როგორ გადაუმალეს ბრიტანელებმა ჰიტლერს ეროვნული გალერეის განძეულობა
ფოტო: Hulton Archive / Getty
თითქმის ოთხმოცი წლის წინ მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე ძვირფას ნახატს სნოუდონიას მთიან რეგიონში გერმანელებისგან გადასამალად ამზადებდნენ.
ამ დროისათვის ფაშისტებს ევროპის გარშემო უკვე მილიონობით ფუნტის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების მოპარვა და განადგურება მოესწროთ.
მაშინ, როცა ანტიჰიტლერული კოალიციის წევრი ქვეყნების ჯარები ქალაქ დიუნკერკიდან გამოჰყავდათ, ლონდონი იბომბებოდა და გერმანელების ინგლისში შეჭრაც გარდაუვალი ჩანდა, ბრიტანელებმა იმაზე დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ გადაერჩინათ ეროვნული გალერეის განძეულობა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღიდან ნახატებს უელსში სხვადასხვა ადგილას დროებით მალავდნენ, მაგრამ მათი ხანგრძლივად შესანახად ამ სამალავთაგან არცერთი გამოდგებოდა.
1940 წელს პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა ხელოვნების ნიმუშებზე ცნობილი განცხადება გააკეთა: "დამალეთ ისინი გამოქვაბულებში და სარდაფებში, მაგრამ ამ კუნძულს ერთი ნახატიც არ დატოვებს".
ექსპერტები სამალავს დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე მანამ ეძებდნენ, სანამ გვინედის საგრაფოს ქალაქ ბლაენაუ ფესტინიოგში მანოდის კარიერს არ მიაგნეს.
ეროვნული გალერეის თანამშრომლებს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნახატების კარიერში გადატანამ ხელოვნების ნიმუშების სწორ პირობებში შენახვაზე ბევრი რამ ასწავლა.
ფოტო: Hulton Archive / Getty
იქამდე მანოდის მთის საბადო საუკუნეზე მეტ ხანს ფუნქციონირებდა. ამ პერიოდში ჩატარებულმა გათხრებმა მთის შუაგულში გამოქვაბულის მსგავსი სივრცე შექმნა, რომელიც ასობით მეტრი სისქის ფიქალითა და გრანიტით იყო დაფარული. ეს გარემოება ამ ადგილს, ფაქტობრივად, ბომბებისთვის შეუვალად აქცევდა.
კარიერის დიდი ქალაქებიდან ასეთი მოშორებული მდებარეობა კი ნახატების გადამალვის ოპერაციის საიდუმლოდ შენახვასაც აადვილებდა.
ეროვნული გალერეის ნახატების უფროსი მკვლევარი და წიგნის, ეროვნული გალერეა ომის დროს, ავტორი, სუზან ბოსმენი ამბობს, რომ ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის, ვან დეიკის, უილიამ ტერნერის, ჯონ კონსტაბლის და სხვა მხატვართა ხელით შესრულებული ორი ათასამდე ნახატისთვის ადგილმდებარეობის შეცვლა ადვილი საქმე არ ყოფილა.
მხატვარ ვან დეიკის ტილოს, ჩარლზ I-ის ცხენზე ამხედრებული პორტრეტი, სიგრძე 3.7 მეტრი, სიგანე კი 2.9. მეტრი გახლავთ. ამის გამო ნახატის კარიერში გადატანა ერთგვარ გამოწვევად იქცა.
ფოტო: National Gallery
"ცივი, ნესტიანი მთის საბადო ხელოვნების შეუფასებელი ნიმუშების შესანახად შესაფერისი ადგილი სულაც არ არის. ამიტომაც მათი იქ გადატანამდე კარიერში აგურებისგან ექვსი ჰაერგაუმტარი სათავსო ააშენეს", - გვიხსნის ბოსმენი, - "შედეგად, ნახატები მანოდის მთაში ბევრად უკეთეს პირობებში აღმოჩნდნენ, ვიდრე ეროვნულ გალერეაში იყვნენ ომამდე. მუზეუმის თანამშრომლებს ამ ევაკუაციამ ხელოვნების ნიმუშების შენახვაზე ბევრი რამ ასწავლა და ამ ცოდნის გამოყენება ომის შემდეგაც განაგრძეს".
ყველაზე დიდი ზომის ნახატებს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ეგრეთ წოდებულ სპილოს ყუთებში აწყობდნენ და სახმელეთო ტრანსპორტით გადაჰქონდათ. შედარებით პატარა ზომის ნახატები კი, ზედმეტი ყურადღების თავიდან ასარიდებლად, საფოსტო ფურგონებით და საკონდიტრო კომპანიის ქედბარის სატვირთო მანქანებით გადაჰქონდათ.
მთის ძირამდე მისვლის შემდეგ ისინი სპეციალურად შექმნილი ვიწრო სარკინიგზო გზაზე დახუფული ვაგონებით ზუსტად სათავსოების კარამდე მიჰქონდათ. ნახატებს მხოლოდ მას შემდეგ ათავისუფლებდნენ ყუთებიდან, რაც ისინი მკაცრად გაკონტროლებული ტემპერატურის მქონე სივრცეში აღმოჩნდებოდნენ.
თუმცა, ბოსმენისვე თქმით, ხელოვნების ნიმუშების გადაადგილება ყოველთვის შეუფერხებლად ვერ ხერხდებოდა: "ვან დეიკის ცხენზე ამხედრებული ჩარლზ I-ის პორტრეტი უზარმაზარია. ყუთში მოთავსების მერე აღმოჩნდა, რომ ის სიმაღლეში მნიშვნელოვნად აღემატებოდა სატვირთო მანქანას. კარიერთან მიახლოებისას, სარკინიგზო ხიდის თაღის ქვეშ გამავალი გზა მიხვეულ-მოხვეულია. ნახატის ამ ადგილზე გაძვრენა დაახლოებით ხვეულ კიბეზე დივანის ატანას ჰგავდა; სიმაღლე საკმარისი კი იყო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნახატს ზუსტი კუთხით დახრიდი. საბოლოოდ, გზის ზედაპირის გათხრა მოუწიათ, რათა ის რამდენიმე სანტიმეტრით დაბლა დაეწიათ. დღესაც კი ამ ადგილას ბორდიური შესამჩნევად უფრო მაღალია; ეს დეტალი იმის დავიწყების საშუალებას არ გვაძლევს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო სურათთა ევაკუაცია", - ამბობს ბოსმენი.
ინჟინერი ჯ. რ. ჯოუნსი მანოდის კარიერის მიწისქვეშა სათავსოში ტენიანობას ზომავს.
ფოტო: Hulton Archive
მთავრობა მანოდის საბადოს ქირაობას 1950-იან წლებამდე განაგრძობდა, რადგან მას მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში იგივე ფუნქცია უნდა შეესრულებინა. თუმცა კარიერი და სამალავი კაბინები ახლა ცუდ მდგომარეობაშია და იქ მოხვედრა მკაცრად კონტროლდება.
ბოსმენი ამ სათავსოებში მიმდინარე საუკუნეში მოხვედრილთა მცირერიცხოვანი ჯგუფის წევრი მას შემდეგ გახდა, რაც მწერალსა და მკვლევარს, უილ მილარდს BBC-ის დოკუმენტური სერიალის, დამალული უელსის, გადაღებისას შეუერთდა. მილარდმა ამ ვიზიტს თავისი პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება უწოდა.
სურათზე ხედავთ, თუ როგორ გამოაქვთ შესამოწმებლად სანდრო ბოტიჩელის ნახატი, დედა და შვილი.
ფოტო: Hulton Archive / Getty
"სრულიად გაოცებული დავრჩი, როცა ვნახე, რამდენის მიღწევა შეძლეს მხოლოდ ექვს თვეში. ეს იმის მტკიცებულებაა, თუ როგორი გამჭრიახობა და სიმტკიცე გამოიჩინა ბრიტანეთმა ომის დროს", - ამბობს მილარდი, - "კედლებზე დღემდე შეიმჩნევა ნიშნები, რომლის მიხედვითაც ხვდები, სად ეკიდა ნახატები. იატაკზე კი ის ჰიგირომეტრები და თერმომეტრებია მიმოყრილი, რომლებიც გარემო პირობების ყველა პარამეტრის საზომად გამოიყენებოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ მომავალში ამ ადგილის მონახულებას ცოტა ადამიანიღა თუ შეძლებს. ჩვენ ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილს გაქრობის საშუალება მივეცით".
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები