საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კახეთში ატამი დაკრიფა. ზურაბიშვილი ფოტოებს Twitter-ზე აქვეყნებს.

პრეზიდენტი ამერიკის შტატ ჯორჯიას მიმართავს: "ჰეი, ჯორჯიის შტატო, ჩვენც გვაქვს ქართული ატამი".

ჯორჯიას შტატის მეტსახელი ატმის შტატია. ეს ხილი შტატის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა.