რატომ მცვივა თმა? – 8 მიზეზი, რომელიც ქალებში თმის ცვენას იწვევს
ფოტო: Getty Images
თმის ცვენა შემაწუხებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გრძელი თმა გაქვს და ყველგან აწყდები დაცვენილ ღერებს: ხალიჩაზე, შხაპში, სავარცხელზე... მიუხედავად შექმნილი დისკომფორტისა, იმის ცოდნაც მნიშვნელოვანია, რომ მცირე რაოდენობით თმის ცვენა სრულიად ბუნებრივია. როგორც წესი, ეს რაოდენობა 80 ღერია. თუ ამჩნევთ, რომ თმა ინტენსიურად გცვივათ და, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, უკან აღარ ამოდის, მაშინ მიზეზებზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ.
ლონდონის ფილიპ კინგსლის კლინიკის ტრიქოლოგი, ანაბელ კინგსლი სწორედ შესაძლო მიზეზებზე საუბრობს.
მისი თქმით, თმის ცვენა ქალებისთვის ერთ-ერთი საზოგადო პრობლემაა. “კვლევის თანახმად, სამი ქალიდან ერთს თმა სცვივა და ნელ-ნელა მელოტდება.”
1. გენეტიკური მიზეზი
არსებობს შანსი იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ქალი გენეტიკურად წინასწარ იყოს მიდრეკილი თმის შეთხელებისკენ. ასეთ შემთხვევებში, თმის ზოგი ფოლიკული კაცის ჰორმონების მიმართ სენსიტიურია - სწორედ ეს სენსიტიურობა განაპირობებს თმის შემცირებას, გაცილებით თხელი და მოკლე ღერების ამოსვლას.
2. რეაქტიული მიზეზი
ეს ნიშნავს იმას, რომ თმის ცვენას რაღაც მაპროვოცირებელი ქმედება აქვს საფუძვლად. ყოველდღიურად დიდი რაოდენობით თმის ცვენა (ახლა ეს პროცესი ტელოგენ ეფლუვიუმის სახელითაა ცნობილი, რაც სკალპის დეფექტს უკავშირდება) გენეტიკური შეიძლება არც იყოს. მაგალითად, ის შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, რაიმე სახის დაავადებით ან დიეტით.
3. ჰორმონალური დისბალანსი
ჰორმონალურ დისბალანსი არა მხოლოდ თმას, არამედ მთლიან სხეულს აზიანებს. “ჰორმონები დიდ როლს თამაშობენ თმის ზრდის ციკლში”, - ამბობს ანაბელი. ქალის ჰორმონები მათ თმასთან უფრო მეტად “მეგობრობენ”, ვიდრე კაცის თმასთან და თმის ზრდის ფაზას დროის ოპტიმალური პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფენ. შესაბამისად, ჰორმონალური დისბალანსი თმის ცვენის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.
4. სტრესი
შესაძლოა, სტრესი სკალპის პრობლემების მაპროვოცირებელი მიზეზი იყოს და მან ასევე გამოიწვიოს ქერტლის ქონა, მადის დაკარგვა, რითიც, საბოლოოდ, ზიანდება საჭმლის მომნელებელი სისტემა. ამ ყველაფერს კი ნეგატიური ეფექტი აქვს თმაზე.
5. რკინის ნაკლებობა/ანემია
თმის ცვენის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი რკინის ნაკლებობაა. რკინა თმას პროტეინით ამარაგებს, ამის გარეშე კი, თმა ცვენას იწყებს.
6. წონის კლება
6-12 კვირის განმავლობაში მუდმივი წონის კლება თმის ცვენის გამომწვევი მიზეზია. “თმა ჩვენთვის ფსიქოლოგიურად საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ფიზიოლოგიურად მის გარეშე ცხოვრება თავისუფლად შესაძლებელია. ამიტომ, როგორც კი მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი თავს გამოიჩენს, მაშინვე იწყება თმის ცვენა, ამის თავიდან ასარიდებლად კი ჯანმრთელი ცხოვრების წესი და დაბალანსებული დიეტაა საჭირო.”, - ამბობს ანაბელი.
7. ასაკი
ქალებს, რომლებსაც მენოპაუზა ეწყებათ, თმა უთხელდებათ. “თმის ცვენა მენოპაუზის შემდეგ ბუნებრივი პროცესია. რაც უფრო მეტი წელი გვემატება, ჩვენი თმის ასაკიც იზრდება და ღერები თხელდება.”, - ამბობს ანაბელი.
8. ვიტამინ B12-ის ნაკლებობა
თუ მუდმივი დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა თქვენთვის ნაცნობი შეგრძნებაა, შესაძლოა B12 გაკლდეთ, რომლის ერთ-ერთი სიმპტომი თმის ცვენაცაა.
თუ ვეგეტარიანელი ან ვეგანი ხართ, აუცილებელია, B12 ვიტამინების სახით მიიღოთ.
როგორ ავირიდოთ თავიდან თმის ცვენა?
1. ყურადღება მიაქციეთ დაცვენილი თმის რაოდენობას
თმის ცვენა, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ ხდება. ის დაახლოებით სამ თვეში ხდება საგრძნობი. თუ სამი თვის შემდეგაც ამჩნევთ, რომ თმა ისევ გცვივათ იმავე ან უფრო მეტი რაოდენობით, აუცილებლად ეწვიეთ ტრიქოლოგს მიზეზის დასადგენად. “მთავარია, არ ინერვიულოთ. თმა თავისითვე აღიდგენს თავის პირვანდელ მდგომარეობას, თუ მალევე გამოვლინდა ცვენის მიზეზი”, - ამბობს ანაბელი.
2. შეცვალეთ დიეტა
როგორც ანაბელი აღნიშნავს, თმისთვის პროტეინის მიღება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ამიტომაც აუცილებელია თქვენს მენიუში ცილოვანი პროდუქტები ჩართოთ.
3. მიიღეთ ვიტამინები
თმას, ფაქტობრივად, ვიტამინები და მინერალები კვებავს. ჯანმრთელი ცხოვრების სტილი კი სწორედ ამის გარანტიას იძლევა.
4. ყურადღება მიაქციეთ ვარცხნილობის სტილს
შესაძლოა, მჭიდროდ შეკრული თმა ლამაზი იყოს, თუმცა ამან შეიძლება თმის ძირებს ზიანი მიაყენოს, მით უმეტეს, თუ თხელი თმა გაქვთ.
5. გამოიყენეთ თმის მკვებავი ზეთები
ბუნებრივი ზეთები, როგორიცაა სტაფილოს ფესვები, კვიპაროსის სითხე ან ლავანდის ყვავილები, თმის სირბილეს უზრუნველყოფენ.
სწორედ თმის ცვენაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს სხვა შუადღეში. იხილეთ ვიდეო:
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა



კომენტარები