ევროპის ქვეშ დაკარგული კონტინენტი — დიდი ადრია იპოვეს
მეცნიერებმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის გეოლოგიის ევოლუციური ისტორიის შესწავლისას აღმოაჩინეს, რომ ევროპის ქვეშ აქამდე უცნობი კონტინენტი იმალება. მას დიდი ადრია ეწოდება და ის გრენლანდიის ზომისაა. დიდი ადრია ჩრდილოეთ აფრიკას დაახლოებით 140 მილიონი წლის წინ მოსწყდა და ევროპის ქვეშ ჩაიმარხა.
სხვათა შორის, არსებობს შანსი, რომ ამ უცნობ კონტინენტზე თქვენ აქამდეც ყოფილხართ.
"დაივიწყეთ ატლანტიდა. ტურისტების დიდი ნაწილი საკუთარ შვებულებებს დიდ ადრიაზე ატარებს, ისე, რომ ამას ვერც იაზრებენ", — აცხადებს კვლევის ავტორი დაუვ ვან ჰინსბერგენი.
როგორც ვახსენეთ, ახალი კონტინენტი უმეტესად ევროპის ქვეშაა დამალული, თუმცა მისი მცირე ნაწილი ზედაპირზეც არის ამოსული.
"ზედაპირზე ამ კონტინენტის მხოლოდ მცირე ხაზია შემორჩენილი, რომელიც ტურინში იწყება და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიის ჩექმის ქუსლთან მთავრდება", — აცხადებს ჰინსბერგენი.
ხმელთაშუაზღვის რეგიონი გეოლოგიური მახასიათებლებით უნიკალურია. აქ ფილების ტექტონიკა სხვაგვარად მოქმედებს — ფილების ტექტონიკით მეცნიერები ცდილობენ ახსნან, თუ როგორ ფორმირდება დედამიწაზე კონტინენტები, ოკენეები და სხვა გეოლოგიური თავისებურებები. ამ თეორიის მიხედვით ტექტონიკური ფილები ნასხლეტ ქანებთან ურთიერთქმედებისას არ დეფორმირდებიან, თუმცა თურქეთში და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ყველაფერი სხვაგვარადაა.
"ამ რეგიონში ერთგვარი გეოლოგიური ალიაქოთია: ყველაფერი გაღუნული, დატეხილი და ერთმანეთში არეულია. ამასთან შედარებით, მაგალით ჰიმალაის მთათა სისტემა ბევრად მარტივია", — ამბობს ჰინსენბერგი.
დიდი ადრია დიდწილად წყლის ქვეშ იყო, თუმცა როდესაც ეს კონტინენტი სამხრეთ ევროპის ქერქის ქვეშ მოექცა, დიდი ადრიის ნაწილი "აიფხიკა" და სწორედ ამის შედეგად წარმოიქმნა ალპების და აპენინების რეგიონში მთების ნაწილი. ისევე როგორც ბალკანეთში, საბერძნეთსა და თურქეთში.
კვლევა ჟურნალ Gondwana Research-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები