ვინტერფელის ბრძოლის ამსახველ სერიას GOT-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეფასება აქვს
ფოტო: HBO
ეს სტატია შეიცავს სპოილერებს და თუ ვინტერფელის ბრძოლის ამსახველი ეპიზოდი ჯერ არ გინახავთ, სჯობს, ახლავე შეწყვიტოთ კითხვა
ფოტო: HBO
სამეფო კარის თამაშების მერვე სეზონის მესამე ეპიზოდმა, "გრძელმა ღამემ" Rotten Tomatoes-ზე 74%-იანი შეფასება დაიმსახურა, რაც ბოლოსწინა მაჩვენებელია. როგორც ჩანს, მაყურებელი ცოცხლებისა და მკვდრების ბრძოლისაგან მეტს ელოდა, რაც გასაკვირი არაა, რადგან სერიალი წლების განმავლობაში გვამზადებდა სწორედ ამ მომენტისათვის.
ეს შედეგი კიდევ უფრო თვალშისაცემია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სერიებს პირველიდან მეშვიდე სეზონის ჩათვლით საშუალოდ 94%-იანი შეფასება ჰქონდათ.
ყველაზე დაბალშეფასებიანი სერია კი მეხუთე სეზონში გვხვდება. "Unbowed, Unbent, Unbroken"-ს 54% აქვს. ამ სერიაში ვნახეთ სანსას გაუპატიურების სცენა, რომელსაც კრიტიკოსებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
კრიტიკოსები უმეტესად არადამაკმაყოფილებელ დასასრულზე საუბრობენ
მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლების უმეტესობას არიას ხელით ღამის მეფის სიკვდილი გაუხარდა, შემფასებლების აზრით, მთავარი ბოროტმოქმედის განადგურება ბოლო სეზონის მესამე სერიაში ცოტა ნაადრევი იყო. Ringer-ის მიმომხილველი წერს, რომ ეს ეპიზოდი "უცნაურად მარტივი გადაწყვეტა გამოდგა სიუჟეტური ხაზისათვის, რომელიც სერიალს სულ პირველი ეპიზოდიდან ასაზრდოებდა".
Rolling Stone's: "თუკი მკვდრების არმიასთან ბრძოლა რეალური ფინალური ბრძოლიდან მხოლოდ გადახვევა უნდა ყოფილიყო, მაშინ ბევრად უკეთესი სანახაობა უნდა შემოეთავაზებინათ, ვიდრე "The Long Night-ში" ვიხილეთ"
Daily Telegraph-ის მიმომხილველი ედ პაუერი ასევე იმედგაცრუებული დარჩა სანახაობით: "რამდენად სწორია, რომ 82-წუთიანი ბრძოლის შემდეგ მხოლოდ მხრების აჩეჩვის ემოცია გქონდეს?"
აქვე ჩართვა: თქვენ ხომ არ იცით, რა მნიშვნელობა ჰქონდა სპირალისებურ ნახაზებს, რომელთაც თეთრი მავალები გზად ტოვებდნენ?
ფოტო: HBO
კრიტიკის ნაწილი შოუს ჩაბნელებულ სცენებსაც მიემართებოდა და მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი გმირების ბედზე ბევრს ვნერვიულობთ, ცოტა დაუჯერებელია, რომ თითქმის ყველა მთავარი პერსონაჟი გადარჩა.
თუმცა, იყო პოზიტიური გამოხმაურებებიც
74% Game of Thrones-ისთვის შეიძლება ცოტა მოგვეჩვენოს, მით უმეტეს, რომ სერიალის 22 ეპიზოდს იდეალური, 100%-იანი შეფასება აქვს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი სერიალისთვის ესეც მიუღწეველი სიმაღლეა. ნებისმიერი ნიშნული 60%-ზე მაღლა კარგ შეფასებად ითვლება.
იყვნენ ისეთი მიმომხილველებიც, რომელთაც სერია მოეწონათ - მაგალითად, ჯერემი ეგნერი New York Times-დან: "ბოლო შეტაკება დაძაბულობისა და ამოსუნთქვის, ჟრუანტელისა და გულისტკენის, გრანდიოზულობისა და მგრძნობიარობის შედევრი იყო". IGN-ის ლაურა პრუდომმა სერიალის შემქმნელები "მრავალი პერსონაჟის განვითარების დაბალანსებისთვის შეაქო". Forbes-ის ჟურნალისტმა ერიკ კაინმა კი აღნიშნა, რომ "რაღაც განსაკუთრებულის მომსწრენი გავხდით".
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები