ქართველებს ევროპული გული აქვთ — ისტორიული ფაქტები
"მე გავეცანი საქართველოს კონსტიტუციას და რაც იქ წავიკითხე, მინდა ჩემს ქვეყანაშიც ვნახო", - ეს არის ამონარიდი სტატიიდან "სოციალური სახელმწიფო კავკასიაში", რომელიც 1920 წლის 16 ოქტომბერს ჟურნალ Nation-ში გამოქვეყნდა. მისი ავტორია დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, პირველი ლეიბორისტი პრემიერი ჯეიმს რამსეი მაკდონალდი, აღფრთოვანებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური წყობით.
1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსეთის იმპერიის ნამსხვრევებზე. საქართველოს სათავეში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ. მათ ქვეყანაში იმ დროისათვის მოწინავე წესრიგი დაამყარეს და ჩართეს სიტყვა "დემოკრატია" არა მხოლოდ სახელმწიფოს დასახელებაში, არამედ თვით დამოუკიდებლობის აქტში, რომელიც მმართველობის ფორმას აფიქსირებდა.
"ეს იყო ავთენტური ევროპა. ხალხი, რომელიც აქ 100 წლის წინ იდგა და სოციალური ინიციატივები გამოდიოდნენ, აი, ისინი იყვნენ შინაგანად ევროპელები. მათ არაფერში სჭირდებოდათ სხვისი რეკომენდაციები, მითითებები და მოწოდებები. ისინი მათ თვითონ ქმნიდნენ", - ამბობს ისტორიკოსი და პოლიტიკოსი გრიგოლ გეგელია.
ლეიბორისტი მაკდონალდი, რომელიც საქართველოს 1920 წელს ეწვია როგორც მეორე ინტერნაციონალის სოციალისტური მუშათა პარტიის საერთაშორისო გაერთიანების დელეგატი - იყო არა მხოლოდ მოხიბლული, არამედ აღფრთოვანებული საქართველოს მაგალითით, კერძოდ, იმით, რომ ქალებმა კაცების თანაბარი ამომრჩევლის უფლება მიიღეს. სწორედ მაკდონალდის პრემიერობის დროს 1928 წელს, საქართველოს პრეცენდენტიდან 10 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთში მიიღეს კანონი სახალხო წარმომადგენლობაზე, ქალებმა საბოლოოდ მიიღეს მამაკაცებთან თანასწორი საარჩევნო უფლებები.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ცოტა ხანს იარსება. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმიის დანაყოფები თბილისში შეიჭრა, ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა და საბჭოთა მმართველობა გამოაცხადა.
საქართველოს პირველი კონსტიტუცია 21 თებერვალს, ბოლშევიკების შემოჭრამდე 4 დღის ადრე მიიღეს. მთავრობამ დედაქალაქში მისი დაბეჭდვა ვერ მოასწრო და ბოლო მომენტში ბათუმის ერთ-ერთ ტიპოგრაფიაში მაშინ გამოსცეს, როცა სოციალ-დემოკრატები სამშობლოს სამუდამოდ დასატოვებლად ემზადებოდნენ.
ემიგრაციაში ყველა არ წასულა, ზოგიერთებმა მალულად უკან დაბრუნებაც მოახერხეს. დამოუკიდებლობის მომხრეებმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს და ძალისმიერი საბჭოეთის წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყების მოწყობა მოახერხეს. ყველაზე დიდი აჯანყება 1924 წელს მოხდა. საბჭოთა სახელმძღვანელოებში ის "მენშევიკური ავანტიურის" სახელით შევიდა. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს და დაიწყო მასობრივი რეპრესიები. არსებობს ეჭვი, რომ ბოლშევიკებმა თავად შეუწყვეს ხელი აჯანყებას, რათა რეპრესიების დაწყების მიზეზი ჰქონოდათ. ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია საბჭოთა კავშირს ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს, რომელმაც საქართველოში დემოკრატიული ფესვების განადგურება მოახერხა.
"წითელმა ტერორმა" და სტალინის რეპრესიებმა ჩაახშო უკმაყოფილების ყველა გამოვლინება. 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოში კომუნისტური რეჟიმის წინაღმდეგ გამოსვლები არ ყოფილა, ვიდრე 1970 წელს არ გამოჩნდა ანტისაბჭოთა მოძრაობის ახალი თაობა. როგორც ისტორიკოსი, ფილოსოფიის დოქტორი და ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს, საქართველოში ყოველთვის იყო ძლიერი ანტისაბჭოთა, ანტიმოსკოვური და ანტიკოლონიური განწყობა.
"ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ 1924 წლის აჯანყებაზე, ცოტა უფრო რთულად 1956 წლის გამოსვლებზე, რადგან ეს იყო პროსტალინური (პროტესტი), მიუხედავად გარკვეული ნაციონალურ- პატრიოტული ელემენტებისა, 1978 წელზე... ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ როგორც ღია წინააღმდეგობა, ისე ფარული. მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა ადამიანების ჯგუფები, რომლებიც ფიქრობდნენ რომ გერმანიის თავდასხმის შემდეგ "საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა" აღნიშნავს ბაქრაძე.
1956 წლის მარტში თბილისში დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები, რაც გამოწვეული იყო ნიკიტა ხრუშოვის სკკპ XX ყრილობაზე გამოსვლით, სადაც მან იოსებ სტალინის კულტი გააკრიტიკა. ქართველი ჯუღაშვილის კრიტიკა ბევრმა ანტიქართულ რიტორიკად აღიქვა. თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციები გაიმართა. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად საქართველოს დედაქალაქში მძიმე ჯავშანტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღი. ოფიციალური მონაცემებით მოკლეს 15 ადამიანი, არაოფიციალურად, დარბევას მოჰყვა ათეულობით და ასეულობით მსხვერპლი.
მართალია, 1956 წლის გამოსვლები პირდაპირ არ იყო დაკავშირებული თავისუფლებისთვის ან დემოკრატიული ცვლილებებისთვის ბრძოლასთან, მაგრამ იმ მოვლენებმა ჩასახა დისიდენტების ახალი თაობა, როგორებიც იყვნენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. მარტის მოვლენებში მონაწილეობისას ორივე მოზარდი იყო.
ისტორიკოსები რეალურ ანტისაბჭოთა მოძრაობის საწყისად 70-იანი წლების ბოლოს მიიჩნევენ. 1978 წელს თბილისში კვლავ დაარბიეს უკმაყოფილო ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ ცენტრის გადაწყვეტილებას შეეცვალათ სახელმწიფო ენის სტატუსი კავშირის რესპუბლიკებისთვის.
ბაქრაძის თქმით, რომელიც საბჭოთა წარსულის კვლევის პროექტის SOVLAB-ის თანადამფუძნებელია, ეს და თანმდევი მოვლენები იყო უკვე ერთი ჯაჭვის რგოლები იყო. შეუძლებელი იქნებოდა 1920 წლიდან პროტესტის უწყვეტი ხაზის შენარჩუნება, რადგან რეჟიმი ანადგურება ყველას, ვინც კი მის წინაშე უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა. 80-იანი წლების მღელვარების კავშირი კი შესამჩნევია 1978 წლის გამოსვლებთან, რადგანაც ქართული ენის მხარდასაჭერად და შემდეგ გამართულ აქციებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობდნენ, ასე ვთქვათ - ერთი თაობა.
"სამწვადის" დაკეტვა
ყოფილი საბჭოთა დისიდენტი და გულაგის პატიმარი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეროვნული მოძრაობა 70-იან წლებში ჩაისახა. ზუსტად ამ დროს მიაღწიეს თავის პირველ წარმატებას კომუნისტური რეჟიმის მოწინააღმდეგებმა.
"საქართველოს მაშინდელი კომპარტიის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე დაჰყვა დემონსტრანტების ნებას. მოელაპარაკა მოსკოვს და ეს გრაფა (ქართული ენის სტატუსი) უცვლელად დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელშიც ეწერა რომ არსებობს ახალი საზოგადოება - საბჭოთა ხალხი - სსრკ-მ ვერ მიიღო ერთიანი ოფიციალური ენა - რუსული", - აღნიშნავს ბერძენიშვილი.
მოკლედ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიტყვებით, 78 წლის მოვლენების შემდეგ კაგებეში მიხვდნენ, რომ საქმე ძალიან შორს წავიდა, ამიტომ ეროვნული მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დააპატიმრეს. ლევან ბერძენიშვილიც საბჭოთა წლებში პოლიტიკური მუხლით გაასამართლეს. საქართველოს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის - რესპუბლიკელების დამფუძნებელი გულაგში იატაკქვეშა გაზეთის გამოცემისა და ლიბერალური იდეების გამო გადაასახლეს.
როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, დაპატიმრებების ახალი ტალღა აგორდა 1982 წელს ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ. როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა კგბ-ს ყოფილი შეფი იური ანდროპოვი.
"ანდროპოვმა თქვა, რომ მიახურავს სამწვადეს, და მხედველობაში ჰქონდა საქართველო. შევარდნაძე შეშინდა, გაამკაცრა პოლიტიკა და დაიწყო დაპატიმრებები", - იხსენებს ყოფილი დისიდენტი.
თავის მხრივ ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ 80-იანების საპროტესტო მოძრაობა განვითარდა უკვე ახალ ეპოქაში. თუ მაგალითად, 70-იანი წლების ბოლოს, 1924 ან 1956 წლებში საქართველო ბრძოლაში იყო მარტო, ახლა ის აღმოჩნდა პროცესებში, რომლებშიც ჩათრეული იყო მთელი სოციალისტური ბანაკი.
საქართველოს საბჭოთა წლებში დაბრუნებას წერტილი დაესვა 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც დაარბიეს მშვიდობიანი აქცია - ეს იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კულმინაცია. "ყოველთვის ასე ხდება, როდესაც მოდიან ე.წ. "ლიბერალები", მაგ, ხრუშჩოვი, გორბაჩოვი - ეს ნიშნავს სისხლს. როდესაც მოდიან ასე თუ ისე მკაცრი ხელმძღვანელები - ეს ნიშნავს დაპატიმრებას. ამ დროს უნდა აირჩიო და გორბაჩოვმა აირჩია სისხლი", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
1989 წლის აპრილში საპროტესტო აქციის პასუხად მოსკოვმა თბილისში სამხედრო ძალები გადაისროლა. დემონსტრანტები ნიჩბებით დაარბიეს, გამოიყენეს ქიმიური იარაღი - სამხედრო, მომწამვლელი გაზი. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის 17 ქალი. სამი კი -16 წლამდე მოზარდი.
ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ცნობილი ფრაზა წარმოთქვა, რომ საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა "ბერლინის კედლისა" და "რკინის ფარდის" დანგრევაში. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ შევარდნაძეს უკანასკნელ წუთამდე სჯეროდა საბჭოთა ქვეყნის. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთი კვირით ადრე ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაბრუნდა. ის და გორბაჩოვი ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ საბჭოთა კავშირის გადარჩენა, შეექმნათ ახალი ქვეყანა ადამიანური სახით და ა.შ. სინამდვილეში ვერ ხედავდნენ საით მიდიოდა ისტორია. სხვათა შორის ისინი არ იყვნენ მარტო. მსოფლიოში იყო 3-4 ადამიანი, პირველ რიგში პაპი იოანე-პავლე II, რონალდ რეიგანი და ალბათ მარგარეტ ტეტჩერი, შესაძლოა ჰელმუტ კოლი და პრეზიდენტ რეიგანის ორი-სამი მრჩეველი, სულ ესაა". საბჭოთა კავშირი დასავლეთისთვის საფრთხობელა იყო, დასძენს პოლიტიკოსი.
ლაშა ბაქრაძე ფიქრობს, რომ დასავლეთს არა სსრკ-ის დაშლა, არამედ მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის დემონტაჟი სურდა. თუმცა, საბჭოთა დისიდენტმა და პუბლიცისტმა ანდრეი ამალრიკმა ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაწერა წიგნი ("იარსებებს თუ არა საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე?") რომელშიც ასეთი სცენარი იწინასწარმეტყველა.
საქართველოში რაც შეეძლოთ აჩქარებდნენ საბჭოთა კავშირის დაშლას. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა გადამდგარიყო. 1990 წელს ქვეყანაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები - 1919 წლის შემდეგ პირველი თავისუფალი ხმის მიცემა. სსრკ-ის არსებობის პირობებში მარათონში მონაწილეობდა რამდენიმე პოლიტიკური პარტია. დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პარტიამ "მოძრაობა მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", რომელსაც ხელმძღვანელობდა ეროვნული მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია. მოძრაობამ 250 ადგილიდან 155 მოიპოვა. ფორმალურად ისევ საბჭოთა საქართველოს კომპარტიას ერგო 64 კანდიდატი.
ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი
რამდენიმე თვის შემდეგ, 1991 წლის 31 მარტს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი. საქართველო გახდა მეოთხე სსრკ რესპუბლიკა ბალტიის ქვეყნების შემდეგ, სადაც ჩატარდა ასეთი პლებისციტი. რეფერენდუმში მონაწილეობდა 3.3 მილიონზე მეტი ადამიანი. დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა მონაწილეთა 98.9%-მა.
9 აპრილს - რეფერენდუმის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში, ხოლო 1989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 2 წლის თავზე ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა. მომდევნო თვეში ქვეყანაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. თარიღიც შეარჩიეს სიმბოლურად - 26 მაისი -1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავი. ამ არჩევნებზე გამსახურდიამ - უაღრესად წინააღდეგობრივმა ფიგურამ - მოსალოდნელი გამარჯვება მოიპოვა ხმების 87,6%-ით.
ეს ყველაფერი ხდებოდა საბჭოთა კავშირის ფორმალურად დაშლამდე: 8 დეკემბერს ბელოვეჟის ტევრში ხელშეკრულების ხელმოწერამდე და 26 რიცხვში სსრკ-ის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაბამისი დეკლარაციის მიღებამდე. ამ დროს საქართველოში უკვე იფეთქა სამოქალაქო ომმა.
"ზვიადისტებიდან" ქალ პრეზიდენტამდე
ზვიად გამსახურდიამ თავისი მმართველობის 8 თვის განმავლობაში მოასწრო ურთიერთობის გაფუჭება თავის ახლო გარემოცვასთან. ბევრს აკრავდნენ "აგენტის" იარლიყს. თუმცა, პირველი პრეზიდენტის გვერდით იყო ბევრი საეჭვო პირიც - აღნიშნავს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.
რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი იგონებს, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძლა ორი მიმართულებით მიმდინარეობდა: ლიბერალურ-ანტიკომუნისტური და ნაციონალისტურ-ანტირუსული.
"ამ ორში ადვილად გაიმარჯვეს ნაციონალისტებმა", - ამბობს ის და ამატებს რომ საქართველოში მაშინ არ იყო პირობები ლიბერალების კომუნიზმზე გამარჯვებისთვის. ამასობაში პრეზიდენტის ნაციონალისტურ ლოზუნგებს წინ აღუდგნენ ავტონომიები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ოსეთის სტატუსი გამსახურდიამ დაჩქარებული წესით გააუქმა. სხვათა შორის, აღარავინ ეჭვობს, რომ უთანხმოება თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის არ იყო მხოლოდ კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე.
"როგორც კი გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, რუსეთი შეეცადა წაერთმია ჩვენთვის ოსეთი და აფხაზეთი. ცხადია, ვომობდით არა მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთან, არამედ რუსებთანაც", - ამბობს ბერძენიშვილი.
90-იანი წლების დასაწყისში ომი არა მარტო საქართველოს რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც გაჩაღდა. თბილისში საბრძოლო მოქმედებები მთავრობის სახლის გარშემო დაიწყო (დღეს ეს შენობა საქართველოს პარლამენტია). კომპლექსის ბუნკერში თავს აფარებდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ბერძენიშვილის სიტყვებით "რუსები იარაღით ამარაგებდა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს".
გასამხედროებული ფორმირების "მხედრიონის" რაზმებმა თბილისის ცენტრში სასაკლაო მოაწყო და სამხედრო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტი დაამხეს. 1992 წლის იანვარში გამსახურდია გაიქცა ჯერ სომხეთში, შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც მას უმასპინძლა დამოუკიდებელი ჩეჩნეთის ლიდერმა ჯოხარ დუდაევმა.
საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ლიდერებმა ჩამოაყალიბეს საქართველოს სახელმწიფო საბჭო, რომლის მეთაური გახდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ცკ-ს ყოფილი პირველი მდივანი და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. გამსახურდიას მომხრეები - ე.წ. "ზვიადისტები" არ შეეგუენ შექმნილ ვითარებას.
1993 წელს პირველი პრეზიდენტი დაბრუნდა საქართველოში და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სათავეში ჩაუდგა "დევნილ მთავრობას". მისმა მომხრეებმა რამდენიმე ქალაქი დაიკავეს.
აფხაზეთში მდგომარეობა რჩებოდა უკიდურესად დაძაბული. რეგიონში მიმდინარეობდა ბრძოლები. 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. აფხაზმა სამხედროებმა მოაწყვეს მშვიდობიანი მოსახლეობის სასაკლაო.
აფხაზებთან დამარცხებისა და პირველ პრეზიდენტთან გამარჯვების შემდეგ საქართველოში დაიწყო ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ეპოქა. თავდაპირველად ის არჩეულ იქნა საქართველოს უმაღლესი საბჭოს მდივნად - შემდეგ კი 1995 წლის არჩევნებში პრეზიდენტად. ქვეყნის 77%-მა მაშინ ხმა მისცა საბჭოთა კავშირის ყოფილ პირველ დიპლომატს.
"ჩემი აზრით, შევარდნაძე ტიპიური საბჭოთა... არც თუ ისე ტიპიური... საბჭოთა ჩინოვნიკია, რომელიც ძალიან კარგად ხედავდა სხვადასხვა პერიოდში რა იყო აქტუალური და ძალიან კარგად ერგებოდა ამა თუ იმ სიტუაციას. საკმაოდ ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. შედეგად მისი მმართველობის დროს საქართველოში ძირითადად აბალანსებდა თავის ხელისუფლებას სხვადასხვა ჯგუფებით. არასდროს ქმნიდა დიდ ვერტიკალს, პირიქით, ცდილობდა დაეცვა წონასწორობა", - აღნიშნავს ბაქრაძე.
მისი სიტყვებით შევარდნაძე არ იყო ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასრულებდა მოსკოვის ბრძანებებს. "ის ყოველთვის ცდილობდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, დაეცვა წონასწორობა. თამაშობდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს".
ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ შევარდნაძეს, როგორც საბჭოთა ფუნქციონერს, არ შეეძლო ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. აქვე ის აღიარებს, რომ სახელმწიფოს მშენებლობაში წარმატებული წლებიც იყო.
"ჩვენ ძალიან მალე მოვხვდით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში. საქართველო გახდა გაეროს წევრი, გამოაცხადა თავისი მისწრაფება სხვებთან ერთად ნატოში შესვლაზე და ა.შ. მაგრამ მოხდა შევარდნაძეზე მეორე თავდასხმა და ის სულით დაეცა. მიხვდა, რომ არ კლავდნენ - მისგან რაღაც უნდოდათ".
ბერძენიშვილის თქმით, ყველაფერს რუსული სპეცსამსახური ხელმძღვანელობდა. მათ არ სურდათ შევარდნაძის სიკვდილი, მათ სურდათ და მიიღეს "რბილი შევარდნაძე". ის ცდილობდა ლავირებას ამერიკელებს, ევროპელებს და რუსებს შორის", - აღნიშნავს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი.
კატასტროფული მდგომარეობა ეკონომიკაში, ადამიანის უფლებათა დარღვევები და აღვირახსნილი კორუფცია სულ უფრო მეტ ვნებათაღელვას იწვევდა ქართულ საზოგადოებაში.
ბოლო წვეთი გახდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები, უფრო სწორად მისი გაყალბება. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეს და მის გუნდს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ეს შედეგი "ვარდების რევოლუციამ" შეცვალა.
უპრეცენდენტო მასშტაბის საპროტესტო აქციებზე "სისხლისღვირს თავიდან ასაცილებლად" ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახადა გადამდგარიყო. 23 ნოემბერს ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ სად წავიდოდა, შევარდნაძემ ღიმილით უპასუხა: "სახლში".
საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მთავარი ფიგურა გახდა ახალგაზრდა და ენერგიული რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი.
შევარდნაძესა და მის ოპონენტ-მემკვიდრეებს შორის შუამავალი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ივანოვი. ზუსტად მასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა პრეზიდენტის სავარძლის ბედი. თუმცა, როგორც ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს, მოსკოვს არ მოეწონა ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლა თბილისში, ამიტომ 2003 წლის მოვლენებს იქ მუქ ფერებში აღწერდნენ. კრემლისთვის აუცილებელი იყო შეენარჩუნებინა თავის თვალთახედვაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ამისთვის კი საჭირო იყო მათთვის შეენარჩუნებინა არშემდგარი ერების სტატუსი.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის იანვარში საქართველოში ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. სააკაშვილმა აიღო ხმების დაუჯერებელი - 96% და რეფორმების განხორციელების კარტ-ბლანში. როგორც ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია ამბობს შევარდნაძის ეპოქის ჭაობში მყოფ საქართველოში საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა უკომპრომისო რეფორმატორი სააკაშვილის სახით.
ლევან ბერძენიშვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში "ვარდების რევოლუციის" ლიდერთან ოპოზიციაში იყო, იხსენებს: "სააკაშვილმა დაიწყო სახელმწიფოს მშენებლობა. 2 წელი აშენებდა იმ სახელმწიფოს და 2 წელიწადში ააშენა ის, რაც დღეს გვაქვს. ე.ი. საქართველოში საბჭოთა კავშირი 2 წელიწადში დაიძლია, მაგრამ 2 წლის შემდეგ მობეზრდა და თქვა: არ მესაუბროთ პრობლემებზე, არავითარი პრობლემა მე არ შეიძლება მქონდეს".
ბერძენიშვილის სიტყვებით 2007 წელს სააკაშვილმა დაკარგა ტემპი, მაგრამ ამ პერიოდში მან მოასწრო იმდენი რამის გაკეთება, "რაც შევარდნაძეს არ გაუკეთებია მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე და არ გაუკეთებია საქართველოს ახალ მთავრობას ბოლო წლების განმავლობაში. მაგრამ, სააკაშვილი დაბალი დონის დემოკრატი იყო. პირველ წლებში სახელმწიფოს აშენებდა, მაგრამ დემოკრატიას მაინცამაინც პატივს არ სცემდა", ღიმილით ამბობს ბერძენიშვილი.
თავის მხრივ, ისტორიკოსი გეგელია მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ანტიდემოკრატად მოიხსენიებს. მისი სიტყვებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იყო ნეობოლშევიზმის ტიპური წარმომადგენელი, რომელსაც სძულდა ოპოზიციური აზრი. "ამაში იყო მისი პრობლემა - სააკაშვილმა ვერ შეძლო რევოლუციური რევანშიზმიდან გამოსვლა".
"სიმართლე ითქვას, სააკაშვილი არც მალავდა, რომ მას ადარდებდა უსაფრთხოება და ეკონომიკური ზრდა. ეს იყო მისი ე.წ. სინგაპურის მოდელი. ასე ვთქვათ უსაფრთხოება და ეკონომიკური ზრდა, ნატო და მშპ, მაგრამ პოლიტიკური, დემოკრატიული და ეთიკური სარგებელი მისთვის დამახასიათებელი და ფასეული არ იყო", გრიგოლ გეგელია.
სააკაშვილის მიერ კრიტიკის მიუღებლობა გამოვლინდა 2007 წლის 7 ნოემბერის ოპოზიციის საპროტესტო აქციის დროს. იმ დროს სპეცდანიშნულების რაზმი უკიდურესად მკაცრად მოქმედებდა, დაარბიეს პრეზიდენტის პოლიტიკით უკმაყოფილო აქციის მონაწილეები. სააგენტო "როიტერსის" ჟურნალისტი მარგარიტა ანთიძე იმ მოვლენებს გარდამტეხად მიიჩნევს და აშუქებდა რა, ოპოზიციური მიტინგის დარბევას, ამბობს:
"ეს იყო მაჩვენებელი, თუ როგორ მოექცა ხელისფულება საპროტესტო განწყობას".
სააკაშვილმა აღიარა შეცდომა და დანიშნა ვადამდელი არჩევნები, სადაც მან ძლივს გადალახა 50%-იანი ბარიერი.
რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, პრეზიდენტმა აირჩია მკაფიოდ პროდასავლური კურსი. 2008 წლის იანვარში არჩევნების პარალელურად ჩაატარა კონსულტაციური რეფერენდუმი ქვეყნის ნატოში შესვლასთან დაკავშირებით. მოსახლეობის 77%-მა მოიწონა ეს იდეა. შედეგად, დიდი პოპულარობა მოიპოვა ლოზუნგმა: "მეტი საქართველო ნატოში, მეტი ნატო საქართველოში".
თბილისის ევროატლანტიკურ მისწრაფებას მხარი დაუჭირეს დასავლეთში. 2008 წლის თებერვალში ბუქარესტრში ალიანსის სამიტზე განაცხადეს, რომ ადრე თუ გვიან საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ სამხრეთ ოსეთში საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზეზით საქართველოში რუსული არმია შეიჭრა. ომი, რომელიც ცნობილია როგორც "აგვისტოს" ან "ხუთდღიანი" ომი, დამთავრდა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით. მალე, 26 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა. ამის შემდეგ თბილისმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა დიდ მეზობელთან.
გარკვეული დროით სააკაშვილმა შეძლო თავის ირგვლივ ქართული საზოგადოების გაერთიანება. მაგრამ, პრეზიდენტის პოლიტიკით უკმაყოფილება იზრდებოდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია დამარცხდა. ეს საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პირველი შემთხვევა იყო.
მთავრობამ ჩამოაყალიბა კოალიცია "ქართული ოცნება", რომლის დამფუძნებელი იყო ყველაზე მდიდარი ქართველი ბიძინა ივანიშვილი. ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილი რჩებოდა ქვეყნის პრეზიდენტის სავარძელში. ამ პერიოდში გამოცხადდა კოჰაბიტაცია - ერთგვარი თანამშრომლობა ორ პარტიას შორის პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად.
"ეს იყო ყველაზე კარგი რამ რაც დაგვემართა! იმიტომ რომ ჩვენ შევძელით გვემართა ქვეყანა მძვინვარე მტერთან ერთად და ცუდი არაფერი მომხდარა", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი, რომლის პარტიაც პირველ ხანებში გამარჯვებული კოალიციის წევრი იყო.
უკვე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიის კანდიდატის დამარცხების შემდეგ "ქართულმა ოცნება" ხელისუფლებას სრულად დაეუფლა. ოპონენტები კოალიციას უზურპაციაში ადანაშაულებდნენ, მის ლიდერს - მილიარდელ ივანიშვილს კი ჩრდილოვან მმართველს უწოდებდნენ.
"არანაირი შინაგანი დემოკრატია "ქართულ ოცნებაში" არ არის, ისევე როგორც არ იყო ნაციონალურ მოძრაობაში. ორივე პარტიას ხელმძღვანელობს ჩრდილოვანი ლიდერი - ერთი მხრივ სააკაშვილი, მეორე მხრივ - ივანიშვილი", - აღნიშნავს გრიგოლ გეგელია. მთლიანობაში ისტორიკოსის აზრით საქართველო მტკიცედ მიიწევს დემოკრატიზაციის გაცხადებული კურსისკენ, თუმცა პრაქტიკაში დემოკრატია არ არის საქართველოს პოლიტიკური კლასის მთავარი ამოცანა.
"საქართველო თავისი რთული გზით მიდიოდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ, დემოკრატიზაციისკენ. მე მომწონს რომ საქართველოში არის ასეთი საპროტესტო განწყობა. ეს იმაზე მეტყველებს რომ ჩვენში არის თავისუფლება, თავისუფლებისკენ სწრაფვა. სწრაფვა იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთესი", - ამბობს ჟურნალისტი მარგარიტა ანთიძე.
ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ დღეს საქართველოს გარდამტეხი მომენტი უდგას.
"მიდის უკანასკნელი ბასტიონი, ასე ვთქვათ, არადემოკრატიის", - ამბობს და ბიძინა ივანიშვილის მოახლოებულ მარცხზე მიანიშნებს. – "ახლა ჩვენ გვყავს ოლიგარქი და ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი, მაგრამ ეს არის უკანასკნელი ოლიგარქი. რადგან ოლიგარქიის შემდეგ ნამდვილად დადგება დემოკრატია", - ირწმუნება პოლიტიკოსი.
ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო ახლოსაა დემოკრატიულ ცვლილებებთან და მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ საბჭოთა დისიდენტს დიდი ილუზიები არ აქვს ახალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიგურის მიმართ, მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მმართველად ქალის არჩევა კარგი ნიშანია.
უპარტიო კანდიდატი ქალის არჩევა ნიშანდობლივია, ალბათ იმიტომაც, რომ არჩევნები ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავზე. ზურაბიშვილი კი შთამომავალია ქართველი ემიგრანტების, რომლებმაც ბოლშევიკების მიერ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში ემიგრაციას შეაფარეს თავი.
თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მრავალი წელი მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევს, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანას ევროპულ ოჯახში დააბრუნებს. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. 2014 წელს თბილისმა და ბრიუსელმა ხელი მოაწერა ევროკავშირში ასოცირების შეთანხმებას, 2017 წელს კი დაიწყო უვიზო მიმოსვლა.
ახალი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საქართველოს არასდროს გაუმჟღავნებია ასეთი გადამწყვეტი ენთუზიაზმი ევროპული პერსპექტივების მიმართ. მიუხედავად თავად ევროკავშირში არსებული ევროსკეპტიციზმისა, ზურაბიშვილმა ბრიუსელს მიმართა: საქართველო მზადაა იყოს ახალი ევროპის ლაბორატორია.
-
გადახედვათბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს
-
გადახედვალაშა ბაქრაძე: ხვალ იქნება რეგიონებიდანაც აქტივობა და, მით უმეტეს, ზეგ ლაშა ბაქრაძე: ხვალ იქნება რეგიონებიდანაც აქტივობა და, მით უმეტეს, ზეგ
-
გადახედვასაზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა გმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა
-
გადახედვაპაატა ბურჭულაძე: "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს პაატა ბურჭულაძე: "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს
-
გადახედვამეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას მეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს სალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში სალომე ზურაბიშვილი: დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში
-
გადახედვაზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ ზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ
-
გადახედვაPHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა PHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
-
გადახედვა"ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა "ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს მამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
-
გადახედვაადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს ადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს
-
-
გადახედვაყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
-
გადახედვაჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან ჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან
-
გადახედვამოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა მოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა
-
გადახედვათსუ-მ თანამშრომლებს მეილზე მიწერა, რომ გამთენიისას უნივერსიტეტში მყოფი უცხო პირები "ვიქტორია სექიურითის" დაცვის წევრები იყვნენ თსუ-მ თანამშრომლებს მეილზე მიწერა, რომ გამთენიისას უნივერსიტეტში მყოფი უცხო პირები "ვიქტორია სექიურითის" დაცვის წევრები იყვნენ
კომენტარები