგადად მზარეულების უმეტესობა საქართველოში მამრობითი სქესისაა.
"ხაჭაპური ჩვენი ეროვნული პროდუქტია და თითქმის ყველა აცხობს ამ ხაჭაპურს. არ იგულისხმება ქალი. მე გეტყვით, რომ საქართველოში მზარეულების თითქმის 75% არიან მამაკაცები. უფრო მეტს გეტყვი, რომ ხაჭაპური, რომელიც მე მიყვარს ყველაზე მეტად არის გიას ხაჭაპური. გასინჯული გექნებათ ბათუმსა და თბილისში, ცომგამოცლილი ხაჭაპურია.
მე ის კაცი ვარ, რომ შემიძლია ბოდიშიც მოვიხადო, თუ ბოდიშია მოსახდელი. არანაირი განზრახვა და თვითონ შინაარსი ამაში არ ყოფილა. აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ხაჭაპური, როგორც ეროვნული პროდუქტი, რომელიც თითოეულ ოჯახში მზადდება. კაცებიც აკეთებენ, ქალების აკეთებენ და მეც გამომიცხვია, პირდაპირ გეტყვით, რა. ხორციც შემიწვავს", — ამბობს ის.
ხაზარაძის თქმით, მან ის იგულისხმა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვა არ არის ხაჭაპურის ცხობის ტოლფასი.
"ღმერთმა დამიფაროს, რომ მე ქალს შევხედო მაგ კუთხით. ამიტომ, ვერაფერს ვერ მივიწეპებ, ისეთ რაღაცას, რომელიც შინაგანად ჩემში არ არის", — ამბობს ის.
დღეს, 3 ოქტომბერს თიბისი ჯგუფისა და მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს ინფრასტრუქტურაზე და შესაძლოა, კარგად აცხობდეს ხაჭაპურს. მოგვიანებით მან განმარტა, რომ თანასწორობა მისთვის მნიშვნელოვანი პრინციპია და დროა ხაჭაპურზე საუბარი დასრულდეს.
პასუხად ცქიტიშვილმა თქვა, რომ ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად აცხობს ხაჭაპურს და კარგად აკეთებს მის საქმეს. მან ახალგაზრდა გოგოებს მოუწოდა, არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებსა და დამოკიდებულებას, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რაც უყვართ და მიხედონ თავის ოჯახსა და ქვეყანას.
ამავე თემაზე:
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები