10 გავრცელებული სიმპტომი, რომელიც ალერგიაზე მიგვანიშნებს
ალერგია ადმიანის ორგანიზმში მიმდინარე, იმ გარემო ფაქტორებზე გაძლიერებული რეაქციაა, რომელებიც, ჩვეულებრივ, მსგავს გამოვლინებებს არ უნდა იწვევდეს.
მტვერი, მცენარეები, საკვები — ეს იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ალერგიული ადამიანების ჯანმრთელობისთვის, სერიოზული ზიანისა და დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ გამოვლინებები, რომლებიც ალერგიაზე მიუთითებენ, ხშირად სხვა დაავადებებსაც ახასიათებთ და მათი არსებობის შემთხვევაში დიაგნოზი ყველა ვარიანტში პროფესიონალმა ექიმმა უნდა დასვას, ჩამოგითვლით 10 გავრცელებულ სიმპტომს, რომელიც ალერგიაზე მიგვანიშნებს:
1. ცემინება, სურდო
ფოტო: Kelly Carpenter
შეიძლება უბრალოდ გაცივდით, თუმცა, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ცემინება და სურდო ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.
2. ქავილი
ფოტო: Al Boardman
თუ სხეული გექავებათ და კოღოს ნაკბენის კვალი არსად ჩანს, ნამდვილად ღირს გადაამოწმოთ ალერგია გაქვთ რამეზე, თუ - არა.
3. გამომშრალი, დამსკდარი, ან გაწითლებული კანი
ფოტო: Hamza Idrissi
გამომშრალი, დამსკდარი და გაწითლებული კანიც ალერგიის ერთ-ერთი პირველი და გავრცელებული სიმპტომია.
4. ცრემლდენა
ფოტო: Steve Wolf
თუ მტვრიან ოთახში მოხვდით, ან რომელიმე მცენარეს შეეხეთ და თვალები აგეწვათ, აგიცრემლიანდათ, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ თქვენს ოპრგანიზმში ალერგიული პროცესები მიმდინარეობს.
5. ტკივილი გულმკერდის არეში
ფოტო: Anton Fritsler
გულმკერდის არეში თუ ძლიერ ტკივილს იგრძნობთ, აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება ალერგია, ან რომელიმე სხვა, გაცილებით სერიოზული დაავადება იყოს.
6. ხველა
ფოტო: GAËTAN HEUZÉ
ალერგიას კიდევ ერთი გამოვლინება ახასიათებს, როცა გაციებული საერთოდ არ ხარ, მაგრამ გაუჩერებლად გახველებს და სუნთქვა გიჭირს.
7. შეშუპება
ფოტო: Ilaria Lazzarotto
შეშუპებაც ალერგიის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია და ასეთ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ოჯახის ექიმს.
8. წითელი გამონაყარი
ფოტო: Phillip Fivel Nessen
გამონაყარი ბევრი სხვა მიზეზით შეიძლება აიხსნებოდეს, თუმცა, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნამდვილად შეგვიძლია, რომ ალერგია განვიხილოთ.
9. ტუჩების, ენის, ან სახის დასიება
ფოტო: DAN Gartman
თუ მარწყვი, ან ატამი ჭამეთ და ტუჩები, ენა, ან მთლიანად სახე გაგისივდათ, ეს ნიშნავს, რომ ამ საკვების მიმართ ალერგიული ხართ.
10. გულისრევა, დიარეა და სისუსტე
ფოტო: Anton Fritsler
ალერგია ხშირად ისეთი მძიმე ფორმებითაც მიმდინარეობს, როგორიც არის, გულისრევა, დიარეა, და სისუსტე — ამ და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებშიც აუცილებელია, რომ დროულად მიაკითხოთ ექიმს.
სეზონურ ალერგიაზე, სწორი კვებით სხვადასხვა დაავადებების პრევენციასა და ქრონიკულ ტონზილიტზე "სხვა შუადღის" წამყვანებმა ექიმ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად ისაუბრეს:
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები