ყველაზე ხნიერი დასავლეთის დაბლობის გორილა 63 წლის ასაკში დაიღუპა
ტრუდი — ზოოპარკში მცხოვრები ყველაზე ხნიერი დასავლეთის დაბლობის გორილა 63 წლის ასაკში დაიღუპა. ის ველურად დაჭერილი ერთ-ერთი ბოლო გორილა იყო.
The Little Rock Zoo-მ გორილას დაღუპვის შესახებ ხუთშაბათს, ღამით განაცხადა. ამ სახეობის გორილა ბუნებაში დაახლოებით 40 წლამდე ცხოვრობს, ადამიანების დახმარებით კი, ზოგჯერ 50-მდეც.
ზოოპარკში ტრუდი 1988 წელს, პარტნიორთან, ოლისთან ერთად მიიყვანეს და ისინი არკანზასში პირველი გორილები იყვნენ. ახლა ზოოპარკში მყოფი გორილების უმეტესობა ზოოპარკშივეა დაბადებული.
დასავლეთის დაბლობის გორილა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ფართოდ გავრცელებული სახეობაა. მიუხედავად ამისა, ბუნებაში მათი რაოდენობა მაინც იკლებს. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა დაახლოებით 60 პროცენტით შემცირდა.
"ტრუდისთან უამრავი მოგონება და ამბავი გვაკავშირებს. ის ჩვენი ზოოპარკის დიდი ოჯახის განუყოფელი წევრია. ჩვენ მის არ ყოფნას ყოველ დღე ვიგრძნობთ", — განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა სუზან ალტრუიმ.
კომენტარები