რატომ კრუტუნებენ კატები
ჩვენი კატები მოფერების დროს კი გამოსცემენ ხოლმე ამ ხმას, მაგრამ კრუტუნი კომუნიკაციის იმაზე გაცილებით რთულ ფორმას წარმოადგენს, ვიდრე წარმოგვიდგენია.
ფოტო: Michal Bednarek / Shutterstock
ხშირად გვგონია, რომ ზუსტად ვიცით, რატომ კრუტუნებენ კატები. ეს ქცევა ცხოველის კმაყოფილებისა და ბედნიერების ადამიანებისთვის ყველაზე ადვილად ამოსაცნობ ნიშნად ითვლება: მოგუდული სასიამოვნო ხმა, რომელსაც პატრონის კალთაში მოკალათებული კატა მოფერების დროს ამ იდილიური მომენტისთვის განკუთვნილი საუნდტრეკივით გამოსცემს.
მაგრამ საქმე იმაზე გაცილებით ჩახლართულადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
დიდი ხნის განმავლობაში დავის საგანი ისიც კი იყო, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა კატის სხეულში კრუტუნის დროს. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს დაკავშირებული იყო ქვემო ღრუ ვენის სისხლის მიმოქცევასთან, რომლის ფუნქციაც ჟანგბადით ღარიბი სისხლის გულის მარჯვენა მხარეში გადატანაა. თუმცა უფრო მეტი კვლევის საფუძელზე ნელ-ნელა ნათელი გახდა, რომ ამ ხმას კატის ხორხში არსებული კუნთები გამოსცემს: ეს კუნთები მოძრაობისას ფართოვდებიან და ხმის იოგებს კუმშავენ. შედეგად, კატის ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე ჰაერი ვიბრირებს და ჩვენ ის კრუტუნის სახით გვესმის.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები უკვე დარწმუნებულები არიან ზემოთ აღწერილი პროცესის სანდოობაში, დღემდე არ არსებობს უტყუარი პასუხი იმაზე, თუ რა იწვევს მას. ამ გაურკვევლობის გასაღები კატის ტვინში მიმდინარე მაღალამპლიტუდიანი რხევა უნდა იყოს, რადგან მისი არსებობისთვის სხვა დანიშნულების მიწერა ვერ ხერხდება.
მაგრამ, თუ ტვინში მიმდინარე მაღალამპლიტუდიანი რხევა იწვევს კრუტუნს, ეს ნამდვილად მაშინ ხდება, როცა კატა ბედნიერია?
ხანდახან კი, მაგრამ არა ყოველთვის.
მარჯან დებევერის თქმით, ყოველ კატას თავისებური კრუტუნი ახასიათებს.
ფოტო: Marjan Debevere
მარჯან დებევერი, რომელიც ლონდონში კატების თავშესაფრების ფოტოგრაფია, ამჟამად კატისებრთა ოჯახში შემავალი ცხოველების ფსიქოლოგიას შეისწავლის. ის ამავდროულად ოთხი კატის პატრონია; კლაივი, ჰულა, ლუიჯი და არჩი ინსტაგრამის ნამდვილი ვარსკვლავები არიან - მათ პირად გვერდს 45 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
დებევერის თქმით, კრუტუნის გარშემო არსებული გაურკვევლობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მას ჩვენ მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როდესაც კატებს მათ რჩეულ ადგილებში ვეფერებით. თუმცა, სინამდვილეში, ისინი მაშინაც კრუტუნებენ, როცა მათთან არც კი ვართ და მეტიც, ყველა კატას თავისებური კრუტუნი ახასიათებს: ზოგიერთი არასდროს კრუტუნებს, ზოგი კი პირიქით - გამუდმებით. მაგალითისთვის დებევერმა თავისი ორი კატა შეადარა: ლუიჯი, რომელიც უსახლკარო იყო და გამვლელს ქუჩიდან სამუშაო ოფისამდე აედევნა, შედეგად კი თავშესაფარში მოხვდა, იშვიათად კრუტუნებს; არჩი კი, რომელიც დებევერს ეზოდან შეუსახლდა - გაცილებით ხშირად.
"თავშესაფრებში სამი ათასზე მეტი კატისთვის მაქვს ფოტო გადაღებული და მათგან არცერთი ჰგავდა ერთმანეთს", - ამბობს დებევერი, - "შევსწრებივარ, როგორ კრუტუნებენ კატები სიკვდილის წინ ან ევთანაზიის დროს. ასეთი შემთხვევებისას ვეტექიმი ხშირად ამბობს ხოლმე რაიმე მსგავსს - ის ბოლო წუთამდე კრუტუნებდაო. ამ დროს ადამიანები ასკვნიან, რომ რადგან მათი კატა კრუტუნებდა, ბედნიერიც იყო. არადა, ყოველთვის ასე სულაც არ არის".
კატების ქცევისა და კომუნიკაციის შესახებ ჩატარებული კვლევებით დაგროვილი ინფორმაცია გაცილებით ჩამორჩება ძაღლების შესახებ არსებულ ანალოგიურ ცოდნას, რადგან ხშირად ძაღლები გაცილებით უფრო მარტივად ერთვებიან კვლევებში; განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ჯილდოდ საჭმელიც ერგებათ. კატების შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე, თუმცა ბოლო პერიოდში კრუტუნის ირგვლივ არსებულ კითხვებს მეტად მოეფინა ნათელი.
კატები ხშირად მაშინაც კრუტუნებენ, როცა მათ არავინ ეხება - არსებობს მოსაზრება, რომ ეს პროცესი მათი ძვლებისა და რბილი ქსოვილების ზრდას უწყობს ხელს.
ფოტო: Alamy
ვეტერინარი გერი უეიცმანი, რომელიც ცხოველების დახმარების პროგრამებს ხელმძღვანელობს, სწორედ ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებზე საუბრობს: "დიდი ხანი არაა, რაც კრუტუნის ფენომენის შესწავლა დავიწყეთ და ჯერ კიდევ უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს, ვიდრე - გაცემული. მაშინ, როცა კრუტუნი, ძირითადად, აღქმულია როგორც კატის სიამოვნებისა და კმაყოფილებისთვის დამახასიათებელი ნიშანი, ის ასევე შეიძლება გამოხატავდეს ცხოველის მღელვარებას, შიშსა და სტრესზე რეაქციას. თუმცა, საბედნიეროდ, უმეტეს შემთხვევებში კრუტუნი მართლაც მათი ბედნიერების მაჩვენებელია.
"ათწლეულების განმავლობაში არსებობდა ფაქტებით გაუმყარებელი თეორიები, რომ კრუტუნი კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმა იყო. 2000-იანების დასაწყისში კი გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ მას სხვა დატვირთვაც შეიძლებოდა ჰქონოდა. მეცნიერების, ელიზაბეტ მუგენთალერისა და კარენ ოვეროლის კვლევები კრუტუნის კიდევ უფრო სიღრმისეულად შესწავლაში დაგვეხმარა. სავარაუდოა, რომ კრუტუნს როგორც საკომუნიკაციო, ისე დამამშვიდებელი და სამკურნალო დანიშნულება ჰქონდეს", - ურთავს უეიცმანი.
კატები კრუტუნს დაბადებიდან რამდენიმე დღეში იწყებენ, რაც დედას გამოკვების დროს კნუტების პოვნაში ეხმარება. ჭამისას კრუტუნი ზოგიერთ კატას ზრდასრულობაშიც შეიძლება გადაჰყვეს. ზოგი კი ამ ხმის გამოცემით თავის პატრონს მიუთითებს, რომ სადილობის დროა. კატების ნაწილი ხმამაღლა კრუტუნებს მაშინაც, როცა სიფრთხილით შეისწავლის ახალ გარემოს - მაგალითად, გარდერობის უკანა, ჩაბნელებულ ნაწილს. ასევე შესაძლებელია, მათ ძაღლის გამოდევნების მსგავსი სტრესული და საშიში სიტუაციების გადატანის შემდეგაც დაიწყონ კრუტუნი.
რაც უფრო ღრმად შეისწავლა მეცნიერებამ კატისთვის დამახასიათებელი ეს ქცევა, სულ უფრო ცხადი გახდა, რომ კიდევ მეტია გამოსაკვლევი. ამას ცხადყოფს ის ფაქტებიც, რომლებზეც კატის ქცევის ექსპერტი, სელია ჰედონი საუბრობს: "მკვლევრებმა ჩაიწერეს ჩვეულებრივი კრუტუნის ხმები და ისეთიც, როცა კატა პატრონს საჭმელს სთხოვს. ვისაც არასდროს ჰყოლია კატა, იმასაც კი შეეძლო ამ ორ ჩანაწერს შორის განსხვავების შემჩნევა. ხმადაბალი კრუტუნისას ტირილისთვის დამახასიათებელი მაღალი სიხშირის ხმების გარჩევაა შესაძლებელი, რომელიც რაღაცით მიაუს წააგავს. ეს ხმა მარტოდ მყოფი კნუტებისა თუ პატარა ბავშვების ტირილს მოგვაგონებს. ადამიანები ბუნებრივად მგრძნობიარეები ვართ ბავშვის ტირილისადმი, ამიტომ კრუტუნში გარეულ ამ მაღალსიხშირიან ხმაზეც მძაფრად ვრეაგირებთ".
ხშირად კატები ერთმანეთის ბანვის დროსაც კრუტუნებენ.
ფოტო: Marjan Debevere
დიდი ბრიტანეთის ცხოველთა საქველმოქმედო ორგანიზაციაში მომუშავე მეცნიერი, სემ უოტსონი ამბობს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ როგორ და რა მიზნით კრუტუნებენ კატები ველურ ბუნებაში, ერთმანეთს შორის. თუმცა ის კი ვიცით, რომ ამას ისინი ერთმანეთისთვის ბეწვის გაწმენდის დროსაც აკეთებენ ხოლმე. "შესაძლოა, ისინი კრუტუნით იმასაც გამოხატვდნენ, რომ რაღაც სურთ ან პარტნიორს ნადავლის განაწილებას სთავაზობდნენ. კატისებრთა ცხოველების კომუნიკაცია მეტწილად შეუსწავლელია, არადა, ეს სფერო გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს", - ამბობს მეცნიერი.
ერთი ჰიპოთეზის თანახმად, კრუტუნს ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს: ვიბრაცია, რომელიც ამ პროცესს ახლავს თან, გადატანილი სტრესის შემდეგ კატას რეაბილიტაციაში ეხმარება. ამ ვიბრაციების სიხშირე, რომელიც 20-დან 150 ჰერცამდე მერყეობს, სავარაუდოდ, ძვლების ზრდას უწყობს ხელს - ცნობილია, რომ ძვალი ზეწოლაზე საპასუხოდ მკვრივდება. კრუტუნის ზოგიერთი სიხშირე კი, შესაძლოა, რბილ ორგანულ ქსოვილებზეც ანალოგიურად მოქმედებდეს.
"25-100 ჰერცის სიხშირის კრუტუნი მსგავსია თერაპიულ მედიცინაში დამკვიდრებული სიხშირეების გამომყენებელი მეთოდისა, რომლითაც ადამიანებს მკურნალობენ. კველევების თანახმად, 25-50 ჰერცის სიხშირეზე - ძვალი, 100 ჰერცის მიდამოების სიხშირეზე კი კანი და სხვა რბილი ქსოვილები რეაგირებენ", - ამბობს უეიცმანი.
ადამიანები ტკბილად მძინარე კატის კრუტუნს ხშირად ვამჩნევთ: ისინი ამ დროს თვითაღდგენის, რეაბილიტაციის პროცესში არიან. შესაძლოა, კატებს მათთვის დამახასიათებელი ქცევა - დღის დიდი მონაკვეთის დასვენებაში გატარება - ზედმეტი ფიზიკური აქტივობისგან დაზიანებების თავიდან ასარიდებლად გამოუმუშავდათ. კრუტუნი კი ეხმარება მათ, დასვენებისას მცირე ენერგიის ხარჯზე ძვლები და სხვა ქსოვილები ჯანსაღ მდგომარეობაში შეინარჩუნონ.
ისიც შესაძლებელია, რომ კრუტუნს სარგებელი მხოლოდ კატებისთვის არ მოჰქონდეს: კატის ყოლა დიდი ხანია, სტრესის შემსუბუქების ერთ-ერთ ფორმად ითვლება. არსებობს მოსაზრება, რომ ისინი ინსულტისა და გულის დაავადებების რისკს ადამიანებში ერთი მესამედით ამცირებენ. შესაბამისად, კატის კრუტუნის სიხშირე, სავარაუდოდ, ჩვენზეც კარგად მოქმედებს.
ბედნიერი კატის მიერ გამოცემული კრუტუნი, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლო იყოს.
ფოტო: Alamy
"ვფიქრობ, კრუტუნი ძალიან სასარგებლოა ადამიანებისთვის", - აღნიშნავს უეიცმანი, -"ფიზიკურთან ერთად საყურადღებოა ფსიქოლოგიური ეფექტებიც: თუ როგორ გვსიამოვნებს კრუტუნის მოსმენა, როგორ გვამშვიდებს ეს ხმა დაახლოებით ისე, როგორც სანაპიროზე ტალღების მიმოქცევის ყურება. ამ დამამშვიდებელი ეფექტის გამო, შეიძლება, ჩვენ გენეტიკური სელექციის დონეზეც კი ის კატები გადავარჩიეთ, რომლებიც მეტად იყვნენ მიდრეკილნი კრუტუნისკენ".
ამ მოსაზრებას ეთანხმება კატის ქცევის ექსპერტი, სელია ჰედონიც: "თუ შენი კატა ფეხებზე გეხვევა, სახეში გიყურებს და ამავდროულად მზერას თავისი ჯამისკენ ან მაცივრისკენ აპარებს, შეუძლებელია, ვერ მიხვდე ამ ნიშნებს, რომლებსაც თან ხმამაღალი კრუტუნი ახლავს: მას საჭმელი უნდა, თანაც ახლავე! დილაობით სახეზე ხახუნითა და ხმამაღალი კრუტუნით კატები ხშირად აღვიძებენ პატრონებს, რითიც ახსენებენ, რომ მათი საუზმის დროა. უმეტესი ჩვენგანი სანამ თავად დაიწყებს ჭამას, ჯერ კატის გამოკვებაზე ზრუნავს, რაც ცხადყოფს იმას, თუ რამდენად ეფექტიანია მათი კომუნიკაცია".
კრუტუნის მნიშვნელობის გაგება ხელს შეგვიწყობს, უკეთესად შევისწავლოთ კატების სხეულის ენაც. მაგალითად, ჩვენ უკვე ვიცით, რომ მეგობრულად განწყობილი კატის აბზეკილი კუდი მის კონტაქტურობაზე მეტყველებს, ხოლო მოხრილი, ქვევით დაშვებული ულვაშები კი მის საბრძოლო მზადყოფნაზე მიუთითებს. ამ დეტალების კიდევ უფრო ღრმად შესწავლა კატასა და პატრონს შორის კავშირის გაზრდასა და გამყარებას გააადვილებს.
-
ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი? ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი?
-
უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს
გადახედვა
-
Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა
გადახედვა
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა. პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა.
გადახედვა
-
ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
"მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს "მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე
გადახედვა
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
კომენტარები