ჩამოდით საქართველოში პუტინის ჯინაზე — ამერიკელი ჟურნალისტი CNN-ზე
ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი
ვილ ქათკარტი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც თბილისში ცხოვრობს. ის არის საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი მედიის საკითხებში. ჟურნალისტი CNN-ზე ნააზრევს აქვეყნებს და ტურისტებს მსოფლიოდან მოუწოდებს ჩამოვიდნენ საქართველოში.
"ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის მსმელებო, მთასვლელებო, ზღვაზე დასვენების მოყვარულებო, რომანტიკოსებო, ისტორიკოსებო, ყველას, ვინც ეძებთ თავგადასავალს ან გინდათ, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ავნოთ, საქართველოს თქვენ სჭირდებით. თუ როდესმე გიფიქრიათ ესტუმროთ შავი ზღვის ერს, რუსეთსა და თურქეთს შორის, ახლა საუკეთესო დროა. ისინი კი, ვინც უკვე იყავით, დროა დაბრუნდეთ.
საპროტესტო აქციების საპასუხოდ პუტინი ცდილობს დასაჯოს, დაიმორჩილოს და გააკოტროს ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნება. დასაჯოს იმის გამო, რომ ქართველი ხალხი იყენებს საკუთარ უფლებას, თავისუფლად შეიკრიბოს და გამოხატოს საკუთარი აზრი...
რატომ აკეთებს პუტინი ამას? ორი მიზეზია:
პირველი — მას ეშინია, რომ რუსი ხალხი ნახავს პროტესტს საქართველოში და იმავეს გაიმეორებს რუსეთშიც;
მეორე — პუტინს სურს, რომ გაავრცელოს ნარატივი, რომ პროტესტი რუსოფობიურია.
ეს ასე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის ანექსიის შედეგად საქართველოს 20% ოკუპირებულია. სიმართლე რთულია, თუმცა ადვილი გასაგებად.
საქართველოს თავისი ტერიტორიების დაბრუნება უნდა და მათი მიზანია, ეს სურვილი, ტურისტებსაც გაუზიაროს, რადგან ქართველები საკუთარი მიწით ამაყობენ.
საქართველოს ოკუპაციის ისტორია მტკივნეული და მწარეა. ქართველები ღიად დებატობენ ამ საკითხზე, გამოხატვის თავისუფლების დახმარებით. ეს თავისუფლება პუტინს ჯარზე მეტად აშინებს. ქართველ ხალხს აქვს სერიოზული პრობლემა კრემლთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა აქვს რუს ხალხთანაც.
საქართველოში რუსებს კეთილგანწყობილად ხვდებიან და ყოველთვის ასე იყო. თუმცა, რუსებს ტანკებზე — არა. ქართველები საკუთარ თავს ევროპელებად თვლიან, მაგრამ რუსული კულტურა უყვართ. რუსული ენას, ლიტერატურას, ფილმებს, ბალეტს ამ ქვეყანაში პატივს სცემენ. სინამდვილეში, რუსებსა და ქართველებს ახლა იმაზე ბევრი საერთო აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ. ორივე ქვეყანა ოკუპირებულია ვლადიმირ პუტინის მიერ, მისი კორუფციული კრონებით.
ახლა ის დროა, როცა უნდა დავეხმაროთ მყიფე ევრაზიულ დემოკრატიას. დასავლეთის საელჩოები თბილისში აშშ-ს გავლით, სწორედ, ამას აკეთებენ. ისინი ახალისებენ სოციალური მედიის მომხმარებლებს, რომ ეწვიონ საქართველოს. თუ საკმარისი ხალხი ჩავა საქართველოში, პუტინის გეგმა ვერ გამართლდება.
საქართველო ცხოვრობს ყველაზე დიდი ქვეყნის საშიში ჩრდილის ქვეშ. აგორებული კამპანია სოლიდარობის შთამაგონებელი მაგალითია. საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისა და ნატოს მიმართ რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. თუმცა, ორივე ორგანიზაცია, საქართველოს დახმარებისა და მისალმების მიუხედავად, რუსეთის ზეწოლის პირობებში მაინც ჩიხშია. მიუხედავად მათი წარსული დაპირებებისა, ცხადია, რომ არც ერთი არ მოდის საქართველოს დასახმარებლად, მაგრამ საქართველოს დახმარება ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც საჭიროა, საქართველოში ჩასვლაა.
ათწლეულების განმავლობაში საქართველოში არაერთი იმპერია შეიჭრა, თუმცა საქართველო მაინც გადარჩა. ქართველებმა იციან მოქალაქეებისა და მათი მთავრობის გარჩევა. ეს გადამწყვეტია ოკუპაციის პირობებში გადასარჩენად.
არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ხართ, ახლა საქართველოს თქვენ სჭირდებით. მოდით, ვუპასუხოთ პუტინს და მისი ბოროტ აკრძალვას. დატკბით უძველესი ისტორიის მქონე ღვინით და ინოვაციური სამზარეულოთი. აღმოაჩინეთ ულამაზესი ქვეყანა, მომაჯადოებელი კავკასიის მთებით და შავი ზღვის სანაპიროთი.
ასე თქვენ პატარა ქართულ დემოკრატიას გაღვივებაში დაეხმარებით, წინ აღუდგებით გეოპოლიტიკურ მჩაგვრელს და ცხოვრებაში საუკეთესო დროს გაატარებთ. ისევე, როგორც 3,7 მილიონი ქართველი, მეც მზად ვარ, მეგზურობა გაგიწიოთ".
#spendyoursummeringeorgia
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები