თანამედროვე ბავშვებს ასტრონავტობის ნაცვლად იუთუბერობა სურთ — კვლევა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ახალი კვლევის მიხედვით, დღევანდელ ბავშვებს იუთუბერობა უფრო სურთ, ვიდრე ასტრონავტობა.
სათამაშოების კომპანია Lego-მ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში 8-12 წლის 3 000 ბავშვი გამოკითხა. გამოკითხულთა მესამედმა განაცხადა, რომ მომავალში მათ იუთუბერობა სურდათ, ასტრონავტობა კი მხოლოდ 11 პროცენტს უნდოდა.
აღსანიშნავია, რომ შედეგები ბავშვების წარმომავლობის მიხედვით განსხვავდებოდა. მაგალითად, გამოკითხული ჩინელი ბავშვების ნახევარს სწორედ ასტრონავტობა სურდა.
აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ბავშვებისთვის ყველაზე პოპულარული პროფესიები ასე გამოიყურებოდა:
- იუთუბერი/ვლოგერი
- მასწავლებელი
- პროფესიონალი სპორტსმენი
- მუსიკოსი
- ასტრონავტი
Lego ბავშვებში კოსმოსის პოპულარიზაციას აქტიურად ცდილობს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ Apollo-ს ახალი, შთამბეჭდავი კომპლექტი გამოუშვა.
კომენტარები