ვითხოვთ სოციალურ კონტრაქტს — პროფკავშირების საპირველმაისო აქცია
მშრომელთა უფლებადამცველებმა დღეს, პირველ მაისს შრომის საერთაშორისო დღეს მთავრობის კანცელარიასთან პრემიერ მამუკა ბახტაძეს "სოციალური კონტრაქტი" მიუტანეს. გაერთიანებული პროფკავშირების მიერ შედგებილ "კონტრაქტის" პირობებში დაწვრილებით გაწერეს პირობები მთავრობის მიმართ.
მათ შორისაა, ქმედითი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება, რომელსაც უკვე წლებია ითხობენ იმ ფონზე, რომ საწარმოო შემთხვევების შედეგად მუშები იღუპებიან. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა ისიც, რომ დაწესდეს უმუშევრობის შემწეობა.
პროფკავშირები ხელისუფლებისგან კვლავ მოითხოვენ, განისაზღვროს ადეკვატური მინიმალური ხელფასი, ხოლო 5-სულიანი ოჯახისთვის 361-ლარიანი საარსებო მინიმუმის აბსურდულობა აღიარონ და დაწესდეს რეალური საარსებო მინიმუმი. პროფკავშირები ქალთა მოძრაობასთან ერთად ითხოვენ, დაწესდეს როგორც დეკრეტული შვებულებების ღირსეული ანაზღაურება, ასევე ქალისა და კაცის თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება. მათივე მოთხოვნით, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას შესაბამისი ინიციატივების გატარებით.
მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ პროფკავშირების წვერები სხვადასხვა სფეროდან, ბანერებით: "არა მონობას", "პროფკავშირები ჩვენი არჩევანია", "ერთად ყველაფერს შევძლებთ", "ნუ იქნები მონა, გაბედე შენც". აქციას ქალთა მოძრაობა შეუერთდა ბანერებთ — "ვმუშაობთ მეტს, გვიხდიან ნაკლებს".
პირველ მაისს მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული ადამიანები, თავისი შრომითი უფლებების დაცვისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით მე-19 საუკუნის ბოლოდან აღნიშნავენ მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს.
კომენტარები